ლუკრეციუს სიჭინავა THE DIARY ORIGINALS-ის რუბრიკაში
The Diary Originals-ის სტუმარი ბოლომდე არშემდგარი ექიმი ლუკრეციუს სიჭინავაა, რომელსაც დღეს ლიტერატურათმცოდნედ ვიცნობთ. ლუკრე დიდი ხანია ტიკ-ტოკზე საინტერესო წიგნების რეკომენდაციებით გვანებივრებს.
ავტორი: მარიან აბიბ-ფექი
ბუნებრივ რესურსებში წარმატებული ფინანსური კარიერის შემდეგ, მარიან აბიბ-ფექმა გადაწყვიტა თავისი ცოდნა, გამოცდილება უფრო დიდ სიკეთისთვის მიეძღვნა. განვითარებადი და სასაზღვრო ბაზრებით გატაცებული მარიანი, კასპიის რეგიონში უაღრესად მნიშვნელოვან როლს თამაშობდა უცხოური ინვესტიციების მოზიდვის საკითხში. ახლახან მან წამოიწყო საკუთარი საინვესტიციო სტრუქტურა, რათა დააფინანსოს და მხარი დაუჭიროს ადრეულ ეტაპზე ღრმა ტექნოლოგიურ პროექტებს, რომლებიც ეხება კაცობრიობის ყველაზე აქტუალურ საკითხებს, როგორიცაა: საკვები, ენერგია და ინდუსტრიული გადასვლები.
ქალთა უფლებების ძლიერი დამცველი, მარიანი თვლის, რომ მრავალფეროვნება არის გასაღები გრძელვადიანი ღირებულებების შესაქმნელად და რომ ქალებს აქვთ გადამწყვეტი როლი ახალი და უფრო დაბალანსებული სამყაროს შექმნის პროცესში. ის აქტიურად უჭერს მხარს მეწარმე ქალებს.
მისი დევიზია ვნება, გამბედაობა და მულტიკულტურალიზმი.
დიდი ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც პირველად გამიჩნდა სურვილი ლიდერობაზე დამეწერა... ან რაიმე ცხოვრებისეული თავხედობის მსგავსზე COVID-ის დროს. მაგრამ ახლა, როდესაც სამყარო ნორმალური ცხოვრების რიტმს დაუბრუნდა (თითქმის!), მეც დავბრუნდი თვითმფრინავებსა და სცენაზე.
ჩემი პირველი შეხვედრა რეალურ აუდიტორიასთან გასულ კვირას საქართველოში შედგა - ქვეყანაში და არა შტატში - ეს მათთვის, ვისაც შესაძლოა ეს კითხვა დაებადა. და რა საოცრად განმანათლებლური გამოცდილება იყო ეს, მან ძალიან საჭირო და საინტერესო ნათელი მოჰფინა, ჩემი როგორც ბიზნესში მოღვაწე ქალის პირად გამოცდილებას.
მაშ ასე, დავბრუნდეთ უკან დროში
თბილისი - გასულ ხუთშაბათს ღამე (ანუ სცენაზე გასვლამდე 18 საათით ადრე):
მე მშვიდად ვესაუბრები ჩემს ერთ-ერთ პანელისტს წინა საკონფერენციო მიღებაზე და წინასწარ აღფრთოვანებული ვარ ამ ინიციატივითა და იმედით, რომელსაც ის მოიტანს.
მაგრამ შემდეგ...
ის აღნიშნავს, რომ „კონფერენციის დღის წესრიგი ძალიან საინტერესოა, თუმცა ზოგიერთი გეგმა შეიცვალა".
მხოლოდ მაშინ გავაცნობიერე, რომ საბოლოო დღის წესრიგის გეგმა არ მიმიღია. სასწრაფოდ ვთხოვ ჩემს თანამოსაუბრეს გამიზიაროს დოკუმენტი, რომელსაც საღამოს 10 საათზე ვიღებ კიდეც!
მსოფლიოში საუკეთესო ზრახვებით აღსავსე - ვფიქრობ, რომ „როგორც კი ჩემს სასტუმროს ნომერში დავბრუნდები, მაშინვე დავიწყებ მზადებას და მცირე კვლევასაც ჩავატარებ", ალბათ ზედმეტი იქნება იმის თქმა, რომ არაფერი მიდის ისე, როგორც ეს იყო დაგეგმილი.
