მხატვრობა

ხელოვნება კოსმოსში - ჯეფ კუნსის სკულპტურები მთვარეზე დაეშვა

ხელოვნება კოსმოსში - ჯეფ კუნსის სკულპტურები მთვარეზე დაეშვა

22 თებერვალს მისია “ოდისევსის” მთვარეზე დაშვებასთან ერთად, ჯეფ კუნსის სკულპტურათა სერია პირველი ავტორიზებული ხელოვნების ნიმუში გახდა, რომელმაც მთვარის ზედაპირს მიაღწია. სერია სახელწოდებით “მთვარის ფაზები” ამერიკული კომპანიის რაკეტასთან - SpaceX Falcon 9-თან ერთად დაეშვა და 1972 წლის შემდეგ, მთვარეზე პირველი ამერიკული მისიის ნაწილი გახდა.

გალერეა „ართბითი“ ავთო მესხის პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს

გალერეა „ართბითი“ ავთო მესხის პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს

„არაოფიციალური ხელოვნების“ ერთ-ერთი წარმომადგნელის, ავთო მესხის პერსონალურ გამოფენას გალერეა „ართბითი“ 23 თებერვლიდან მასპინძლობს. ავთო მესხი ალბათ ერთ-ერთი იშვიათი ხელოვანია, რომლის პრაქტიკაც ერთბაშად მოიცავს და უკავშირდება კუბიზმს, აბსტრაქციონიზმსა და კონსტრუქტივიზმს.

WINDOW PROJECT უტა ბექაიასა და რუსუდან ხიზანიშვილის მულტიდისციპლინარულ გამოფენას მასპინძლობს

WINDOW PROJECT უტა ბექაიასა და რუსუდან ხიზანიშვილის მულტიდისციპლინარულ გამოფენას მასპინძლობს

თანამედროვე ხელოვნების გალერეა Window Project-ი უტა ბექაიასა და რუსუდან ხიზანიშვილის მულტიდისციპლინარულ გამოფენა Mother Ship-ს მასპინძლობს. გამოფენა, დედამიწაზე სიცოცხლის სემიოტიკური პროცესის ვიზუალური ენით კველვას გვთვაზობს.

„დროის ნაწნავები“ ქართული კულტურისა და ქრისტიანული სამყაროს გზების გადაკვეთის რეფლექსია

„დროის ნაწნავები“ ქართული კულტურისა და ქრისტიანული სამყაროს გზების გადაკვეთის რეფლექსია

9 თებერვალს, ზარბრიუკენის მოედანზე ახალი ქანდაკება გამოჩნდა. ქალაქის ცენტრში, მოულოდნელად დადგმული სამი მეტრის სიგრძის მონოლითური ქანდაკება, გამოჩენის მომენტიდან იქცა განხილვის საგნად. ადამიანები მისი წარმომავლობით და სიმბოლური დატვირთვით იმდენად დაინტერესდნენ, რომ ცდილობდნენ პასუხებისთვის სოციალურ ქსელში მიეკვლიათ.

„კანაგავას ტალღის ქვეშ“: 5 ნაკლებად ცნობილი ფაქტი ჰოკუსაის შედევრის შესახებ

„კანაგავას ტალღის ქვეშ“: 5 ნაკლებად ცნობილი ფაქტი ჰოკუსაის შედევრის შესახებ

„კანაგავას ტალღის ქვეშ“, აგრეთვე ცნობილი როგორც „დიდი ტალღა“, ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავცელებული ნამუშევარია, რომელსაც მუზეუმის კოლექციების გარდა შეხვდებით თითქმის ყველგან, პრინტებით დაწყებული, ფაზლებითა და ჩანთებით დამთავრებული. კაცუსიკა ჰოკუსაის უკიო-ე ჟანრის შედევრი, პოპკულტურის განუყრელ ნაწილად იქცა, თუმცა რამ განაპირობა გრავიურის მსგავსი პოპულარობა და რა გამოარჩევს „დიდი ტალღას“, დღეს სწორედ ამის გარკვევას ვეცდებით.

