მოდის ტრენდები ელვის სისწრაფით იცვლება, თუმცა უჟანგავი ფოლადის სამკაული ყველაზე ჭკვიანურ გადაწყვეტილებად რჩება, რომელიც ყოველდღიურ სამოსს, თუ განსაკუთრებული შემთხვევებისთვის შექმნილ Look-ს დასრულებულ სახეს აძლევს. დღეს ფრანგული ბრენდის, ZAG Bijoux-ს შესახებ მოგიყვებით, რომელიც საქართველოში ექსკლუზიურად TI’ME-ის მაღაზიათა ქსელმა შემოიყვანა.
ZAG Bijoux-ს დახვეწილი და მრავალფეროვანი სამკაულები 316L უჟანგავი ფოლადისგან მზადდება, 18k ოქროთი იფარება და სრულიად ჰიპოალერგიულია. პროდუქციას გამძლეობასთან ერთად განსაკუთრებული დიზაინი გამოარჩევს, რომელიც თანამედროვე მომხმარებლის მოთხოვნებსა და ტენდენციებზეა მორგებული.
ZAG Bijoux მიშელ ჯანგის ქმნილებაა, რომელიც პარიზის შუაგულში გაიზარდა და მოდის სამყაროს შეცნობა აქსესუარების მწარმოებელი მშობლების დამსახურებით დაიწყო. მიშელმა ძმასთან - ერვესთან ერთად, საკუთარი საიუველირო ბრენდის შექმნა 2009 წელს გადაწყვიტა.
ბრენდის გაჩენის იდეა ყოველდღიური, თუმცა მაღალი ხარისხის სამკაულის შექმნის სურვილს უკავშირდება, შთაგონება კი პარიზელი ქალების დახვეწილი სტილიდან მოდის.
ZAG-ის სეზონური კოლექციები სხვადასხვა სტილსა და თემას მოიცავს, რაც მომხმარებელს ინდივიდუალური სტილის შენარჩუნების საშუალებას აძლევს.
ZAB Bijoux-ს ოფიციალური წარდგენა TI’ME-ის ერთ-ერთ მაღაზიაში გაიმართა, რომელსაც ქართველი ინფლუენსერები ესწრებოდნენ. ბრენდ მენეჯერმა ფრანგული სამკაულის უპირატესობებზე ისაუბრა და მოსულ სტუმრებს სეზონის გამორჩეული კოლექციაც გააცნო.
ჩვენი მხრიდან იმასაც დავძენთ, რომ ZAG-ის სამკაული საკუთარი თავისთვის, თუ საყვარელი ადამიანისთვის იდეალური საჩუქარია.
ბრენდის მრავალფეროვან კოლექციებში სასურველ ნივთს ნებისმიერი გემოვნების ადრესატისთვის იპოვით, ძიება კი TI’ME-ის მაღაზიათა ქსელში, ან ვებ გვერდზე time.ge უნდა დაიწყოთ.
ზარა 2024 წელს ყველაზე შთამბეჭდავი კოლაბორაციით ასრულებს. ეს იქნება ბრიტანელი სუპერმოდელის, მოდის აიქონად აღიარებული ქეით მოსისა და სწრაფი მოდის ბრენდის კოლაბორაცია. თუ კი უახლოეს მომავალში წვეულებაზე წასვლას გეგმავთ და გარდერობში შესაფერისი არაფერი გაქვთ, კალენდარში მოინიშნეთ 30 ნოემბერი და დაელოდეთ ქეით მოსის რჩეულ კოლექციას.
საქართველოში პირველი Skin-Bar კონცეფციის ესთეტიკური ცენტრი, La Clinique მომხმარებელს მუდმივად სიახლეებით ანებივრებს. La Clinique-ის პრემიუმ ბრენდების შეძენა უკვე ონლაინ მაღაზიაშიცაა შესაძლებელი.