LEMERIE - ახალი ბრენდი ქართველი GOGO-ებისგან

ნინი ფარჯიანს და მარიამ ნავერიანს Lemerie-ს დაფუძნების იდეა სასურველი ტანისამოსის ძიების შედეგად გაუჩნდათ. ასე ჩამოყალიბდა ახალი ქართული ბრენდი Lemerie.

lemerie

ნინი: როგორც მომხმარებლები, ვეძებდით უნიკალურ და მაღალი ხარისხის ტანსაცმელს, განსხვავებული დეტალებით. საკუთარი ტანსაცმლის დიზაინში ჩვენი პირველი ნაბიჯები ჯერ გატაცებად გადაიქცა, ბოლოს კი ბიზნესად ჩამოყალიბდა.

Lemerie-ს დამფუძნებელმა გოგოებმა მიზნად დაისახეს, მომხმარებლისთვის შეეთავაზებინათ ყოველდღიური კლასიკური სამოსი, რომელიც ხარისხიანი, ტრენდული და კომფორტული იქნებოდა.

შავი პერანგი, lemerie

Lemerie-ში კოლექცია დეტალებისადმი დიდი ყურადღებით იქმნება. ამიტომაც, თითოეული მოდელი გამორჩეული და სრულყოფილია, შესაბამისად მომხმარებელი მასში თავს კომფორტულად და თავდაჯერებულად გრძნობს.

რა ხდის Lemerie-ს გამორჩეულს ბაზარზე? როგორია ბრენდის ხარისხი და ფილოსოფია?

lemerie

მარიამი: Lemerie-ს გამორჩეულობას დიზაინი განსაზღვრავს. ჩვენი სამოსი არის ყოველდღიური, უპრეტენზიო და ამავდროულად, სახასიათო დეტალებითაც გამოირჩევა.

ჩვენი ფილოსოფია სამ ძირითად პრინციპს ეფუძნება: განვავითაროთ ბრენდი, შევინარჩუნოთ ხარისხი და არ დავკარგოთ ბრენდის იდენტობა.

lemerie

ქართული ბრენდის სამოსი ყველა სტილისა და გემოვნების ადამიანისთვისაა საინტერესო. თავად Lemerie-ს სტილი დახვეწილი, მსუბუქი, ესთეტიკური და სახასიათოა. 

Lemerie-ს ამჟამინდელი კოლექციიდან რომელ მოდელს გამოარჩევდით?

მარიამი: ამ ეტაპზე სეზონის შესაბამის კოლექციას გამოვარჩევ. ასევე ჩვენს ბესტსელერს, ფერად პერანგებს, დახვეწილი და გამორჩეული სახელოებით.

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Lemerie (@lemerie__)

ნინი და მარიამი განსხვავებულ პროფესიულ სფეროებში საქმიანობენ, თუმცა მოდისა და დიზაინის სიყვარულმა მათი გზები ბრენდის შექმნის იდეამდე მიიყვანა. ისევე როგორც ყველა GOGO, რომელსაც ჩვენი რედაქცია გაცნობთ, Lemerie-ს დამფუძნებლებიც ჩვენს მკითხველს კარიერის გზაზე გამბედაობისკენ მოუწოდებენ.

lemerie, თეთრი მაისური

ნინი: გოგოებს ვურჩევ იყვნენ გაბედულები და წინაღობების მიმართ უდიდესი მზაობა გამოიჩინონ. გამოწვევების დროს გამოსავალზე ორიენტირდნენ და სიტუაციის აუღელვებლად მართვა სცადონ. მნიშვნელოვანია ბრენდის ეტაპობრივ განვითარებას მოთმინებით შეხედონ და წამოწყებული საქმის მიმართ ძალისხმევა არ დაიშურონ.

Lemerie-ს კოლექცია შეგიძლიათ, ბრენდის ინსტაგრამ და ფეისბუკ გვერდებზე დაათვალიეროთ ან ირაკლი აბაშიძის 44 ნომერში, შოურუმს ეწვიოთ.

ზევით