სპირულინას სასარგებლო თვისებები

ალბათ ბევრი გსმენიათ სპირულინას სარგებლობო თვისებების შესახებ, თუმცა, დღეს გვსურს უფრო დეტალურად ჩავეძიოთ მის ბუნებას და გამოვიკვლიოთ თუ რატომ არის ის ასეთი სასარგებლო ჯანმრთელობისთვის.

რა არის სპირულინა

სპირულინა ლურჯ-მწვანე წყალმცენარეა და იზრდება თბილ, მტკნარ წყალში. ის ხელს უწყობს ორგანიზმის გაწმენდას, გამოჰყავს ტოქსინები და შლაკები, ვინაიდან მის შემადგენლობაში შემავალი ქლოროფილი წარმოადგენს ბუნებრივ გამწმენდ საშუალებას. თუმცა, ეს სრული სურათი არ არის.

სპირულინა შეიცავს:

• ვინაიდან ეს არის 60% მცენარეული ცილა, უხვად შეიცავს ამინომჟავებს;
• ვიტამინი A-ს,
• ვიტამინი K-ს,
• ვიტამინი B1-ს
• ვიტამინი B2-ს,
• ვიტამინი B3-ს,
• ვიტამინი B12-ს,
• კალციუმს,
• რკინას,
• მაგნიუმს
• თუთიას,
• მანგანუმს,
• ნატრიუმს,
• კალიუმს,
• ფიტონუტრიენტებს (ბუნებრივი ნაერთები, რომლებიც გვხვდება მცენარეულ საკვებში და აქვთ ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლო თვისებები),
• ანტიოქსიდანტებს.

თუ ეს ჩამონათვალი თქვენთვის საკმარისია და უკვე გაინტერესებთ თუ სად შეგიძლიათ შეიძინოთ, გთავაზობთ ონლაინ შოპინგს. სპირულინა ხელმისაწვდომია სხვადასხვა სახის დანამატების სახით, მათ შორის აბების, ტაბლეტების ან ფხვნილის:

სპირულინა

ყიდვა

თუ კი უფრო მეტი ინფორმაცია გჭირდებათ გადაწყვეტილების მისაღებად, გაეცანით თუ რა კონკრეტული სარგებელი მოაქვს ჯანმრთელობისთვის ამ მწვანე ჯადოქრობას. 

სპირულინას სასარგებლო თვისებები:

• ასუფთავებს ორგანიზმს ტოქსიკური ქიმიური ნაერთებისგან;
•  აძლიერებს იმუნურ ფუნქციას;
• ანთების საწინააღმდეგოა; 
• ამცირებს ტვინის დაზიანებას, რაც დასტურდება 2005 წელს ორეგონის სახელმწიფო უნივერსიტეტის კვლევით;
• ჰარვარდის სამედიცინო სკოლის კვლევა აჩვენებს, რომ სპირულინა შეიძლება ეფექტური იყოს აივ ინფექციის საწინააღმდეგოდ.
• მას შეუძლია დაბლოკოს ჰისტამინის გამოყოფა, რაც ალერგიული რეაქციების დროს ხდება;
• ითვლება, რომ კიბოს საწინააღმდეგო ეფექტი აქვს;
• არაერთი ადამიანი პირადი გამოცდილებით ამბობს, რომ მას დაბერების საწინააღმდეგო თვისება აქვს. ზოგი დაბეჯითებით ამბობს, რომ ჭაღარაც კი შეუმცირა;
• ზრდის ენერგიულობას;
• ბლოკავს ვირუსული უჯრედების გავრცელებას;
• ახდენს საჭმლის მომნელებელი მჟავების ნორმალიზებას;
• ადვილად შეიწოვება ადამიანის ორგანიზმის მიერ.

ყიდვა

რეკომენდებული დოზა

სპირულინას რეკომენდებული დოზა ჯანმრთელი მოზრდილებისთვის 5000-დან 10000 მილიგრამამდეა დღეში. თუმცა, სჯობს კონკრეტული მწარმოებლის ეტიკეტს გაეცნოთ მიღებამდე. 

სად შევიძინოთ

საქართველოს ბაზარზე სპირულინა შეგიძლიათ ორგანიკაში იპოვით, ეს მაღაზია მას სხვადასხვა ფორმით გვთავაზობს.

სპირულინას გვერდითი ეფექტები

მიუხედავად იმისა, რომ სპირულინას გვერდითი მოვლენების ძალიან მცირე რაოდენობაა დაფიქსირებული, გაითვალისწინეთ შემდეგი: 

• გაიარეთ კონსულტაცია პირად ექიმთან; 
• შეიძლება გამოიწვიოს გულისრევის შეგრძნება, განსაკუთრებით ფხვნილმა, ვინაიდან აქვს მძაფრი თევზის სუნი და გემო;
• წყურვილი; 
• დაფიქსირდა ყაბზობა;
• კანის ქავილი; 
• დაფიქსირდა ღვიძლის დაზიანება - განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ სპირულინა დაკრეფილია უკონტროლო პირობებში. ამ პროდუქტის ხარისხი ძალიან მნიშვნელოვანია;
• სპირულინას ეფექტი ორსულ და მეძუძურ ქალებზე ცნობილი არ არის. თუ ძუძუთი კვებავთ ან ორსულად ხართ, მიმართეთ ექიმს სპირულინას მიღებამდე;
• სპირულინამ შეიძლება მოახდინოს რეაქცია თუ კი არტერიული წნევის, დიაბეტის, ანტიჰისტამინურ პრეპარატებს, იღებთ, შესაბამისად, კონსულტაცია პირად ექიმთან აუცილებლად გაიარეთ;
• სპირულინა წონის დაკლების, გულისა და კიბოს სამკურნალო საშუალებებთან ერთად შესაძლოა ტოქსიკური იყოს თირკმელებისთვის.

ზევით