თბილისი გასული პარასკევის დილა – (ანუ ღონისძიების დღე):
სცენაზე გასვლამდე 7 საათით ადრე:
თითქმის სრულად გამოღვიძებული - უნდა აღინიშნოს რამდენიმე საათობრივი სარტყლის გადაფრენისგან გამოწვეული ბიორიტმული აშლილობა, რომელიც გასულ ღამეს დამესხა თავს და დილამდე კედელზე ყვავილები მათვლევინა - კარბონის ექსპერტთან ულრიკესთან, ჩემს კიდევ ერთ პანელისტთან ერთად, ვსაუბრობ ქვეყნის კეთილგანწყობაზე, ევროპის ენერგიულ დამოუკიდებლობასა და მიმდინარე ომზე უკრაინაში.
მაგრამ შემდეგ...
ულრიკე ახსენებს თავის 3-გვერდიან გამოსვლას, დაინტერესებული ვეკითხები როგორ მივიდა თავის სიტყვამდე, ჩემდა გასაკვირად, ის ინსტრუქციის სიას ახსენებს, უმალვე ვიშორებ აზრებს და ვფიქრობ: „შეიძლება ეს მისი მოდერატორის ინიციატივა ყოფილიყო“.
სცენაზე გასვლამდე 5 საათით ადრე:
ლამაზად მოწყობილი საკონფერენციო დარბაზი სავსეა ხალხით, ეს-ესაა ღონისძიება უნდა დაიწყოს. მესამე რიგში კომფორტულად ვზივარ, გასაბრწყინებლად და გასაძლიერებლად ვემზადები...
მაგრამ შემდეგ...
პირველი პანელი გამოდის სცენაზე. ხუთი განსხვავებული საოცარი ქალი, კონფლიქტის ზონებში მიღებულ გამოცდილებას გვიზიარებენ. თითოეულ მათგანს ფანტასტიკური გამოსვლა აქვს, ყველას ხელში ქაღალდები უჭირავს!
რა გაეწყობა, ხელში ჩემს Moleskine-ს დღიურს და საყვარელ კალამს ვიღებ და ფურცელზე ჩემი სიტყვით გამოსვლის დამუშავებას ვიწყებ. ცოტა ხნით ოთახს ვტოვებ, იატაკზე ვჯდები და ვცდილობ კრეატიული აზრები გადმოვაფრქვიო.
სცენაზე გასვლამდე 4 და 3 საათით ადრე
საკონფერენციო ოთახში ვბრუნდები, სრულად ვარ ჩართული საუბარში, როდესაც რაიმეს რელევანტურს ან ჩემი ხელით ნაწერი სიტყვით გამოსვლისთვის შესაფერისს ვისმენ ვინიშნავ.
მე აღფრთოვანებული ვარ ომის ჟურნალისტების პანელის ხილვით, რომლებმაც კონფერენციით ნამდვილად დამაინტერესეს.
მაგრამ შემდეგ...
ყველაფერი კითხვებს და კონვერტაციებს ეხება!
საკუთარ თავს შინაგან კმაყოფილებაში ვიჭერ - „მერფის კანონი, მარიან მერფის კანონი"!
ჩემს ნაწერებს ზემოდან ვუყურებ, რამდენიმე კითხვას ვინიშნავ, რომლებიც აუდიტორიისთვის რელევანტური და საინტერესო მგონია და გონებრივ ჩანაწერსაც ვაკეთებ - ყავის შესვენებაზე ჩემი მოდერატორი უნდა მოვძებნო.
მაგრამ შემდეგ...
რამდენიმე მცდელობის შემდეგ ინტერნეტში ჩემი მოდერატორის შესაფერისი ფოტოსურათი მომეძებნა, მისი ორეულის ფოტოს ვაწყდები. ისევ მივმართავ ჩემს პანელისტს.
მეუბნებიან, რომ ჩემი პანელის მოდერატორი სცენაზე გასვლამდე რამდენიმე საათით ადრე შემოგვიერთდება და საკოორდინაციოდ საკმარისზე მეტი დრო გვექნება. კმაყოფილი ვბრუნდები საკონფერენციო დარბაზში.
სცენაზე გასვლამდე 1 საათით ადრე
ბოლოს და ბოლოს ვხვდები ჩემი პანელის მოდერატორს - უსაყვარლეს ქალს, რომელიც ბოდიშს მიხდის დაბრკოლებების გამო, რომელიც ამ გზაზე გადამხდა თავს, სინქრონიზებულად ვიღებთ ჩვენს ისტორიას და ვთანხმდებით შეკითხვებზე. ჩემი სიტყვით გამოსვლისთვის 5 წუთს ვიღებ, ლანჩზე გავდივართ, სადაც პანელის სხვა წევრებსაც ვხვდებით.
