შემოდგომის ტოპ 5 ფილმი

შემოდგომა ნელ-ნელა ეპარება თბილისს და მიუხედავად იმისა, რომ ოქტომბრისთვის საკმაოდ ცხელა, საღამოობით შეგვიძლია თბილ პლედში გავეხვიოთ, მოვიზამდოთ გემრიელი ჩაი ან გლინტვაინი და საშემოდგომო ფილმების ყურებას შევუდგეთ.

ოქტომბრის ცა

"ოქტომბრის ცა" ოცნებებზე და მიზნებზე, ეს შთამაგონებელი დრამაა, რომელიც ჰომერ ჰიკამის რეალურ ისტორიაზე დაფუძნებული. ახალგაზრდას დასავლეთ ვირჯინიაში, ერთადერთი მომავალი ესახება - მამამისის კვალს გაჰყვეს და ადგილობრივ ქვანახშირის მაღაროში დაიწყოს მუშაობა. მაგრამ ყველაფერი იცვლება 1957 წლის შემოდგომაზე. კაცობრიობა პირველ ხელოვნურ თანამგზავრს კოსმოსში უშვებს. „ოქტომბრის ცა" წიგნის „რაკეტის ბიჭები" სათაურის ანაგრამაა. Universal Pictures-მა სათაურის შეცვლა, რათა ფართო აუდიტორიისთვის მიმზიდველი გაეხადა ფილმი. კინოსურათის წარმატების შემდეგ, გამომცემლობამ წიგნი ხელახლა გამოსცა, მაგრამ უკვე სახელწოდებით „ოქტომბრის ცა". ნაწარმოები გვიამბობს ამბავს, რომელიც 1950-იანი წლების ბოლოს ვითარდება და კოსმოსური ეპოქის დასაწყისში განვითარებულ მოვლენებს ეხება.

პატარა ქალები

ლუიზა მეი ოლკოტის რომანის გმირებზე არაერთი ეკრანიზაცია გვიხილავს, თუმცა გრეტა გერვიგის "პატარა ქალები" ერთ-ერთი საუკეთესო შესრულებაა. ფილმი „ოსკარის“ დაჯილდოებაზე ექვსი ნომინაციის ლაურეატი გახდა, მათ შორისაა საუკეთესო სურათი, საუკეთესო მსახიობი, საუკეთესო ადაპტირებული სცენარი. ფილმი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ ოთხ დაზეა, მოქმედება კი შეერთებულ შტატებში სამოქალაქო ომის დროს ვითარდება.

მონა ლიზას ღიმილი

კეთრინ ენ ვესტონი მასაჩუსეტსის პრესტიჟული კოლეჯის ლექტორი ხდება, სადაც ახალგაზრდა ქალებში ნამდვილ რევოლუციას ახდენს. ახალგაზრდა მასწავლებელი ქალი მოსწავლეებს ინტელექტუალურ თავისუფლებასა და საკუთარი თავის რწმენას ასწავლის. ფილმი ასახავს თუ რა როლი და ადგილი ჰქონდათ ქალებს 1950–იანი წლების ამერიკაში.

კრამერი კრამერის წინააღმდეგ

ფილმი დასტინ ჰოფმანის ან მერილ სტრიპის მონაწილეობით ყოველთვის რაღაც განსაკუთრებული და შთამბეჭდავია. კრამერი კრამერის წინააღმდეგ - ევერი კორმენის ამავე სახელწოდების რომანის (1977) ეკრანიზაციაა, რომელსაც რობერტ ბენტონმა 1979 წელს ფილმის სახით ფრთები შეასხა. ფილმი ჰოფმანისა და სტრიპის გმირების ურთიერთობის და მათი ერთადერთი შვილისთვის ბრძოლის ირგვლივ ვითარდება.

KNIVES OUT

სცენარი ცნობილი ნოველისტის, ჰარლინ თრომბის ირგვლივ ვითარდება, რომელსაც საკუთარ სახლში, საკუთარი დაბადების დღის შემდეგ გარდაცვლილს პოულობენ. გამოძიებაში ცნობისმოყვარე და თავაზიანი დეტექტივი, ბენოიტ ბლანკი ერთვება. ფილმმა, რომლის რეჟისორიც და სცენარის ავტორიც რაიან ჯონსონი გახლავთ, არაერთი ნომინაცია და ჯილდო მოიპოვა.

ზევით