#მოდა

VICTORIAS'S SECRET-ის გრანდიოზული დაბრუნება

გაზიარება:

დაბრუნებაც არის და დაბრუნება! Victoria's Secret-ის შოუმ, რომელიც 6 წლის შემდეგ პირველად ჩატარდა, დიდი ხმაური და აჟიოტაჟი გამოიწვია.  მოლოდინი გამართლდა, პოდიუმზე სამოდელო სამყაროს ყველაზე ხმამაღალი მოდელები ვიხილეთ. თუმცა  "ანგელოზი", რომელსაც ყველაზე მეტად ელოდა ქართველი ხალხი, მატილდა გვარლიანი გახლავთ. Looksmodels-ის მოდელი 14 წლის ასაკში პირველად „თბილისის მოდის კვირეულის“ ჩვენებაზე გამოჩნდა და მას შემდეგ ქართველებისა და თუ მსოფლიოს გულებს იპყრობს.

მატილდა გვარლიანი

დაახლოებით 6-7 წლის ვიყავი როდესაც პირველად ვნახე „ვიქტორია სეკრეტის“ შოუ და მაშინვე დავიწყე მიბაძვა და ოცნება, რომ ოდესმე მათ გვერდით გამევლო

victorias secret

ბრენდმა მოდა, ფრთები, მუსიკა და შოუ კვლავ გააერთიანა და გრანდიოზული comeback გააკეთა. მოგვნატრებია? დიახ!

თუმცა, სკანდალი, რის გამოც Victoria's Secret-ი დროებით რადარებიდან გაქრა, გახლდათ მუდმივი კრიტიკა და დაპირისპირება, რომ ბრენდი სილამაზის არარეალური სტანდარტების პოპულარიზებას ეწეოდა და ინკლუზიურობას საერთოდაც არ ცნობდა. როგორც ხედავთ, ბრენდმა გაითვალისწინა წინა წლების შეცდომები და plus ზომის მოდელები და plus 50 ასაკის მოდელებიც კი ვიხილეთ პოდიუმზე. 

victorias secret show

საღამო სიურპრიზებით სავსე იყო. Victoria's Secret-ის დაბრუნებასთან ერთად სუპერ მოდელის, ტაირა ბენქსის დაბრუნებაც ვიხილეთ, რომელმაც 19 წლის წინ დაასრულა კარიერა და არც ერთხელ არ გამოსულა პოდიუმზე მას შემდეგ.

tyra banks victoria's secret show

VS-ის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ანგელოზი, ადრიანა ლიმა, ტაირა ბენქსის მსგავსად, პოდიუმს დაუბრუნდა. 43 წლის მოდელმა დაამტკიცა რომ კვლავ ფორმაშია. 

ადრიანა ლიმა

ანგელოზებიდან განსაკუთრებულ ყურადღებას დები ჰადიდები იმსახურებენ. Victoria's Secret-ის ჩვენება ჯიჯი ჰადიდმა ვარდისფერ ფრთებმოსხმულმა გახსნა. საღამოს კულმინაციის დროს კი, დები ჰადიდები შერის მუსიკის ქვეშ წითელ საცვლებსა და წითელ ფრთებში გამოჩნდნენ.

ჰადიდი, ბელა, ჯიჯი, bella and gigi hadid

bela haddid

ანგელოზები არ არის ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ვიქტორია სეკრეტის მოდის ჩვენებამ მსოფლიო მედიის ყურადღება მიიპყრო. ტრიუმფალური დაბრუნება ბრენდმა  გასაოცარი მუსიკალური ლაინაფით აღნიშნა, რომელიც ვარსკვლავთცვენითა და არტისტების ეკლექტიკური შემადგენლობით გამოირჩეოდა.

დინამიკური ტრიო - მუსიკალური ლეგენდა Cher, იაპონელი მომღერალი Lisa და პოპიანოს დედოფალი Tyla - ფეიერვერკული შოუებით წარდგნენ და დამსწრე საზოგადოება ფეხზე დააყენეს. საღამო ბაიკზე "ამხედრებული" ლიზას პერფორმანსით გაიხსნა.  იაპონელმა ანიმე მომღერალმა Rock Star შეასრულა და თავის გუნდთან ერთად პოდიუმზეც გაიარა.

lisa, anime, singer

Victoria's Secret-ის შოუზე ნიუ-იორკში ნამდვილი Women Power და ამავდროულად უამრავი, უსაზღვრო ინდივიდუალური სილამაზე ვიხილეთ. ბრენდიც ამას აღნიშნავს, რომ ხასიათი და გამბედაობა იყო მთავარი კრიტერიუმები ჩვენებისთვის მოდელების შერჩევისას. Victoria's Secret-ი ახლა აქცენტს აკეთებს მრავალფეროვნებაზე - ხასიათისა და სხეულის მრავალფეროვნებაზე და ეს ასე სწორია!

Jill Kortleve

Alessandra Ambrosio, victoria's secret show

ზევით