The Diary Summer Cover story - მარიამი & სალომე

მადლობა Tik-Tok-ს რომ ქართველ ცნობად სახეებს შორის ის თაობა გამოჩნდა, რომელმაც გართობის ბიზნესად გადაქცევა, საკუთარი პოზიციის ხმამაღლა დაფიქსირება და ინტერნეტ მომხმარებელზე სწორი ზეგავლენის მოხდენა ისწავლა. ამჯერად The Diary-ის საზაფხულო Cover Story-ის მთავარი გმირები მარიამ (Acidwv) დავითაძე და სალომე ტოშკუა არიან, რომლებსაც Tik-Tok-ის მიმდევრები უკვე დიდი ხანია იცნობენ. 

თქვენი დუეტი როდის შედგა?

მარიამი: ძალიან დიდი ხის წინ, სკოლიდან მოვდივართ ერთად.

სალომე: უფრო ზუსტად, მე-9 კლასიდან.

მარიამი: სკოლა რომ დავასრულეთ და თბილისში ჩავაბარეთ, აქ გადმოვედით საცხოვრებლად. მას მერე განუყრელები ვართ.

სალომე ტოშკუა, მარიამ დავითაძე, salomitoshkua, acidvw, tik-tok, ტიკტოკერები
მარიამ დავითაძე, სალომე ტოშკუა - სამოსი: Meraki; აქსესუარები: HER Store

ვინ იყო მარიამი Tik-Tok-მდე?

მარიამი: მარიამი მთელი ცხოვრება იყო ადამიანი, რომელიც თითქოს იზრდებოდა პოპულარობისთვის. დედაჩემი ყოველთვის ახერხებდა რომ მემღერა, მიმეღო მონაწილეობა მუსიკალურ კლიპებში, მეცეკვა, კონცერტებზე და მოდის გამოვსულიყავი… ჩემს ოჯახს აჭარაში კარგად იცნობენ და თითქოს მათ ხარჯზე ე.წ. Nepo baby- ის სტატუსით გავიზარდე. ვერაფერს გავაკეთებდი ისე, რომ ყველას ყველაფერი არ სცოდნოდა. თბილისში გადმოსვლის შემდეგ თითქოს ყველაფერი შეიცვალა, მაგრამ მალევე დავრწმუნდი, რომ თბილისიც ზუსტად იმავენაირია და ყველა ყველას იცნობს.

mariam davitadze, acidwv, მარიამ დავითაძე, tik-tok, ტიკტოკერი, ინფლუენსერი, ქართველი ინფლუენსერი, პიაჩერე, piaccere
მარიამ დავითაძე - სამოსი: Meraki; აქსესუარები: HER Store

ვინ იყო სალომე Tik-Tok-მდე?

სალომე: Tik-tok-მდე თითქოს სხვა ადამიანი ვიყავი. არ ვამბობ იმას, რომ ამ პლატფორმამ შემცვალა, მაგრამ ძალიან ბევრი ვიმუშავე საკუთარ თავზე და ამიტომაც ვარ დღეს შედარებით ღია და თავისუფალი. ზოგადად, ჩამოუყალიბებელი ადამიანი ვიყავი.

17 წლიდან ვმუშაობდი იმ სამსახურში, რომელიც არ მომწონდა, ვსწავლობდი იმ ფაკულტეტზე, რომელიც არ მომწონდა და სრული განუკითხაობა ხდებოდა ჩემს თავს.

შემდეგ, შემთხვევით აღმოვჩნდი იოგას წრეზე და ჩემმა ცხოვრებამაც ტრანსფორმაცია განიცადა. საკუთარი თავის მოსმენა დავიწყე. ამას დაემთხვა Tik-Tok-ზე მოხვედრა და აქაც, დადებითმა გამოხმაურებამ ძალიან ამიმაღლა თავდაჯერება.

სალომე ტოშკუა, salomitoshkua, toshkua, ინფლიუენსერი, ტიკტოკერი
სალომე ტოშკუა - სამოსი: Meraki; აქსესუარები: HER Store

როგორ მოხვდით Tik-Tok-ზე?

