#მოდა

ქეით მოსი x ZARA

გაზიარება:

Zara 2024 წელს ყველაზე შთამბეჭდავი კოლაბორაციით ასრულებს. ეს იქნება ბრიტანელი სუპერმოდელის, ქეით მოსისა და სწრაფი მოდის ბრენდის კოლაბორაცია. თუკი უახლოეს მომავალში წვეულებაზე წასვლას გეგმავთ და გარდერობში შესაფერისი არაფერი გაქვთ, კალენდარში 30 ნოემბერი მოინიშნეთ და ქეით მოსის რჩეულ კოლექციას დაელოდეთ. უახლესი კოლექცია, რომელიც ქეით მოსმა დიდი ხნის ნაცნობ სტილისტთან, კეტი ინგლისთან ერთად შექმნა, მოდელის პირადი გარდერობითაა ინსპირირებული.

zara, kate moss, ზარა, ქეით მოსი

Zara x Kate კოლექცია ნოსტალგიური 90-იანების სტილის დაბრუნებაა. ფოტოგრაფების მერტ ალასისა და მარკუს პიგოტის დამსახურებით, ქეითის საკულტო სტილი ამ კამპანიის ნაწილი გახდა. კოლექცია 30-ზე მეტ ნივთს მოიცავს, მათ შორის გველის ტყავის მინი ქვედაბოლოს, შიფონის ბოჰემურ პერანგებს და მაქმანებიან ზედასაც კი. შთაბეჭდილება დაგრჩებათ, რომ თითოეული სამოსი ქეითის 90-იანი წლების პაპარაცული ფოტოებიდანაა აღებული.

კოლექციაში მატერიალიზებულია ქეითის შთაგონებები, როგორებიცაა Studio 54, ლედ ზეპელინი და ლორენ ჰატონი. სამივე მათგანის სტილი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულია, მაგრამ ის, რაც ქეითის სტილს უნიკალურს ხდის - სუპერმოდელს შეუძლია ერთმანეთთან შეუსაბამო სამოსი იდეალურად შეახამოს. ქეით მოსს შეუძლია ერთდროულად იყოს როკ ვარსკვლავი და ღირსეული ლედი, დახვეწილი, მაგრამ ამავდროულად გამომწვევი.

zara, kate moss, ზარა, ქეით მოსი

ქეითს შეუძლია ყველანაირი ხასიათი მოირგოს და თავადაც შთაგაგონოთ. კოლექციიდან გამომდინარე შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ მოდის ქალღმერთსაც აქვს თავისი ნოსტალგიური მუდბორდი, რომელსაც ახლა მოდის მოყვარულებსა და მიმდევრებს უზიარებს. მაგალითად, აბრეშუმი პიჯაკები და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები გვიან ღამით ნაომისთან ერთად ქუჩებში მოსეირნე ქეითს მოგაგონებს. მოკლე, მბზინვარე კაბა ვიწრო ქამრით კი, თითქმის იდენტურია კაბის, რომელიც მას 2005 წლის გლასტონბერის ფესტივალზე მაღალყელიან ჩექმებთან ერთად ეცვა. ასევე, კოლექციაში შევხვდებით ტყავის მოსაცმელებს, სამოსს მეტალის ეფექტითა და ყვავილებიანი პრინტით, რაც როკ-ენ-როლისა და ლორენ ჰატონის დახვეწილი სტილის ნაზავია. 

zara, kate moss, ქეით მოსი, ზარა

სუპერმოდელი 50 წლის ასაკშიც არ კარგავს თავის მიმზიდველობასა და ხასიათს. ქეით მოსი არის ძლიერი, მიმზიდველი, შემდგარი ქალის მაგალითი და ამ ხასიათს ატარებს კამპანიაც. სადაც იკითხება ერთგვარი მესიჯი - მოირგე სუპერმოდელის გარდერობიდან გადმოღებული ტანსაცმელი და შენც გახდი „cool girl”. კოლექციის გასაყიდად ჩაშვებამდე სულ რამდენიმე დღე რჩება, ჩვენ კი მანამდე შეგვიძლია  ვიმსჯელოთ, იქნება თუ არა ეს ყველაზე მომგებიანი კამპანია ზარასთვის.

ზარა, ქეით მოსი, zara, kate moss

ზევით