კამალა vs ტრამპი - საპრეზიდენტო დებატების ჩემპიონი ვიცე პრეზიდენტია
#პოლიტიკა2024 წლის საპრეზიდენტო დებატებში კამალა ჰარისმა დონალდ ტრამპი "გაანადგურა". ვიცე პრეზიდენტს კი საჯარო მხარდაჭერა ტეილორ სუიფტმა გამოუცხადა.
2024 წლის საპრეზიდენტო დებატებში კამალა ჰარისმა დონალდ ტრამპი "გაანადგურა". ვიცე პრეზიდენტს კი საჯარო მხარდაჭერა ტეილორ სუიფტმა გამოუცხადა.
გასული და მიმდინარე წლის მოვლენებმა, განსაკუთრებით "რუსული კანონის" საწინააღმდეგო საპროტესტო ტალღამ, ცხადყო, რომ ახალგაზრდების დიდი ნაწილი პოლიტიკური ცხოვრების აქტიური მონაწილეა. წლევანდელი ამომრჩევლის 14% კი, სწორედ 18-26 წლის ადამიანები შეადგენენ.
სულ ცოტა ხნის წინ საპრეზიდენტო მარათონში დონალდ ტრამპის მოწინააღმდეგე ჯო ბაიდენი კამალა ჰარისმა ჩაანაცვლა. კანდიდატების ოფიციალურად წარსადგენად 19 აგვისტოდან ოთხდღიანი ეროვნული ყრილობა გაიმართა, სადაც ამჟამინდელ თუ ყოფილ პრეზიდენტებთან ერთად კამერის წინაშე არა ერთი ცნობადი სახე გამოჩნდა.
13 ივლისის მოვლენები ამერიკის ისტორიაში წითელი ასოებით ჩაიწერება. პენსილვანიაში ჩასული დონალდ ტრამპი თავის მხარდამჭერებთან შეხვედრაზე თავდასხმის მსხვერპლი გახდა. თავდამსხმელი 20 წლის თომას კრუკსი ნეიტრალიზირებულია.
საარჩევნო წლის ნახევრის მიწურულს, The Diary-ი მიმდინარე და გასული მოვლენების ანალიზს გთავაზობთ. ჩვენი რედაქცია საკითხის უკეთ წარმოსაჩენად სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების უფროს მკვლევარს, შოთა ნარსიასაც გაესაუბრა.
საფრანგეთში ყველაზე ცხელი ზაფხული დადგა. მაშინ, როცა პარიზის ოლიმპიური თამაშებისთვის მზადება მიმდინარეობს და პარალელურად, ფრანგების კონტავერსიული პროტესტის ტალღა მძვინვარებს, ქვეყნის პრეზიდენტი ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს აცხადებს.
რიგით მეათე ევროპარლამენტის არჩევნები, რომელიც ბრექსიტის შემდეგ პირველია, 6-9 ივნისს გაიმართა. ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, ემანუელ მაკრონის ფრაქცია, რომელიც 6 პარტიას აერთიანებს, ხმების 15.2%-ით დამარცხდა. შედეგების გამოცხადებისთანავე ამჟამინდელმა პრეზიდენტმა საფრანგეთის პარლამენტის დაშლა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნა დააანონსა.
ისტორიული გადაწყვეტილებით, დონალდ ტრამპი გახდა ამერიკის პირველი ექსპრეზიდენტი, რომელიც მძიმე დანაშაულისთვისაა ნასამართლევი. ნიუ-იორკის ნაფიცმა მსაჯულებმა ტრამპი დამნაშავედ 34-ვე ბრალდებაში ცნეს.
შესაძლოა აქამდე არ გსმენიათ კლაუდია შეინბაუმის შესახებ, თუმცა დღეიდან მის სახელს არაერთხელ მოისმენთ. არჩევნებში 58%-იანი შედეგით დღეს კლაუდია შეინბაუმმა ისტორია დაწერა და მექსიკის რესპუბლიკის 200 წლიანი ისტორიის მანძილზე პირველი ქალი პრეზიდენტი გახდა. არჩევნების შედეგები კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას, რაც უკვე ყველამ კარგად ვიცით - ქალების ადგილი არის ყველგან.
თავდასხმას, რომელიც კვირას ღამით ტალ ალ-სულთანის რაიონში მოხდა, 45 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მათ შორის არიან ქალები და ბავშვები. შემთხვევის ადგილიდან შემზარავი ვიდეო კადრები ვიხილეთ. ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) განაცხადეს, რომ თავდასხმის სამიზნე ჰამასის წევრი, ორი მნიშვნელოვანი ტერორისტი იყო.