#WOMEN POWER

„არა“-ს ძალა: როგორ შეცვალა „არა“-მ ქალების ცხოვრება და როგორ იქცა დაბრკოლებები წარმატების გასაღებად

გაზიარება:

არა, როგორც გამოწვევა! არა, როგორც მოტივაცია! არა, როგორც ძალა! არა, როგორც დაბრკოლების გადალახვის გზა და საბოლოოდ, არა, როგორც გამოსავალი და წარმატების ფორმულა!


22 აპრილს, 12:00 საათზე სასტუმრო „სტამბაში“ Forbes Woman Georgia და TBC წარმოგიდგენთ სამიტს სახელწოდებით The Power of NO. სამიტი The Power of No მიზნად ისახავს, როგორც დამწყებ და ახალგაზრდა, ასევე, უკვე შემდგარ პროფესიონალებს გააცნოს სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ქართველი ქალის პროფესიული ბიოგრაფია და დამსწრე საზოგადოება დააფიქროს წინააღმდეგობების გააზრებისა და გადალახვის მათ მაგალითებზე.

„ქალისა და კაცის პროფესიული განვითარების გზა ერთმანეთისგან მრავალი ასპექტით განსხვავდება. ჩვენ, The Power of No-ს ორგანიზატორებმა, ფოკუსი სტრუქტურულ და კულტურულ ბარიერებზე შევაჩერეთ, რომლებიც მთელ მსოფლიოში გენდერულად სპეციფიურია და კარიერის თვალსაზრისით ქალის წინსვლას მნიშვნელოვნად აფერხებს“ - ნათქვამია ღონისძიების ორგანიზატორების განცხადებაში.

The Power of No - „ამ წამოწყებით ჩვენ ადამიანების ავთენტურსა და ცოცხალ ისტორიებს შევკრებთ, თეორიულ ჩარჩოში გავაანალიზებთ, ცნებით კატეგორიებად ვთარგმნით და ცოდნად ვაქცევთ. მოტივიაციის ზრდის, ინსპირაციის მიღებისა და გამოცდილების გაზიარების გარდა The Power of No-ს მონაწილეები ცოდნას ინტერაქციულად, საველე პირობებში წარმოქმნიან. ქალისა და ზოგადად - ადამიანის - განვითარების ეროვნული დისკურსი კი რამდენიმე ასეული ადამიანის შემოქმედებითი თანაავტორობით აიგება“.

სამიტის სპიკერთა შორის არიან: ცირა კემულარია, მერი ჩაჩანიძე, ანა ნაკაშიძე, ანა აგლაძე, ირინე ხუნდაძე, ნინო ზამბახიძე, თინათინ რუხაძე, შორენა დარჩიაშვილი, ეკატერინე ზღულაძე, ქეთევან დევდარიანი, ნინო ენუქიძე, ანანო დოლაბერიძე და სხვები...

სამიტზე დასასწრები ბილეთების შეძენა შესაძლებელია tkt.ge-ზე.

ზევით