გიორგი შერმაზანაშვილი: „ყველა ადამიანში ცხოვრობს ფოტოგრაფი“

გიორგი შერმაზანაშვილი იმ ხელოვანთა რიცხვს მიეკუთვნება, რომლებიც საკუთარი შემოქმედებით ისტორიას ჰყვებიან, რეალურს, ზოგჯერ გამოგონილს, ბუნების მიერ შეთხზულ ამბებს, როგორც ზღაპარს. „თითოეულ ფოტოში რაღაც იმალება, ზოგი სწორად კითხულობს, ზოგი კი უბრალოდ ვიზუალით ტკბება“ - ამბობს ფოტოგრაფი ჩვენთან საუბრისას და უნდა აღინიშნოს, ვიზუალური ტკბობა ნამდვილად ისაა, რაც „შერმაზანას“ ფოტოებს არ აკლია. თუმცა, გაჩერებული კადრის მიღმა ის მრავალშრიანობა, ის სიღრმე რომ არ არსებობდეს, რომელიც გიორგის ხელწერისთვის ასე დამახასიათებელია, ვფიქრობთ, არ იარსებებდა არც მაგია, რაც მის ფოტოამბებს თან დაჰყვება.

გიორგი შერმაზანაშვილის ჯადოქრობის, მისი სამუშაო ეთიკის შესასწავლად და დასახული სამომავლო გეგმების შესახებ წაიკითხეთ ინტერვიუ:

დიდგორის გზა, © „შერმაზანა“

ეკონომისტიდან - ფოტოხელოვანამდე, როგორ იქცა თქვენი ჰობი რეალურ საქმედ?

ფოტოგრაფია ჰობის სახით მოვიდა და ასეც რჩება. ის ვფიქრობ ყოველთვის ჰობი იქნება მანამ სანამ ეს ყველაფერი არ მომბეზრდება. თვითონ ფოტოგრაფია იმდენად მრავალმხრივ საინტერესოა, რომ უახლოეს მომავალში მისი დათმობის ნიშნებს ვერ ვხედავ. ვერ ვიტყვი რომ ჩემი ძირითადი პროფესია და ფოტოგრაფია რამენაირად მეგობრობენ ან ერთმანეთთან კავშირში არიან, ალბათ პირიქით.

გიორგი შერმაზანაშვილი, შერმაზანა, ფოტოგრაფია,
ბახმაროს ზღაპარი, © „შერმაზანა“

ხშირად მეც მიკვირს აქ როგორ მოვედი. ვფიქრობ, რაღაც დოზით ყველა ადამიანში ცხოვრობს ფოტოგრაფი და ჩემს შემთხვევაში ეს უფრო მძაფრია.

გიორგი შერმაზანაშვილი, შერმაზანა, ფოტოგრაფია,
ბახმაროს ზღაპარი, © „შერმაზანა“
გიორგი შერმაზანაშვილი, შერმაზანა, ფოტოგრაფია,
ბახმაროს ზღაპარი, © „შერმაზანა“

როგორ ფიქრობთ როგორ შეიცვალა გადაღების თქვენეული სტილი დასაწყისიდან დღემდე?

სტილი ბევრით არ შეცვლილა. ამაში მაშინ ვრწმუნდები, როცა ჩემს ძველ ფოტოებს ვათვალიერებ. უფრო ტექნიკა და გადაღების მეთოდები შეიცვალა, რაც შედეგებზე ხარისხობრივად ისახება.

რაჭა, © „შერმაზანა“
რაჭა, © „შერმაზანა“

გაციფრულებული პირადი სათქმელი, რისი მოყოლა/თქმა გსურთ თქვენი შემოქმედებით?

მე ვცდილობ შევქმნა საინტერესო აქტივი, რასაც კონტენტს ეძახიან. ვფიქრობ, ეს არამხოლოდ ჩემთვის, არამედ ქვეყნისთვისაც სასარგებლოა. თუ გლობალურად შევხედავთ, ჩემი სურვილია რომ ეს პლანეტისთვისაც რამეს ნიშნავდეს.  ამ ყველაფერში, ალბათ, „ჩემს თავს“ ვდებ, იმას ვგულისხმობ, რომ იქ თითოეულ ფოტოში მე ვცხოვრობ, თითქოს ჩემს ხასიათს, ემოციებს, სიხარულს, აგრესიასაც მათ შორის და სიმშვიდესაც ამ ფოტოებში ვმალავ.

გიორგი შერმაზანაშვილი, შერმაზანა, ფოტოგრაფია,
სვანეთი, © „შერმაზანა“
გიორგი შერმაზანაშვილი, შერმაზანა, ფოტოგრაფია,
სვანეთი, © „შერმაზანა“
გიორგი შერმაზანაშვილი, შერმაზანა, ფოტოგრაფია,
სვანეთი, © „შერმაზანა“

გამოცანასავით არის თითოეულ ფოტოში რაღაც იმალება. ზოგი სწორად კითხულობს, ხოლო ზოგი უბრალოდ ვიზუალით ტკბება.

სვანეთი, © „შერმაზანა“

როგორ ხდება ახალი ლოკაციის შერჩევის პროცესი, რა გზას გადიხართ იმ დიდებული ფოტოკადრების გამოქვეყნებამდე?

