ნინეას შექმნის იდეა 2017 წელს გაჩნდა, მაშინ, როცა ქართველი მომხმარებელი სახლში სანებივრო სამოსის არჩევანს მოკლებული იყო. ნინეას დამფუძნებლები სიამაყით იხსენებენ, რომ ამ მიმართულებით პირველი ქართული ბრენდი შექმნეს.
თავიდან ყველაფერი მცირე მასშტაბით დაიწყო, ცოტა რაოდენობის პროდუქცია და იმედი, რომ ნინეას მალე უამრავი ადამიანი შეიყვარებდა. იმედებიც გამართლდა და დაწყების დღიდან ბრენდმა ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა. პირველი დადებითი უკუკავშირი იქცა ნინეას დამფუძნებლების მოტივაციის წყაროდ, რომ არ გაჩერებულიყვნენ და უფრო მეტი ფერადი და ხარისხიანი პროდუქცია შეეთავაზებინათ მომხმარებლისთვის.
ანი, ნინეას თანადამფუძნებელი, The Diary-ს რედაქციას საკუთარი ბრენდის პირველ დღეებზე უყვება
ნინეა სამმა მეგობარმა შევქმენით, და სახელწოდებაც ჩვენი სახელებიდან გამომდინარეობს. ყოველთვის გვინდოდა, გვქონოდა საკუთარი საქმე, სადაც არჩევანში თავისუფალი ვიქნებოდით, თამაშის წესებსაც თავად დავადგენდით და ჩვენვე შევიმუშავებდით წარმატებისთვის საჭირო სტრატეგიებს. ასე აღმოვჩნდით სრულიად განსხვავებული სფეროდან ახალ გარემოში, სადაც ყველაფერი ნულიდან დავიწყეთ.
ნინეას ოჯახი სწორედ იმ GOGO-ების სახლია, რომლებიც გარშემო მყოფებს თავიანთ სიძლიერეს, მიზანდასახულობასა და შეუპოვრობას აჩვენებენ, და ამით უამრავი გოგოს ინსპირაციის წყაროც ხდებიან.
ნინეას გოგოების წარმატების ფორმულა ასე გამოიყურება - პირველ რიგში აუცილებლად უნდა გიყვარდეს ის, რასაც აკეთებ. რაც გულით გინდა და გიყვარს ყოველთვის გამოგივა. ჩვენი ბრენდის ფილოსოფიაც სწორედ ეს არის, რომ დავარწმუნოთ ქალები არასდროს შეწყვიტონ საკუთარ თავზე მუშაობა და თვითგანვითარება.
მნიშვნელოვანია, ქალებმა შინაგანი ხმის მოსმენა ვისწავლოთ
დროა, ჩვენი სურვილები და მიზნები წინა პლანზე წამოვწიოთ და რაც მთავარია, ჰარმონიაში ვიყოთ საკუთარ თავებთან. ამიტომ, გოგოებო, თუ ზუსტად იცით რა მიზანი გაქვთ და საით მიდიხართ, დაბრკოლებების მიუხედავად, აუცილებლად ყველაფერს შეძლებთ. ნინეას ინსტაგრამ გვერდზე ხშირად შეხვდებით სამოტივაციო და გასამხნევებელ ფრაზებს, რომლებიც ნინეას მომხმარებელი ქალების დღის გაფერადებას ემსახურება.
ღიად გამოხატე იმწუთიერი განწყობა! We are all free in our space!
არ შეუშინდეთ გამოწვევებს! ამ წლების განმავლობაში იყო ბევრი გამოწვევა და სირთულე, რაც ერთად გადავლახეთ. მთავარ გამოწვევად კოვიდ პანდემიის პერიოდს გამოვარჩევდი, როცა ორმაგი ძალებით გვიწევდა მუშაობა. კოვიდ პანდემია წარსულში მოვიტოვეთ, ახლანდელი ყოველდღიურობის სირთულეებს კი ჩვენი შემუშავებული სისტემა გვიმარტივებს. ნინეას ოცამდე თანამშრომელი ჰყავს, ყველა მათგანმა იცის თავისი ფუნქცია, რაც აადვილებს საქმის წარმატებულად და დროულად შესრულებას.
ნინეას საკუთარ ნისაში პირველი ადგილი უჭირავს, რაც ბრენდის მრავალფეროვანი არჩევანიდან გამომდინარე ბუნებრივად მოხდა. ნინეას სახლში ჩასაცმელი, კომფორტული სამოსი ყველა ხასიათს ერგება. ბრენდის შემქმნელები, რა თქმა უნდა, უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებენ ხარისხს და ზრუნავენ თითოეული დეტალის სრულყოფილებაზე, რათა ყოველი პროდუქტი მაქსიმალურად დახვეწილი იყოს.
ანი: გვაქვს ექსკლუზიური პრინტი “ნინეა”. ის ჩვენთვის შეიქმნა, ნინეას ინტელექტუალური საკუთრებაა და დაცულია საქპატენტის მიერ. ასევე ვამზადებთ პრემიუმ მიმართულების პროდუქტებს, რომლებიც 100% ბუნებრივი ქსოვილებისგან შედგება. ჩვენი დაპრინტული კოლექციისთვის თავად ვქმნით პრინტის დიზაინებს და შემდეგ გადაგვაქვს ქსოვილზე. ყველა ეს პროცესი მოითხოვს ნინეას ჯგუფის მაქსიმალურად ჩართულობას, რადგან სწორედ ესაა მაღალი ხარისხის, მომხმარებლის სიყვარულისა და პირველობის შენარჩუნების გარანტი.
ნინეას პროდუქციის შეძენა შესაძლებელია როგორც ონლაინ ასევე ნინეას სახლში, რომელიც ვერაზე, ივანე თარხნიშვილის #21 ნომერში მდებარეობს.
სამომავლოდ ნინეა ახალი მწვერვალების დალაშქვრას აპირებს. ქალების შეუპოვრობასა და მიზანდასახულობას საზღვრები არ აქვს და ნინეაც გაფართოებას გეგმავს. მთავარი მისია წარმოების მოცულობის და შესაბამისად გაყიდვების ზრდაა, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.