მარიამი: პირველი Tik-Tok ვიდეო ორსულობისას ჩავწერე. მახსოვს, ყაზბეგში ვიყავით და საშინელი ტოქსიკოზი მქონდა. ვერანაირ აქტივობაში ვერ ვერთვებოდი და გადავწყვიტე ჩემს ძმასთან ერთად დამედო ვიდეო, სადაც ერთად ვცეკვავდით. ეს ვიდეო “გავარდა” და მას შემდეგ, სიცილ-სიცილით წავედი წინ. 

დღემდე ვნანობ, რომ Tik-Tok-თან ერთად უნდა დამეწყო insta გვერდიც და დრო არ უნდა დამეკარგა.

სალომე: Tik-tok ჩაწერილი მქონდა, მაგრამ პანდემია რომ დაიწყო, წავშალე. პანდემიის მიწურულს, მას მერე, რაც მარიამმა დაიწყო ვიდეოების ატვირთვა, მეც მივხვდი, რომ მაინტერესებდა. ყველამ იცის, რომ უცნაურობების ჭამა მიყვარს და მაშინ მეგობრებთან ერთად მივირთმევდი ნაყინს ნივრიან პურთან ერთად. ეს სიტუაცია გადავიღე და Tik-Tok-ზე ავტვირთე, რასაც ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. 

mariam davitadze, acidwv, მარიამ დავითაძე, tik-tok, ტიკტოკერი, ინფლუენსერი, ქართველი ინფლუენსერი, პიაჩერე, piaccere, მარიამი ტიკტოკზე
მარიამ დავითაძე - სამოსი: Meraki; აქსესუარები: HER Store

სოც. მედიაში როგორ დაიწყო თქვენი კოლაბორაცია?

მარიამი: მე დავიწყე Tik-tok-ზე აქტიურობა. როგორც კი რაღაც დოზით გავხდი პოპულარული, სალომეს “ჩათრევა” მომინდა, რომ მარტო არ ვყოფილიყავი.

სალომე: კოლაბორაციას რაც შეეხება, თითქოს ბრენდებმა გადაწყვიტეს ჩვენგან დამოუკიდებლად. იმდენად ყველგან და ყოველთვის ერთად ვიყავით, რომ რაღაცნაირად, თავისთავად მოხდა Tik-Tok კოლაბორაციაც.

სალომე ტოშკუა, სალომი, salomi toshlua, ტიკტოკერი, ტიკტოკერები, ქართველი
სალომე ტოშკუა - სამოსი: Meraki; აქსესუარები: HER Store

რამდენად ხშირად ეხმიანებით ნეგატიურ კომენტარებს და რატომ?

მარიამი: მაქსიმალურად ვცდილობ, რომ იშვიათად გამოვეხმაურო უარყოფით კომენტარებს. ამას მხოლოდ იმპულსურად, ძალიან ცხელ გულზე ვაკეთებ და მერე ძირითადად ვნანობ. ბოლო პერიოდში ვცდილობ, ძალიან პოზიტიურად მივუდგე ყველაფერს.

სალომე: მე პირადად პირველივე ვიდეოს დადებისას ვიცოდი, რომ ვიღაც აუცილებლად დაწერდა ცუდ კომენტარს. თითქოს ფარი მაქვს აღმართული ჩემსა და ცუდ კომენტარებს შორის და კარგად მაქვს გაცნობიერებული, თუ ვინ მწერს ამ კომენტარებს. ესაა ადამიანი, რომელიც საერთოდ არ მიცნობს და ხედავს მხოლოდ იმას, რასაც სოც. მედიაში ვაზიარებ. 

mariam davitadze, acidwv, მარიამ დავითაძე, tik-tok, ტიკტოკერი, ინფლუენსერი, ქართველი ინფლუენსერი, პიაჩერე, piaccere, mariami tiktokze
მარიამ დავითაძე - სამოსი: Meraki; აქსესუარები: HER Store

მარიამ, ერთ-ერთი ხარ ინფლუენსერებს შორის, რომელმაც საკუთარი შვილი გამოაჩინა კონტენტში…