აქ წინასწარ ფორმულებს და მათემატიკას ნაკლებად ვენდობი. რაღაც მეძახის და მივდივარ. არ აქვს მნიშვნელობა რამდენად ახლოს არის ან რამდენად ახლა მისი დროა. მთავარია მიისვლებოდეს და არაფერი ამით არ ფუჭდებოდეს. სადაც არ უნდა წავიდე, პირველ ყოვლისა, ვცდილობ ვეზიარო ნებისმიერი ლოკაციის სილამაზეს და მომენტის განსაკუთრებულობას, შემდეგ უკვე კამერას ვუშვებ „ფრონტის“ წინა ხაზზე. გადაღების შემდეგ ყველა ფოტო საჭიროებს დამუშავებას. ეს ციფრული ფოტოგრაფიის განუყრელი ნაწილია.

გიორგი შერმაზანაშვილი, შერმაზანა, ფოტოგრაფია,
მესხეთი, © „შერმაზანა“
გიორგი შერმაზანაშვილი, შერმაზანა, ფოტოგრაფია,
მესხეთი, © „შერმაზანა“

როგორ დაახასიათებთ თქვენს სამუშაო ეთიკას, პროცესს, გაქვთ რაიმე კონკრეტული რიტუალი?

ახლო მეგობრებმა კარგად იციან თითოეული ფოტოს გადაღებამდე რას გავაკეთებ, ხშირად აკვირდებიან ჩემს რეაქციებს. მაგალითად, რაღაც განსაკუთრებულ ადგილას თუ ავედით და ხედი დაგვხვდა. უცცებ ხვდებიან რას გავივლებ თავში და ასე მეკითხებიან ხოლმე: „დრონი ხომ უნდა აფრინო?“, „აბა შეაფასე ჯერ თვალით შენებურად“, „მე რა ვქნა?“, „იპოვე რასაც ეძებდი“ და ა.შ. 

მწვანე ტბა, © „შერმაზანა“
შავი ტბა, © „შერმაზანა“
გიორგი შერმაზანაშვილი, შერმაზანა, ფოტოგრაფია,
გომისმთა, © „შერმაზანა“

საქართველოს პოპულარიზება პირადი შემოქმედებით, რამდენად დიდია უცხოელთა გამოხმაურება?

ძალიან კარგი შეგრძნებაა როცა შენი ნამუშევრებით მსოფლიოს აცნობ საქართველოს. უკვე მესამედ ვთანამშრომლობ ერთ-ერთ ავსტრიულ კომპანიასთან, რომელიც საქართველოს შესახებ ჩემს ვიდეოს გერმანიის 700 რესტორანში (მათ შორის McDonald's-ის ქსელში) უშვებს. თავიდან რომ დამიკავშირდნენ ვიფიქრე რაღაც სპამია და ყურადღების მიპყრობას ცდილობს-მეთქი. შემდეგ ეს რეალობად იქცა. ასევე ბევრ უცხოურ პლატფორმაზე ვარ რეგისტრირებული სადაც საქართველოს ბევრი ლამაზი ფოტო მაქვს გამოფენილი.

გიორგი შერმაზანაშვილი, შერმაზანა, ფოტოგრაფია,
ქორულდის მთები, მესტია, © „შერმაზანა“
გიორგი შერმაზანაშვილი, შერმაზანა, ფოტოგრაფია,
ქორულდის მთები, მესტია, © „შერმაზანა“
გიორგი შერმაზანაშვილი, შერმაზანა, ფოტოგრაფია,
მესტია, © „შერმაზანა“

ვიდეოების გასაზიარებლად, საკმაოდ აქტიურად ვიყენებ Youtube-საც. ამ ეტაპზე, უცხოელების რეაქციები ასიათასობით არ მაქვს, მაგრამ ვფიქრობ ეს რეალისტურია და ამაშიც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების კონტრიბუცია ძალიან დიდი შეიძლება იყოს, ფოტოებისა და ვიდეოების მათი უცხოელი მეგობრებისათვის გაზიარების და გაცნობის გზით.

გიორგი შერმაზანაშვილი, შერმაზანა, ფოტოგრაფია,
გაყინული ტაბაწყური, © „შერმაზანა“
გიორგი შერმაზანაშვილი, შერმაზანა, ფოტოგრაფია,
გაყინული ტაბაწყური, © „შერმაზანა“

როგორია თქვენი როგორც ფოტოხელოვანის სამომავლო გეგმები?

მინდა მსოფლიო გავიცნო, ვიმოგზაურო და სხვა უცხო ხედებიც აღმოვაჩინო. იდეალური იქნება ფოტო-ტურები, სადაც რამდენიმე ადამიანს წავიყვან და თან ვისწავლით, თან ჩემს ცოდნას გავუზიარებ და ამავდროულად, სხვადასხვა ქვეყნის ლანდშაფტს, მათ კულტურას და ბუნებას შევიცნობთ. ვფიქრობ, რაღაც ასეთ მოდელზე, რამდენად მოვძებნი სპონსორს და ხორცს შევასხამ ამ იდეას ჯერ არ ვიცი, მაგრამ მალე გამოჩნდება.

ზევით