EXTREME FEST TBILISI - სპორტის, მეგობრობისა და შერიგების პლატფორმა

| ანა ციხელაშვილი |

16-17 ნოემბერს დედაენის პარკში Extreme Fest-ის მონაწილეები დაბრუნდნენ. ექსტრემალური სპორტის ფესტივალის პირველ დღეს საკვალიფიკაციო რაუნდები, მეორე დღეს კი, ფინალური ჩემპიონატი ჩატარდა. კონკურსი ოთხ კატეგორიას მოიცავდა: Skateboard, BMX, Kickscootering და Aggressive inline.

არსენ მამიტოვ, арсен мамитов, цхинвали, ცხინვალი, ოსი, Extreme Fest Tbilisi, ექსტრემალური სპორტის ფესტივალი

ფესტივალი უკვე თბილისის საშემოდგომო ტრადიციად და ერთიანობის სიმბოლოდ იქცა. დედაენის პარკში ოს, აფხაზ და ქართველ ახალგაზრდებს Extreme Fest-მა და სპორტის საერთო სიყვარულმა ერთმანეთი აპოვნინა და ისინი კვლავ ერთ ოჯახად აქცია. წლევანდელი ფესტივალის გზავნილიც შესაფერისია.

"მავთულხლართები ბევრად დაბალია ვიდრე ჩვენი ნახტომი"

არსენ მამიტოვი, Extreme Fest Tbilisi, ექსტრემალური სპორტის ფესტივალი
არსენ მამიტოვი - ფესტივალის ორგანიზატორი

ფესტივალის ორგანიზატორი არსენ მამიტოვია. ახალგაზრდა სპორტსმენი და სამოქალაქო აქტივისტი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან Extreme Fest-ს მომავალი თაობის სპორტული განვითარებისა და ამავდროულად, ოკუპაციით დაშორიშორებული საზოგადოების გაერთიანების ინსტრუმენტად იყენებს. ფესტივალის მისია სცილდება სპორტულ ამბიციებს და დეზინფორმაციასთან ბრძოლის მექანიზმად იქცევა.

Extreme Fest Tbilisi, ექსტრემალური სპორტის ფესტივალი

ფესტივალმა, როგორც ყოველთვის, ახალგორელ ბავშვებს უმასპინძლა. ერთ-ერთი მათგანი მარიამ პავლიაშვილია, რომელიც ოკუპირებული ახალგორიდანაა.

"მე ახალგორელი ვარ და ახალგაზრდებს მინდა ვუთხრა, რომ მჯერა, მალე ამ ფესტივალს ცხინვალშიც ჩავატარებთ. ოს ახალგაზრდებს კი, ჩემს სიყვარულსა და მოკითხვას ვუგზავნი".

მარიამ პავლიაშვილი, Extreme Fest Tbilisi, ექსტრემალური სპორტის ფესტივალი
მარიამ პავლიაშვილი ახალგორელ მეგობრებთან ერთად

ეს არის პლატფორმა ოსი, აფხაზი და ქართველი ახალგაზრდების დასაკავშირებლად. ამას ამტკიცებს 14 წლის BMX-ერის, სანდრო ბებუას კომენტარიც : "სპორტს აქვს ძალა, გააერთიანოს ადამიანები მიუხედავად მათი ეთნიკური წარმომავლობისა".

Extreme Fest Tbilisi, ექსტრემალური სპორტის ფესტივალი

სანდრო წლევანდელი კონკურსის პრიზიორია. მან BMX-ის კატეგორიაში მესამე ადგილი დაიკავა. ის გალიდანაა, ოკუპირებულ აფხაზეთს მხოლოდ ოჯახის მონაყოლით იცნობს და ერთი სული აქვს, იქ ჩასვლის შანსი მიეცეს.

სანდრო ბებუა, Sandro Bebua, BMX, Extreme Fest Tbilisi, ექსტრემალური სპორტის ფესტივალი
სანდრო ბებუა

სანდრო: არსენი დედაენის სკეიტ პარკში გავიცანი. როცა გავიგე რომ ის ცხინვალის რეგიონიდან იყო, ეს სიმბოლურად ჩავთვალე, რადგან ისიც ოკუპირებული ტერიტორიიდანაა, როგორც მე. წინათგრძნობა მქონდა, რომ ჩემი და არსენის ურთიერთობა დიდ მეგობრობაში გადაიზრდებოდა. ასეც მოხდა, გაცნობიდან ორი წლის თავზე თამამად მინდა ვთქვა, რომ არსენი არის ჩემი მეგობარი, უფროსი ძმა და სენსეი.

 Extreme Fest Tbilisi, ექსტრემალური სპორტის ფესტივალი

შეჯიბრების დროს, არანაირი პაექრობის გრძნობა არ გაგვაჩნია. გამარჯვებული ქართველი იქნება, ოსი თუ აფხაზი, მნიშვნელობა ამას არ აქვს, რადგან ჩვენ ერთმანეთის მოგებას, სიხარულს, ბედნიერებას ვიზიარებთ 

Extreme Fest Tbilisi, ექსტრემალური სპორტის ფესტივალი

დედაენის პარკი ექსტრემალური სპორტის ფესტივალთან ერთად დაცული და უსაფრთხო სივრცეა, სადაც ახალგაზრდები ახალ მეგობრებს იძენენ და სპორტით კავდებიან.

Extreme Fest Tbilisi, ექსტრემალური სპორტის ფესტივალი, Puma

მანამ, სანამ ეს ფესტივალი საქართველოს სხვა ქალაქებსაც მოივლის და ერთ დღეს, ცხინვალსა და აფხაზეთში გაემგზავრება, ოსი, აფხაზი და ქართველი ახალგაზრდები კვლავ თბილისის სკეიტ პარკებში შეიკრიბებიან.

ახლა კი, მოდით წლევანდელი ფესტივალის გამარჯვებულები გავიცნოთ:

BMX, Extreme Fest Tbilisi, ექსტრემალური სპორტის ფესტივალი
გამარჯვებული BMX-ერები
Aggressive inline, Extreme Fest Tbilisi, ექსტრემალური სპორტის ფესტივალი
გამარჯვებულები Aggressive inline-ის კატეგორიაში
Kickscootering, Extreme Fest Tbilisi, ექსტრემალური სპორტის ფესტივალი
Kickscootering-ის გამარჯვებულები
Skateboard, Extreme Fest Tbilisi, ექსტრემალური სპორტის ფესტივალი
Skateboard-ის მასტერები 

ფესტივალის ბოლოს PUMA-ს შეჯიბრი ჩატარდა, სადაც ოთხივე კატეგორიაში ამ სპორტული ბრენდის რჩეულები გამოვლინდა და გამარჯვებულები სპეციალური პრიზებითაც დაჯილდოვდნენ.

BMX, Extreme Fest Tbilisi, ექსტრემალური სპორტის ფესტივალი
სპორტული ბრენდ Puma-ს რჩეულები
ზევით