მარეხი კეზუა სილამაზის სახლის ხელმძღვანელობაზე და მისი მართვის სირთულეებზე #NailArt

Nail Art-ის სილამაზის სახლი თბილისში, 6 წლის წინ, რამდენიმე თვიანი შრომისა და ძალისხმევის შედეგად შეიქმნა. სილამაზის სახლის თანადამფუძნებლებმა, მარეხი და ანა კეზუებმა, მოახერხეს და სწორი სტრატეგიის, საკომუნიკაციო ენისა და კონცეფციის შემუშავებით, Nail Art-ს ერთგული, მომხმარებლები შესძინეს, რომელთა რიცხვიც ყოველდღიურად იზრდება.

„ჩვენ შევქმენით არა მხოლოდ ორგანიზაციული სტილის სივრცე, არამედ მასში სახლის იდეა ჩავდეთ“ - აცხადებს მარეხი ჩვენთან საუბრისას და ამ მიდგომას, Nail Art-ის წარმატების ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად მიიჩნევს. სილამაზის სახლის მართვის სირთულეებისა და სპეციფიკის შესახებ დღეს სწორედ მარეხის ინტერვიუდან მოვისმენთ.

როგორ გაჩნდა Nail Art-ის შექმნის იდეა და ვინ არიან მისი დამფუძნებლები?

Nail Art-ის შექმნის იდეა, გახსნამდე საკმაოდ ადრე გაჩნდა. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ჩემმა პარტნიორმა, ანა კეზუამ უცხოეთში მანიკურის ხელოვნება შეისწავლა და ისეთ ოსტატად იქცა, რომელსაც თავად შეეძლო სხვისთვის ცოდნის გადაცემა. ზუსტად 6 წლის წინ, ანას საქართველოში დაბრუნებისა და ჩემი ორგანიზატორული საკითხების მიმართ სრული მზაობის შემდეგ, ერთობლივი სურვილითა და შრომით გაიხსნა Nail Art

ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც პარტნიორებს ერთმანეთთან ჯანსაღი კომუნიკაცია აქვთ და საქმეც თანაბრად არის მათ შორის გადანაწილებული. ანა, ძირითადად ტექნიკურ საკითხებზე იყო ორიენტირებული, მე კი სალონის პოპულარიზაციის საქმეში ვიყავი აქტიურად ჩართული, რამაც, ვფიქრობ, საკმაოდ სწორი შედეგები გამოიღო.

საკმაოდ კონკურენტუნარიან ბაზარზე გადაწყვიტეთ გამოჩენა, რა იყო ის უმთავრესი ნიშა, რომელიც აირჩიეთ და დღემდე მიყვებით?

როდესაც Nail Art გავხსენით, თბილისი, ჯერ კიდევ არ იყო მანიკურის სალონების დიდი რაოდენობით გამორჩეული. მაშინ, მხოლოდ რამდენიმე პოპულარული სივრცე არსებობდა. ჩვენ, თავიდანვე გადავწყვიტეთ აქცენტი ხარისხზე გაგვეკეთებინა და ეს ორიენტირი აგვერჩია.

მიგვაჩნდა და დღემდე მიგვაჩნია, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი, სწორედ იმ ღირებულების მომსახურების მიწოდებაა საზოგადოებისთვის, რა ფასსაც მასში იხდიან. 

თითოეული ჩვენი სპეციალისტი არის ძალიან მაღალი დონის, კვალიფიციური სპეციალისტი და ვფიქრობთ, რომ პირველ ყოვლისა, სწორედ ამან განაპირობა ის ფაქტი, რომ Nail Art არის საუკეთესო ბაზარზე.

მეორე უმნიშვნელოვანესი მიზეზი, რატომაც ჩვენს მომხმარებლებს უყვართ Nail Art, არის ის მეგობრული და თანასწორუფლებიანი გარემო, რომლის შექმნასაც დაარსების დღიდან ვცდილობთ. ჩვენ ყოველთვის ვზრუნავთ ჩვენს სტაფზე და მათი განწყობაც პირდაპირ აისახება კლიენტებზე. თითოეული მომხმარებლის აზრი უმნიშვნელოვანესია ჩვენთვის, შეცდომები და გაუთვალისწინებელი შემთხვევები ყველგან ხდება, თუმცა ჩვენს პრაქტიკაში არ არსებობს ისეთი ქეისი, რომლის დროსაც მე ან ანას პირადად არ დაგვერეკა მომხმარებელთან, დისკომფორტის არსებობის შემთხვევაში და მის გამოსწორებაზე არ გვეზრუნა.

