ლუკრეციუს სიჭინავა THE DIARY ORIGINALS-ის რუბრიკაში
The Diary Originals-ის სტუმარი ბოლომდე არშემდგარი ექიმი ლუკრეციუს სიჭინავაა, რომელსაც დღეს ლიტერატურათმცოდნედ ვიცნობთ. ლუკრე დიდი ხანია ტიკ-ტოკზე საინტერესო წიგნების რეკომენდაციებით გვანებივრებს.
7 მაისს, 15:00 საათზე, საქართველო კვლავ ირბენს მსოფლიოსთან ერთად, მასშტაბური საქველმოქმედო გარბენი Wings for Life World Run კახეთში, ფინიშის მანქანის თანხლებით, ლოპოტას გადასახვევიდან კავკასიონის ქედის გასწვრივ, უკვე მეათედ აიღებს სტარტს.
გარბენში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველას, 18 წლის ზევით სპორტსმენსა თუ მოყვარულ მორბენალს, ეტლით მოსარგებლეს, როგორც ინდივიდუალურად, ასევე ორგანიზაციის სახელით.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მსოფლიო რბენაში მონაწილეობა აპლიკაციითაც არის შესაძლებელი, ნებისმიერ მსურველს, მახლობელ სასურველ ლოკაციაზე, მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან, სპორტულ გუნდებთან და კოლეგებთან ერთად შეუძლია გარბენის მონაწილე გახდეს. ამისათვის კი საჭიროა App Store-დან ან Google Play-დან გადმოწეროთ Wings for Life World Run აპლიკაცია და მიჰყვეთ ინსტრუქციას.
Wings for Life World Run-ს არ აქვს სტანდარტული ფინიშის ხაზი. მონაწილეების განვლილ მანძილს აღრიცხავს მოძრავი ფინიშის მანქანა, რომელიც სტარტიდან 30 წუთის შემდეგ დაიძრება. მონაწილე რბენას ასრულებს მაშინ, როცა ფინიშის მანქანა მას გაასწრებს.
კახეთში გამართული გარბენის საფასური 30 ლარია, რეგისტრაციის გასავლელად შეგიძლიათ ესტუმროთ ვებ-გვერდს: https://win.gs/Kakheti. შემოსული თანხა სრულად ირიცხება ზურგის ტვინის დაზიანების კვლევით ფონდში.
მეათე საიუბილეო გარბენი კახეთში საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და ეროვნული ფედერაცია „სპორტი ყველასათვის“ ორგანიზებით ტარდება.