ლანა წურწუმია ახალგაზრდა GOGO-ა, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა მასალებისგან საბავშვო სათამაშოებსა და აქსესუარებს ქმნის. მისი სტარტაპი Boo my Boo უკვე 2 წლისაა, თუმცა უკვე საკამოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს, როგორც პატარებში, ასევე დიდებში. ეს ეკოპროდუქტი იდეალურია საჩუქრად, როგორც საკუთარი პატარისთვის, ასევე ნებისმიერი მცირე ასაკის ბაშვისთვის.
ლანა: მე და ჩემი ოჯახი, დაახლოებით 3 წლის წინ საქართველოში გადმოვსხალდით. ნახევარი წელი ამ ქვეყნის ულამაზესი ბუნებითა და მოგზაურობით ვტკბებოდი. თუმცა, მერე მივხვდი, რომ დრო იყო თვითრეალიზებით დავკავებულიყავი. იდეები ბევრი მქონდა, თუმცა მხოლოდ ერთ-ერთ მათგანს მოვასხი ფრთები. და დღეს, საბავშვო სათამაშოებსა და ეკო-აქსესუარებს ვქმნი!
ძალიან მიყვარს ნატურალური და ბუნებრივი მასალები, თან როდესაც საქმე ბავშვებს ეხება, ყველაფერი უსაფრთხო და ეკოლოგირუად სუფთა უნდა იყოს. სათამაშოები, რომელსაც ჩემს პატარა საამქროში ვაკეთებ, ადრეულ ასაკში ბავშვის განვითარებას უწყობს ხელს, ეხმარება მას შეისწავლოს ფერები და განავითაროს წვრილი მოტორიკა, განასხვაოს რბილი და მყარი ერთმანეთისგან და აშ.
ძალიან მინდა მომავალში ისეთი ინოვაციური და ორიგინალური სათამაშოები შევქმნა, რომელსაც ჩვეუელბრივ სათამაშო მაღაზიებში ვერ იპოვი
გოგოებს ვურჩევდი, რომ სცადონ. ვინაიდან არაფრის კეთებას ყველაფერი სჯობს. ნებისმიერი გამოცდილება - გამოცდილებაა! სცადეთ, რადგან სამყარო ძალიან მრავალფეროვანია და განსაკუთრებით გულუხვია მათ მიმართ, ვინც საკუთარ თავს ეძებს. დასვით კითხვა და პასუხები ნამდვილად მოვა. ნებისმიერ კითხვაზე პასუხი ხომ თავად ჩვენშია! ეძიეთ და აუცილებლად იპოვით!