მარიამი: ძალიან ამაყი ვიყავი საკუთარი თავით. მე და ჩემი ქმარი ისე დავრჩით 5 დღის ტიტესთან ერთად სახლში მარტოები, რომ არავინ გვყოლია დამხმარე. ისეთი კმაყოფილი ვიყავი, რომ მინდოდა ჩემი ეს ყოველდღიურობა მაქსიმალურად პოზიტიურად გამეზიარებინა გამომწერებისთვის, მაგრამ დაახლოებით 1 წლის შემდეგ, რაც აუდიტორია ძალიან გაიზარდა, დაიწყო უარყოფითი კომენტარებიც. ძალიან დავისტრესე ამ ყველაფრით და დღეს ვცდილობ შვილი მაქსიმალურად ნაკლებად გამოვაჩინო ჩემს სოც. ქსელებში.

სალომე, შენ შემთხვევაში პირადი ცხოვრებიდან მხოლოდ ქორწილის პერიოდი გაგვიზიარე…

სალომე: ჩემი მეუღლე არ ჩნდება სოც. ქსელში. ეს პირველ რიგში მისი გადაწყვეტილებაა და რა თქმა უნდა, მის პირად სივრცეს პატივს ვცემ. ხშირად უკითხავთ, საერთოდ გათხოვილი ვარ თუ არა, რადგან ჩემი მეუღლის კონტენტს არ ვაზიარებ ჩემს გვერდზე. ნაკლებად ვაჩენ ჩემს პირად ცხოვრებას, რადგან ძალიან უჭირს ინტერნეტ აუდიტორიას კონკრეტულ ზღვარს მიღმა დარჩენა, ამიტომ არ მინდა ასე ახლოს უცხო ადამიანების მოშვება.

სალომე ტოშკუა, სალომი ტოშკუა, salomi toshkua, tiktok, ტიკტოკი, ინფლუენსერი, ქართველი ტიკტოკერი
სალომე ტოშკუა - სამოსი: Meraki; აქსესუარები: HER Store

ხვალ რომ Tik-Tok გაქრეს, რა შეიცვლება თქვენს ცხოვრებაში?

მარიამი: მეწყინებოდა, რა თქმა უნდა. საკმაოდ კარგი შემოსავლის წყაროცაა და თითქოს ჩვენი ყოველდღიურობაც გახდა, მაგრამ instagram-ს არ დაემართოს არაფერი და Tik-Tok-ს შეველევით რამენაირად.

სალომე: ჰო, instagram ძალიან გვიყვარს. თურქეთში ვიყავი, რამდენიმე დღით რომ გათიშეს instagram და სულ იმას ვფიქრობდი, ჩვენთანაც არ გათიშონთქო.

მარიამი: ინსტაგრამიც თუ გაითიშა, Youtube-ზე გადავალთ, არაა პრობლემა.

mariam davitadze, მარიამ დავიტაძე, acidwv, ტიკტოკერი, ქართველი ინფლუენსერი
მარიამ დავითაძე - სამოსი: Meraki; აქსესუარები: HER Store

YOUTUBE-ზე რას ფიქრობთ, რამდენად გეგმავთ აქტიურობას?

მარიამი: მე ჩემი ვლოგი უკვე მაქვს და 10000 გამომწერიც მყავს, მაგრამ ძალიან დიდ დროს და რესურსს მოითხოვს. როდესაც ვლოგების კეთება დავიწყე, Tik-Tok-ს საკმაოდ დიდი რესურსი მოვაკელი. თუმცა, მინდა ვთქვა, რომ Youtube-ს ძალიან დადებითი აუდიტორია ჰყავს. 

სალომე: ჯერ-ჯერობით Youtube-თვის მზად არ ვარ და სანამ ამ პლატფორმაზე გადმოვინაცვლებ, მინდა ჩამოყალიბებული ვიყო, რა მიმართულებით მინდა კონტენტის შექმნა, მაგრამ ვიცი, რომ გათენდება ის დღეც, როდესაც მზად ვიქნები და ამ საინტერესო სივრცესაც ავითვისებ.

ფოტო: იკა პირველი

სამოსი: Meraki

სამკაული: HER Store

ლოკაცია: Tbilisi Yacht Club-Restaurant La Cote

მაკიაჟი: Nail bar #1, Tamriko Iunina

ზევით