#GOGO!

Farfalle - საქართველოში წარმოებული რბილი ავეჯი, რომელიც კომფორტთან და სიმშვიდესთან ასოცირდება

გაზიარება:

რბილ ავეჯს ინტერიერის დიზაინში მნიშვნელოვანი როლი ენიჭება, გარდა იმისა, რომ ის თვალისთვის მიმზიდველი და ინტერიერში თითოეულ დეტალთან ჰარმონიულად შერწყმული უნდა იყოს, ამასთანავე კომფორტულობით და ტევადობით უნდა გამოირჩეოდეს. როდესაც ახალი ქართული სტარტაპი Farfalle აღმოვაჩინეთ, რომელიც ორივე კრიტერიუმს იდეალურად აკმაყოფილებს და პლუს ამას საქართველოში წარმოებითაც იწონებს თავს, გადავწყვტეთ ის ჩვენი მკითხველისთვის, მისი დამფუძნებლის წყალობით უმალვე გაგვეცნო:

როდის გაჩნდა Farfalle-ს შექმნის იდეა და რა გზა გაიარეთ იდეის გაჩენიდან მის მატერიალიზაციამდე?

Farfalle შექმნის იდეა გაჩნდა მას შემდეგ რაც ახალ სახლში გადასვლის დროს თავად ვეძებდი ბინისთვის დივანს რომელიც იქნებოდა ყველაზე კომფორტული და გამორჩეული, იქიდან გამომდინარე რომ გამიჭირდა შესაბამისის პოვნა , გამიჩნდა იდეა შემექმნა farfalle რომელიც დააკმაყოფილებდა თანამედროვე  დიზაინის გამოწვევებს. 

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by FARFALLE (@farfalle_sofa)

farfalle იტალიურად ნიშნავს პეპელას, პეპელა ასოცირდება პოზიტიურ ცვლილებებთან , არის სიმბოლო ტრანსფორმაციის სილამაზის სიახლისა და  ნეტარების   

ბაზრის მორგების პროცესი ხანგრძლივია, უნიკალური დიზაინით, ხარისხით, ხელმისაწვდომობით ვცდილობთ მომხმარებლების გულების მოგებას. 

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by FARFALLE (@farfalle_sofa)

როგორ და სად იქმნება თქვენი პროდუქცია?

Farfalle იწარმოება საქართველოში. მინდა ხაზი გაუსვა ჩვენს მაღალ ოსტატობას და ყურადღებას დეტალებზე. ადგილობრივი ხელოსნების უნარები და კვალიფიკაცია არ ჩამოუვარდება უცხოელებისას. ეს გვაძლევს საშუალებას ინდივიდუალური მოთხოვნები დავაკმაყოფილოთ და მოვარგოთ ნებისმიერ კლიენტზე. გვაქვს მოქნილი დიზაინი, ზომები, მასალები და დასრულებები მომხმარებელთა სპეციფიკური საჭიროებებისა და პრეფერენციების შესაბამისად. ვფიქრობ გამოვირჩევით ხარისხით, სისწრაფით და ხელმისაწვდომობით .  

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by FARFALLE (@farfalle_sofa)

ადგილობრივი წარმოება მხარს უჭერს ადგილობრივ ეკონომიკას.

ამ მომენტისთვის ჩვენი დივნები ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოში, ვფიქრობთ რომ მომავლისთვის განვათავსოთ ჩვენი დივნები ელექტრონული კომერციის პლატფორმებზე. Farfalle რბილი დივნების შეძენა შეგიძლიათ ჩვენს ინსტაგრამ გვერდზე @farfalle_sofa.

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by FARFALLE (@farfalle_sofa)

როგორ ფიქრობთ, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი წარმატებული ბიზნესის დასაწყებად და შემდგომში მის სამართავად? 

პირველ რიგში უნდა არსებობდეს სიყვარული იმ საქმის მიმართ რომელსაც ემსახურები, უნდა იყოს კარგად გააზრებული ბიზნეს გეგმა, და უნდა იყო მზად რომ შეეჭიდო გამოწვევებს. ბიზნესის განვითარება დინამიკური პროცესია რაც მოიცავს პროდუქტის სრულყოფილებაზე მუშაობას, სწორი და ნიჭიერი გუნდის შექმნას და უნიკალურ შეთავაზებებზე მუშაობას.

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by FARFALLE (@farfalle_sofa)

ალბათ როდესაც გჯერა რომ გაქვს კრეატიული წარმოსახვითი მხატვრული მიდგომა გარშემომყოფი საგნების მიმართ, მაშინ აუცილებლად შეგიძლიათ იფიქროთ ავეჯის დიზაინზე როგორც კარიერულ გზაზე. მოტივაციას მაძლევს ის რომ ვეხმარები ადამიანებს მარტივად და ხელმისაწვდომად გაალამაზონ თავიანთი საცხოვრებელი სივრცე .

ზევით