როგორც ჩანს, ყველაფერი კარგად არის.
მაგრამ შემდეგ...
უეცრად ვაცნობიერებ, რომ ჩემს მოდერატორს, რომელიც ასე გულმოდგინედ მიხდიდა ბოდიშებს, საკმაოდ დრომოჭმული მოკლე ბიოგრაფია აქვს. ის არ არის ამ ღონისძიებაზე მორგებული და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს არც ჩემს სიტყვით გამოსვლას და არც კითხვებს.
უმოკლეს დროში ვთხოვ ნომერს, ვაკოპირებ ჩემს ტექსტს WhatsApp-ში და ვაჭერ გაგზავნის ღილაკს... შინაგან შვებას ვგრძნობ!
„კრიზისი გადალახულია" ვფიქრობ, „ახლა ყველაფერი კარგად იქნება".
სცენაზე გასვლამდე 15 წუთით ადრე
ჩვენ ყველანი სცენაზე ვდგავართ. მშვიდი და მოწესრიგებული ვარ. მე ნათლად ვხედავ ჩემი 5 წუთიანი გამოსვლის სტრუქტურას. გამოსვლისთვის ლამაზი დასასრულიც მოვიფიქრე, რომელიც ქართული კულტურის დამამტკიცებელი საბუთია - მადლობა ჩემს მეგობარ დავითს და Moleskine-ის დღიურში ნაპოვნ თეთრ ხელსახოცს.
მაგრამ შემდეგ...
ჩვენი მოდერატორი, ოდნავ დაბნეული, გვამცნობს, რომ ჩვენი პანელის დრო ერთი მესამედით შემცირდა და ბოლო წუთს დამატებითი სპიკერი დაგვემატა.
ცოტაოდენი მღელვარების შემდეგ, ჩვენ ყველამ გადავწყვეტთ გამოვტოვოთ შესავალი, ჩავუღრმავდეთ კითხვებს და მივყვეთ დინებას.
და ჩვენ პირდაპირ ეთერში ვართ!
ვინ იფიქრებდა, რომ კონფერენცია „ქალები მშვიდობისთვის“ შეიძლება ასეთი დანაღმული ველი ყოფილიყო!
მაგრამ რა ვისწავლე ამ გამოცდილებიდან?
ხუთი წლის წინ, მოვლენების ამ ჯაჭვით სრულიად არეული, დასტრესილი, შეშფოთებული და განაწყენებული ვიქნებოდი. გასულ კვირას კი თავი მაგარი კიტრივით ვიგრძენი... იმიტომ, რომ:
- პირველ ყოვლისა, პანდემიამ მასწავლა მუდმივად ცვალებად გარემოებებთან შეგუება. ახლა ვხვდები, რომ ეს ჩემი ფსიქიკის და უნარების ნაწილია. ვიცი, რომ რაღაცები ძალიან იშვიათად ხდება ისე, როგორც უნდა მოხდეს... და არა უშავს თუკი სხვანაირად იქნება! ამან მეტად საზრიანი და მოქნილი გამხადა.
- როგორც ბიზნესმენმა - ვიცი, რომ ადამიანმა უნდა მიაღწიოს იმას, რაც სურს, ადამიანს უნდა ჰქონდეს წარმატების შანსი. თავისით, არასდროს არაფერი არ მოგეცემათ. მოხერხებულობა და გამძლეობა ყოველთვის იქნება თამაშის ნაწილი.
- როგორც ლიდერმა ქალმა - მე კარგად ვიცი, რომ თავდაჯერებულობა - ანუ გჯეროდეს შენი უნარის გაუმკლავდე ყველაფერს - ფლობდე და იცხოვრო იმით, ვინც ხარ - არის კრიტიკული საყრდენი ლიდერობის ნებისმიერ მოგზაურობაში. არასოდეს მოიხადო ბოდიში იმისთვის, ვინც ხარ.
და ბოლოს:
- როგორც ქალმა, გასულ კვირას, მე პირადად განვიცადე, რომ თანამშრომლობა და მხარდაჭერა არის გასაღები, ნებისმიერი დაბრკოლების გადასალახად, ერთად ძლიერი რამის შესაქმნელად, ან სულაც ძალიან წარმატებული ღონისძიების ჩასატარებლად...