TheDiary-ს რედაქტორებმა თქვენთვის 2024 წლის სუნამოების ტოპ სია შეადგინეს. ჩვენ გვჯერა რომ ყველა ზაფხულს თავისი სურნელი აქვს, თუმცა თქვენი გადასაწყვეტია მას თაფლის, მანგოს თუ ქოქოსის სურნელი ექნება.
Kilian, Sunkissed Goddess
თეთრი ქვიშის სანაპიროზე, სადღაც ოკეანეზე ირუჯებით, ხელთ კი ყველაზე გემრიელი საზაფხულო კოქტეილი გიჭირავთ, ზუსტად ამის გემო აქვს კილიანის ამ საზაფხულო სურნელს.
ძირითადი ნოტები: ბერგამოტი, ტიარის ყვავილი, ქოქოსი
Loewe, Paula’s Ibiza Cosmic
ქოქოსი, წვნიანი მანგო და მსხალი - მათი ნაზავი სურნელს ისეთს ტკბილსა და გემრიელს ქმნის, რომ ფრთხილად იყავით, ვინმეს თქვენი ჩაკბეჩა არ მოუნდეს.
ძირითადი ნოტები: ქოქოსი, კედრის ხე, სანდლის ხე, მსხალი, მანგო.
Jo Malone, Frangipani Flower Cologne
ეს სურნელი კარიბის ზღვის ან ბალის ეგზოტიკურ კუნძულებზე გამოგზაურებთ.
ძირითადი ნოტები: ფრანჯიპანი, სანდლის ხე, ჟასმინი.
Tom Ford, Vanilla Sex
თუკი, 2024 წლის ზაფხულის სურნელად Tom Ford-ის ამ ვანილივით გემრიელ სუნამოს აირჩევთ, მოემზადეთ გაუთავებელი კომპლიმენტებისთვის, თუ რამდენად სასიამოვნო სურნელი გაქვთ.
ძირითადი ნოტები: ქარვა, ვანილი, სანდლის ხის ესენცია.
Gucci,The Heart of Leo
ხილისა და კვამლის სურნელი, ტკბილისა და მჟავის, შავი მოცხარისა და საკმევლის ნოტები - ეს სუნამო პიკანტური სურნელის მოყვარულებისთვისაა.
ძირითადი ნოტები: შავი მოცხარი, მირო, ქარვა, საკმეველი.