თუ ამ კვირა დღეს თქვენში მიძინებულმა კულინარმა გაიღვიძა, მაშინ კრაკელინით და ფორთოხლის კრემით დამზადებული შუს რეცეპტი ნუცა სურგულაძისგან და ანა მითაიშვილისგან, სწორედ ის იდეალურად შერჩეული რეცეპტია, რომლითაც დღე უნდა გაიმრავალფეროვნოთ.
შუს ცომისთვის დაგვჭირდება:
• წყალი 460 გრ
• კარაქი 175 გრ
• ფქვილი 255 გრ
• შაქარი 1/2 ჩკ
• მარილი 1/2 ჩკ
• ვანილი 1 შ
• კვერცხი 6 ც
ფორთოხლის კრემისთვის დაგვჭირდება:
• ფორთოხლის ცედრა 2 ც
• ფორთოხლის წვენი 1,5 ც
• შაქარი 100 გრ
• მარილი 2 გ
• კვერცხი 3 ც +2 ც კვერცხის გული
• კარაქი 50 გრ
კრაკელინისთვის დაგვჭირდება:
• ყავისფერი შაქარი 80 გრ
• ფქვილი 80 გრ
• კარაქი 80 გრ
მომზადების წესი:
შუს მოსამზადებლად, კარაქი გავადნოთ წყალში. დავუმატოთ შაქარი, მარილი და ვანილი. როგორც კი წამოდუღდება ჩავყაროთ ფქვილი, სათქვეფით ან სილიკონის ჯოხით კარგად გავხსნათ ფქვილი მასაში.
ცომი უნდა ჩაშუშდეს და სითხე აორთქლდეს. გადმოვდგათ გაზქურიდან ოდნავ შესაგრილებლად. სათითაოდ შევათქვიფოთ კვერცხი ცომს, გნებავთ ხელის სათქვეფით შეათქვიფეთ კვერცხი ცომს, გნებავთ მიქსერით. მომზადებული ცომი უნდა ჩერდებოდეს მიქსერის თავზე, არ უნდა იყოს თხელი.
სულ ეს არის შუს ცომი მზად არის, გადავიტანოთ საკონდიტრო ტომარაში , ავიღოთ კრემის მსხვილი თავი და დავსვათ გამოსაცხობ თუნუქზე შუ. ზომას თავად საზღვრავთ. შეეცადეთ ტომარაში ცომის მოთავსებისას არ გაგყვეთ ჰაერი.
აუცილებლად დააცილეთ ერთმანეთს შუ და გამოიყენეთ პერგამენტის ქაღალდი. კრაკელინისთვის გავაერთიანოთ ყველა ინგრედიენტი ჩოფერში, შემდეგ გავაბრტყელოთ პერგამენტზე, მაცივარში გავაცივოთ. შემდეგ ამოვჭრათ რგოლები და დავადოთ შუს.
ღუმელი გააცხელეთ 200 გრადუსზე, მოათავსეთ შუ.
2 წუთში 180 გრადუსზე დააყენეთ. არ გააღოთ ცხობის პერიოდში ღუმელის კარი. ცხობას მიაქვს დაახლოებით 20-30 წუთამდე. ცომი გაიზრდება მოცულობაში და მიიღებს ოქროსფერს.
როდესაც შუ გამოცხვება გათიშეთ ღუმელი და დატოვეთ რამოდენიმე წუთით ნამცხვარი ღუმელში.
კრემისთვის ყველა ინგრედიენტი გავაერთიანოთ, გავთქვიფოთ კვერცხი და შაქარი, მარილთან ერთად. დავუმატოთ ფორთოხლის წვენი და ცედრა. შემოვდგათ ორთქლის აბაზანაზე და ვურიოთ სანამ არ გასქელდება, ბოლოს დავუმატოთ კარაქი და გავაგრილოთ.
დავკრემოთ შუ, ზემოდან მივაფრქვიოთ შაქრის ფანტელი და გემრიელად მივირთვათ.