რასაკვირველია, ძალიან მნიშვნელოვანია სისუფთავისა და სტერილიზაციის საკითხი, რაც სამწუხაროდ ძალიან ბევრგან უგულებელყოფილია. ეს არის სფერო, სადაც ყველაზე მნიშვნელოვანია მომხმარებლის დაცვა.

რა გამოარჩევს Nail Art-ს? რატომ უნდა გააკეთოს მომხმარებელმა არჩევანი სწორედ თქვენზე?

ჩვენ შევქმენით არა მხოლოდ ორგანიზაციული სტილის სივრცე, არამედ მასში სახლის იდეა ჩავდეთ, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენთან მოსულ ადამიანს არა მომხმარებლად, არამედ სტუმრად განვიხილავთ და ვცდილობთ, რომ ისე იგრძნოს თავი, როგორც ძალიან კარგი მეგობრის სახლში იგრძნობდა. ეს კონცეფცია არის ის ძირითადი რამ, რაც ჩვენს კლიენტებს აბედნიერებთ ყოველი ვიზიტის დროს.

ქალებს კარგად გვესმის იმ სიტუაციის ღირებულების, როდესაც მიდიხარ სალონში და შენს მანიკურის სპეციალისტს შეგიძლია ემოციები გაუზიარო, ეს ყველაფერი ორმხრივი, ძალიან სასიამოვნო ურთიერთობის ნაწილია.

რა სახის მომსახურებებს სთავაზობთ კლიენტებს?

ჩვენ გვაქვს მანიკურისა და პედიკურის სრულფასოვანი მომსახურება, წამწამების დაგრძელება, წარბების ლამინირება, გვაქვს არაჩვეულებრივი ლაზერული აპარატი და სოლარიუმი, აღჭურვილი უახლესი ნათურებით. თითოეული აპარატი არის უმაღლესი ხარისხის, რაც კიდევ ერთხელ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ვიზრუნოთ ჩვენი კლიენტების სილამაზეზე და უსაფრთხოებაზე.

როგორია თქვენი ჩართულობა ამ პროცესში...

ნებისმიერი ბიზნესი 24/7-ზე ჩართულობას საჭიროებს, ვფიქრობ, სხვა შემთხვევაში შეუძლებელია მიაღწიო წარმატებას. მინდა განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილო ანას როლზე, რომელიც სრული რეჟიმით იმყოფება სალონში, აკვირდება ყოველ დეტალს, ცდილობს მცირედი ლაფსუსიც კი არ გაეპაროს, რაც უმაღლესი პროფესიონალიზმის ნიშანია.

როგორც ცოცხალ ორგანიზმს სჭირდება, მოვლა, განვითარება, ცვლილებები, ანალოგიურად არის სილამაზის სახლის ხელმძღვანელობაც.

წარმატების თქვენეული ფორმულა რომ გაგვიზიაროთ…

სწორ ადამიანებთან ერთად, სწორი საქმის წამოწყება მიმაჩნია წარმატების ფორმულად. ყველაზე მეტად რაშიც გამიმართლა პარტნტნიორია. რომ არ ყოფილიყო ანა, ვფიქრობ რომ არ გამოვიდოდა ეს ყველაფერი და ასევე, რომ არ ვყოფილიყავი მე, ეს პროცესი შესაძლოა ვერ ყოფილიყო ისეთი, როგორიც დღეს არის. 

როგორია თქვენი სამომავლო ხედვა და გეგმები?

რამდენიმე ლოკაციაზე ახალი ფილიალის გახსნაზე ვფიქრობთ. თუმცა, კარგი სპეციალისტის პოვნა და ბაზარზე არსებული მაღალი კონკურენცია, ვცდილობთ მაქსიმალური სიზუსტით შევარჩიოთ ადგილი და სტაფი. 

ზევით