#პოლიტიკა

რა ხდება საფრანგეთში?

გაზიარება:

რამდენიც არ უნდა ვეცადოთ, სპორტისა და პოლიტიკის ერთმანეთისგან გამიჯვნა გაგვიჭირდება. ამ ზაფხულს, გერმანიასა და საფრანგეთში ოლიმპიური თამაშები EURO2024-ის ფარგლებში გაიმართება. მოლოდინია, რომ ოლიმპიადის დღეები ომის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების პლატფორმად გადაიქცევა, განსაკუთრებით უკრაინასა და ღაზაში მიმდინარე კონფლიქტების გამო.

სპორტი დიდი ხანია, რაც პოლიტიკური აქტივიზმისა და შეხედულებების გამოხატვის საშუალებას იძლევა. ეს ჯერ კიდევ 1968 წლის ოლიმპიურ თამაშებზე, სამხრეთ აფრიკის აპართეიდის საერთაშორისო ბოიკოტით დამტკიცდა.

ბოლო რამდენიმე დღეა საფრანგეთი საერთაშორისო არენაზე ყურადღების ცენტრში მოექცა. ფრანგები კონტრავერსიული პროტესტის გეგმებს აწყობენ.

ყველაფერი საფრანგეთის მთავრობის განცხადებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც 2024 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის, მდინარე სენის ძვირადღირებული გაწმენდითი სამუშაოები დაანონსდა. პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და პარიზის მერი სენაში, მდინარის სისუფთავის სადემონსტრაციოდ, ბანაობას აპირებენ.

ფრანგ ხალხს კი როგორც ყოველთვის პროტესტი არ ეშლება და მოძრაობა #JeChieDansLaSeineLe23Juin წამოიწყეს, რაც 23 ივნისს, სენასა და მასში ჩამავალ მდინარეებში ფეკალიების გადაყრას მოიაზრებს.

ფრანგები ამ დანაპირებს თუ შეასრულებენ, მაკრონსა და პარიზის მერს, სუფთა სენაში ბანაობა აღარ გამოუვათ. ჰეშთეგი სოციალურ მედიაში ტრენდული უკვე გახდა, ონლაინ ქსელიც კი შეიქმნა, იმისთვის რომ მოქალაქეებმა გაიგონ, მათთან ახლოს მდებარე მდინარის ნაკადს რამდენი დრო სჭირდება მანამ, სანამ სენას შეუერთდება, რათა ფლეშმობის დრო ზუსტად განსაზღვრონ. საზოგადოების აღშფოთება სენას გაწმენდის პროექტის ღირებულებას მოჰყვა, რაც საფრანგეთის ბიუჯეტს € 1.2 მილიარდი დაუჯდება. ხალხის აზრით, სახელმწიფოს ეს ხარჯები გაცილებით მნიშვნელოვან საქმეებს უნდა მოხმარდეს და ეს ნაბიჯი მთავრობის ხარჯვის პრიორიტეტების აბსურდულობას უსვამს ხაზს. 

2024 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშები, ასევე ცნობილი როგორც პარიზი2024, საფრანგეთში 2024 წლის 26 ივლისიდან 11 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდება. პარიზი იქნება მთავარი მასპინძელი ქალაქი, მაგრამ ღონისძიებები ასევე ქვეყნის 16 სხვადასხვა ადგილას გაიმართება.

მაგრამ ვისღა ახსოვს, ეს დაგეგმილი ფლეშმობი ან ოლიმპიური თამაშები მას შემდეგ, რაც ემანუელ მაკრონმა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გამოაცხადა?! 

მაკრონის ამ ნაბიჯს შოკისმომგვრელად აფასებენ. არჩევნები მომდევნო 30 დღის განმავლობაში უნდა ჩატარდეს. ეს მოულოდნელი განცხადება ევროპის საპარლამენტო არჩევნებში, მაკრონის გამანადგურებელ მარცხს მოჰყვა. მაკრონის ძალამ ხმების მხოლოდ 14,8%-15,2%, ულტრამემარჯვენე ნაციონალური ძალამ კი 32%-33% დააგროვა. მაკრონმა ამ შედეგს მძიმე და საგანგაშო უწოდა.

თანაც აღნიშნა, რომ არჩევნებში დამდგარი შედეგი ევროპის მასშტაბით ულტრამემარჯვენე პარტიების მზარდ გავლენას მოჰყვა. მაკრონი ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს „ნდობის აქტად" მოიხსენიებს და სჯერა, რომ ფრანგი ხალხი არჩევანს საუკეთესო მომავლისთვის გააკეთებს. საერთაშორისო პოლიტიკურ არენაზე მაკრონის ამ სვლას აზარტულ თამაშად აღიარებენ, რადგან არის შანსი, რომ პრეზიდენტი სამთავრობო კრახის წინაშე აღმოჩნდეს. პოლიტიკოსები ვარაუდობენ, რომ 30 ივნისსა და 7 ივლისს დაგეგმილ არჩევნებს შეიძლება გაცილებით არაეფექტური პარლამენტი მოჰყვეს, რაც გაართულებს საფრანგეთის პოლიტიკურ მდგომარეობას, თან ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მოსამზადებელ პერიოდში.

ზევით