ლუკრეციუს სიჭინავა THE DIARY ORIGINALS-ის რუბრიკაში
The Diary Originals-ის სტუმარი ბოლომდე არშემდგარი ექიმი ლუკრეციუს სიჭინავაა, რომელსაც დღეს ლიტერატურათმცოდნედ ვიცნობთ. ლუკრე დიდი ხანია ტიკ-ტოკზე საინტერესო წიგნების რეკომენდაციებით გვანებივრებს.
Harvard Business Review-ს კვლევებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ქალი უკეთესი ლიდერია, როდესაც საქმე კრიზისულ სიტუაციას ეხება ანუ როდესაც რთული გადაწყვეტილებების მიღებაა აუცილებელი. რატომ? ისეთ რთულ მომენტებში, როდესაც ლიდერშიპი მთავარ როლს თამაშობს და აუცილებელია ინიციატივის საკუთარ ხელში აღება, ხალხის მოტივაცია და გაერთიანება, ქალი მენეჯერი უფრო კარგად მმართველია, კვლევით დადასტურებული და დასაბუთებული ფაქტებია.
თქვენ შეიძლება არ ეთანხმებოდეთ იმას რომ ადამიანის გენდერი რაიმე სახის როლს თამაშობს ლიდერშიპში და არის ამაში ჭეშმარიტება, არ შემიძლია არ დაგეთანხმოთ. ეს საკითხი მუდმივი დებატებისა და დაპირისპირების საგანია, მაგრამ ფაქტი ჯიუტია - ბალანსის დაცვა აუცილებელია, ამისთვის კი მეტი ქალი უნდა ვიხილოთ ტოპ პოზიციებზე. თუკი ოდესმე მივაღწიეთ ინკლუზიურ ლიდერშიპს, სადაც მნიშვნელობა არ აქვს, ქალი ხარ თუ მამაკაცი, მნიშვნელობა არ აქვს ასაკს და არც ეთნიკურ კუთვნილებას, მაშინ ასეთი ლიდერების გუნდისგან დაკომპლექტებული ორგანიზაციისა თუ ქვეყნის წარმატების ფორმულა ნამდვილად იქნება შეუფასებელი. ვართ თუ არა შორს ამ ყველაფრისგან? ცაზე ინკლუზიურობის ვარსკვლავი არ კაშკაშებს, არამედ ბჟუტავს, თუმცა, მომავალი საიმედოა.
ბევრი ითქვა და არაერთ მასალას გავეცანი მეც იმაზე, რომ კოვიდ-19-ის პანდემიის დროს, ქალი ლიდერები უკეთ მართავდნენ სიტუაციებს, ვიდრე მამაკაცები. 360-გრადუსიანი შეფასებების ანალიზის მიხედვით, ქალი ლიდერები მათი თანამშრომლების მიერ უფრო მაღალი ქულებით შეფასდნენ, ვიდრე მამაკაცი მენეჯერები. პანდემიის მაგალითმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ ქალები კრიზისს უკეთესად მართავენ.
როგორც უკვე აღვნიშნე, ეს ის თემაა, რომლის ირგვლივ კამათი არ წყდება და არც მე დამიმთავრდება საწერი, თუმცა კარგია რომ კვლევები ამ საკითხთან დაკავშირებით მუდმივად ქვეყნდება. დღეს მე მეტად არ ჩავუღრმავდები ამ საკითხს და ჩემი ფავორიტი ლიდერების გაცნობით შემოვიფარგლები, რომლებიც მსოფლიო პოლიტიკასა და ეკონომიკაში ალფა ქალებს წარმოადგენენ.
#1 კრისტინ ლაგარდი - ფინანსური სამყაროს როკ ვარსკვლავი
კრისტინ ლაგარდი, არა მხოლოდ ერთ-ერთი გავლენიანი ქალია მსოფლიოში, არამედ მილიონობით გოგოს ინსპირაციის წყარო და მისაბაძი პიროვნებაა. ის ყველანაირ სტერეოტიპს ამსხვრევს, ყველა იარლიყს იცილებს, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ქალს აკრავდნენ, დიახ, ქალი შეიძლება იყოს გავლენიანი, ქალი შეიძლება იყოს წარმატებული და მას უფლება აქვს ამავდროულად იყოს მოხდენილი, ლამაზი, გემოვნებიანი და დახვეწილი.
