ყველაზე მელანქოლიური სეზონის დადგომასთან ერთად, გარდერობის განახლების დროც დადგა, შემოდგომა-ზამთრის ყველაზე მნიშვნელოვანი შენაძენი კი ტრენდული და ხარისხიანი ფეხსაცმელია. ინსპირაციისთვის ICR-ის კატალოგი დავათვალიერეთ და SCARPIERA-ს ყველაზე ახალგაზრდულ კოლექციაზე შევჩერდით, რომელიც ქალისა და მამაკაცის ტრენდულ ფეხსაცმელსა და აქსესუარს გვთავაზობთ.
SCARPIERA-ს ბრენდი ექსკლუზიურად საქართველოს ბაზრისთვის შეიქმნა, მისი კონცეფცია და ძირითადი მიზანი მომხმარებლისთვის თანამედროვე, უახლესი მოდის ტენდენციების მიხედვით შექმნილი კოლექციების შეთავაზებაა, რომლის რომლის წარმოების დროსაც, მაქსიმალური ყურადღება ენიჭება ეკოლოგიურად სუფთა მასალების დამუშავებას და გამოყენებას.
SCARPIERA-ს კატალოგში ქალისა და მამაკაცის ყოველდღიური, გამოსასვლელი, თუ სპორტული მოდელების პოვნაა შესაძლებელი. Pepe Jeans, Munich, Crocs, Steve Madden, Gap, Bullboxer და Menbur-ის საერთაშორისო ბრენდების მიღმა, სკარპიერას ლეიბლის მოდელები, ექსკლუზიურად იტალიელი დიზაინერების მიერ იქმნება და აღმოსავლეთ ევროპაში, საუკეთესო გლობალური მწარმოებლების ქარხნებში იკერება.
SCARPIERA-ს კატალოგში სასურველი მოდელი ნებისმიერი გემოვნების მქონე მომხმარებლისთვის მოიძებნება.
“იყავით მოდური, თუმცა არ დაკარგოთ ინდივიდუალიზმი” - ამ ფრაზით გამოხატავს ბრენდი საკუთარ მიდგომას მომხმარებლის მიმართ.
მოკლედ, შემოდგომა-ზამთრის ფეხსაცმლის ძიებისას, SCARPIERA-ს კატალოგს თვალი აუცილებლად უნდა გადაავლოთ, მანამდე კი გრილი სეზონის Look-ების ინსპირაციისთვის SCARPIERA x The Diary-ის ედითორიალს გთავაზობთ.
Photo: Ika Pirveli
Make up: Nail Bar #1 - Burlai Anastasia, Arakelova Anahit