#ცნობილები #მუსიკა

კრის ჰემსვორთმა ედ შირენის კონცერტზე დაუკრა

გაზიარება:

კრის ჰემსვორთი ბუქარესტში, ედ შირენის კონცერტის დროს სცენაზე გამოჩნდა და 70 000 მსმენელის წინაშე დაუკრა.

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Ed Sheeran (@teddysphotos)

მსახიობი National Geographic/Disney+-ის სერალს Limitless With Chris Hemsworth-ის მეორე სეზონს იღებს, რომლის პრემიერაც 2025 წელსაა დაგეგმილი. სერიალის ერთ-ერთ ეპიზოდში რუმინეთის სცენაზე კრისის მიერ დრამზე შესრულებულ ნომერსაც ვიხილავთ.

კრის ჰემსვორთი, Chris Hemswarth, Limitless Season 2, Disney +, National Geograohics

შირენმა ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ პოსტში ახსენა, რომ კრისს დრამზე დაკვრა თავად ასწავლა. ჰემსვორთმა სცენაზე შირენის საკულტო სიმღერის, Thinking Out Loud-ის დრამის ნაწილი დაუკრა. შირენი ამჟამად მსოფლიო ტურნეზე იმყოფება. მომდევნო კონცერტები კვიპროსზე, ბრაზილიასა და ბულგარეთშია ჩანიშნული. სცენაზე მათი კოლაბორაცია კი კრისის იდეა იყო. გასული წლის დეკემბერში კრისმა მეილის საშუალებით ედ შირენს დოკუმენტურ ფილმზე მოუყვა.

ფილმი კოგნიტიურ ჯანმრთელობაზეა, რომლის გაუმჯობესებაშიც მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრას დიდი სარგებელი მოაქვს.

ბრიტანეთში ჩატარებულმა უახლესმა კვლევამ აჩვენა, რომ მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრა ან სიმღერა კოგნიტიური ჯანმრთელობის შენარჩუნებაში გვეხმარება. მკვლევრებმა დაადგინეს, რომ მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრა მეხსიერების უკეთეს მუშაობასა და პრობლემების გადაჭრის უნარების გაუმჯობესებას უზრუნველყოფს.

მუსიკალური ინსტრუმენტები, კოგნიტური ჯანმრთელობა, მენტალური ჯანმრთელობა

"ჰოდა, ჩემთან მოვიდა, ისწავლა დრამზე დაკვრა და 70 000 ადამიანის წინაშე სცენაზე გამოვიდა" - ამბობს ედ შირენი კრის ჰემსვორთზე.

Limitless With Chris Hemsworth დარენ არანოფსკის შოუა, რომლის პირველი სეზონი 2022 წელს გამოვიდა. ხალხის საყვარელი სუპერგმირი კრის ჰემსვორთი Disney +-ისა და National Geographic-ის შემოქმედებით ჯგუფთან ერთად ადამიანის სხეულისა და გონების საზღვრების გაფართოებას ცდილობს. ფიზიკური და მენტალური სავარჯიშოები, წარმოუდგენელი სირთულის დავალებები და საკუთარი თავის ყოველდღიური გამოცდა - ასეთი იყო პირველი სეზონი. ერთ-ერთ ეპიზოდში კრისმა 4 დღეც იშიმშილა.

მე-2 სეზონსაც მალე ვიხილავთ. მრავალსერიიანი ფილმის სინოფსისში ვკითხულობთ: კრისი მთელი არსით გადაეშვა იმ ფიზიკური და მენტალური გამოწვევების შესწავლაში, რომლებსაც მსოფლიოში უამრავი ადამიანი ყოველდღიურად ებრძვის. ესენია ტკივილი, შიში, სოციალური კავშირები თუ მენტალური პრობლემები. მსოფლიოში ცნობილი ექსპერტებისა და მენტორების დახმარებით, კრისი სამყაროს უკიდურეს წერტილშიც კი იმოგზაურებს, რათა უახლეს მეცნიერულ აღმოჩენებს მიაკვლიოს და უკეთესად ცხოვრების საიდუმლოები ამოხსნას.

ზევით