„ყველაზე მთავარი დაუღალავი შრომაა“ - ლუკა თოდუა წარმატების რეცეპტზე
#კულინარიალუკა თოდუა ქართულ სატელევიზიო სივრცეში, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კულინარიული გადაცემის „მასტერშეფის“ ის მონაწილეა, რომელიც 9 სეზონის მანძილზე, ჟიურის წევრების შემდეგ ყველაზე ხშირად ვიხილეთ ეკრანებზე. ლუკა, დამწყები კულინარებისთვის ტრამპლინად ქცეულ გადაცემას 3-ჯერ მიუბრუნდა, ყოველ ჯერზე უფრო გაზრდილი, თავდაჯერებული და საკუთარ საქმეში დახელოვნებული.