უნდა დაკრიჭო კბილები, ღრმად გაიღიმო და აკეთო შენი საქმე, - ლაგარდი
კრისტინ ლაგარდი ფრანგი იურისტი და პოლიტიკოსია, რომელიც საფრანგეთის პირველი ქალი ფინანსთა მინისტრი (2007–11), საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორი (2011–19), 2019 წლიდან კი ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტია. თინეიჯერობის ასაკში ლაგარდი მოცურავე და საფრანგეთის სინქრონული ცურვის გუნდის წევრი იყო და როგორც თავად აღნიშნავს, სინქრონულმა ცეკვამ მისი ხასიათის ჩამოყალიბებაში დიდი როლი ითამაშა. „ამ სპორტში უნდა დაკრიჭო კბილები, ღრმად გაიღიმო და აკეთო შენი საქმე. ნებისმიერ სფეროშიც ასეა, გაიღიმო და აკეთო საქმე“, - ამბობს ლაგარდი. გასათვალისწინებელია კრისტინის მოსაზრება და მე ვცდილობ, გამომდის? ჰმ, ვცდილობ...
#2 რობერტა მეცოლა - ევროპარლამენტის #1 ქალი
2022 წლის 18 იანვარს რობერტა მეცოლა ევროპარლამენტის პრეზიდენტად აირჩიეს, მას ამ დღეს 43 წელი შეუსრულდა და ის ევროპარლამენტის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა პრეზიდენტია. სიტყვით გამოსვლისას მან ქალთა უფლებების დაცვისკენ მოუწოდა. „ეს სახლი არასოდეს მიიღებს მათ, ვინც საფრთხეს უქმნის ქალებისა და LGBTIQ უფლებებს“, - თქვა მეცოლამ. რობერტა ასევე აღნიშნავს ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობას. რაშიც არ შემიძლია არ დავეთანხმო. ის მოსაზრება, რომ ინტელექტი და სიბრძნე ასაკთან რაიმე კავშირშია, ძალიან მოძველებული შეხედულებაა.
რობერტა მეცოლ მალტის ნაციონალისტური პარტიისა და ევროპარლამენტში ევროპის სახალხო პარტიის ფრაქციის წევრია. რობერტა მეცოლა პროფესიით იურისტია, სპეციალიზებულია ევროპულ სამართალსა და პოლიტიკაში და საინტერესოა, რომ ის ამავდროულად 4 შვილის შესანიშნავი დედაა.
#3 კამალა ჰარისი - ლიდერი CONVERSE-ებით
არ შემიძლია ამ სიის ტოპ სამეულში ამერიკის შეერთებული შტატების პირველი შავკანიანი ქალი ვიცე-პრეზიდენტი არ მოვაქციო. კამალა ჰარისი ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ქალი პოლიტიკოსია. ის აქტიურად იბრძვის ძალიან ბევრი ვინმეს და ძალიან ბევრი რამის უფლებებისთვის და ამსხვრევს ძალიან ბევრ სტერეოტიპს. შეუძლებელია ამ ქალით არ იყო აღფრთოვანებული, მე ის ასევე მისი CONVERSE-ბის მიმართ სიყვარულის გამო ორმაგად აღმაფრთოვანებს. არა, მე პირადად ბავშვობიდან ADIDAS Girl ვარ, განა საქმე მართლა CONVERSE-ბშია, მაგრამ I think you know what I mean.
შესაძლოა მე ამ ოფისში პირველი ვიცე პრეზიდენტი ქალი ვარ, მაგრამ არა უკანასკნელი, რადგან ყველა გოგონა, რომელიც დღეს გვიყურებს, დარწმუნდება, რომ ეს შესაძლებლობების ქვეყანაა!, - ჰარისი
კამალა ჰარისმა საკუთარი ცხოვრების ორი ათწლეულის საუკეთესო ნაწილი საზოგადოებრივ ცხოვრებას მიუძღვნა და მან პირველობა ბევრ რამეში შეძლო. ის პირველი შავკანიანი ქალია, რომელიც ოუკლენდის პროკურორად იქნა არჩეული, პირველი ქალი, როგორ კალიფორნიის გენერალური პროკურორი, პირველი ინდოელი ამერიკელი სენატორი და ახლა კი, პირველი შავკანიანი ქალი ვიცე-პრეზიდენტი და პირველი აზიელი ამერიკელი ვიცე-პრეზიდენტი.