კულტურული გზამკვლევი: 5 მიმდინარე გამოფენა იანვარში, რომელიც არ უნდა გამოგრჩეთ

კულტურული გზამკვლევი: 5 მიმდინარე გამოფენა იანვარში, რომელიც არ უნდა გამოგრჩეთ

ჯგუფური და სოლო გამოფენები, ფერწერული ტილოები, მონოქრომული გრაფიკული სკეტჩები, თუ მულტიმედია შოუ - თბილისში ერთდროულად რამდენიმე მნიშვნელოვანი გამოფენა მიმდინარეობს, რომელთა დიდი ნაწილის დასრულებამდე სულ ცოტა დრო რჩება და გირჩევთ, მათი სტუმრობა კვირის to do list-ში მოინიშნოთ.

ბელგიის დედოფალმა მატილდამ გამოფენა „საქართველო: შეხვედრების ადგილი“ დაათვალიერა

ბელგიის დედოფალმა მატილდამ გამოფენა „საქართველო: შეხვედრების ადგილი“ დაათვალიერა

ბელგიის დედოფალმა მატილდა დ’უდეკემ დ’აკომ ბრიუსელის ხელოვნებისა და ისტორიის სამეფო მუზეუმში მიმდინარე გამოფენა - „საქართველო: შეხვედრების ადგილი“ - დაათვალიერა. დედოფალი საქართველოს კულტურას, ისტორიას და ხელოვნებას ნეოლითის პერიოდიდან მოყოლებული გაეცნო და გამოფენაზე წარმოდგენილი 200-მდე ექსპონატი დაათვალიერა.

BANKSY-მ საკუთარი ვინაობა 2003 წელს BBC-სთან მიცემულ ინტერვიუში გაამხილა

BANKSY-მ საკუთარი ვინაობა 2003 წელს BBC-სთან მიცემულ ინტერვიუში გაამხილა

წარმოიდგინეთ, ორი ათწლეულის განმავლობაში გქონდეთ ექსკლუზივი, მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი გრაფიტის არტისტის ვინაობის შესახებ და ის მხოლოდ ახლა აღმოაჩინოთ.  BBC-ის თანამშრომლებისთვის ეს ნაცნობი გრძნობაა. მათ 20 წლის შემდეგ აღმოაჩინეს, რომ 2003 წლიდან მოყოლებული, მხოლოდ BBC-მ იცოდა Banksy-ის სახელი, თუმცა ეს ინტერვიუ არასდროს გამოუქვეყნებიათ.

ეროვნული გალერეა კრისტიან დიორის ქართველი მხატვრის, თამარ დე ლეტე-ვაჩნაძის, გამოფენას უმასპინძლებს

ეროვნული გალერეა კრისტიან დიორის ქართველი მხატვრის, თამარ დე ლეტე-ვაჩნაძის, გამოფენას უმასპინძლებს

2023 წლის 19 ნოემბერს, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის საქართველოს ეროვნულ გალერეაში, თამარ დე ლეტე-ვაჩნაძის ნამუშევრების გამოფენა გახსნება. თამარ დე ლეტე-ვაჩნაძე წლების განმავლობაში იყო სან პაულოს თეატრის მხატვარი. აღსანიშნავია, რომ მან XX საუკუნის 50-იან წლებში რამდენიმე ესკიზი შექმნა ფრანგული მოდის სახლი Dior-ისთვისაც.

„თანამედროვე ჯოტოდ“ წოდებული ნიკო ფიროსმანის შემოქმედება  ბეილერის ფონდში იწონებს თავს

„თანამედროვე ჯოტოდ“ წოდებული ნიკო ფიროსმანის შემოქმედება ბეილერის ფონდში იწონებს თავს

„ის არის თანამედროვე ჯოტო“ - ამ სიტყვებით ახასიათებენ ქართველ პრიმიტივისტ გენიოსს ნიკო ფიროსმანს, არტ-კრიტიკოსები. 2023 წლის 17 სექტემბრიდან, შვეიცარიაში, ბეილერის ფონდში, ნიკო ფიროსმანის შემოქმედება, მოდერნისტული და თანამედროვე ხელოვნების ნიმუშების გვერდით არის გამოფენილი.

ზევით