#კულინარია

საუკეთესო ქალაქში: ტოპ 5 ყავის კაფე თბილისში, სადაც მყუდრო გარემო დაგხვდებათ

გაზიარება:

თბილისი ყავის კაფეების ნაკლებობას რომ არ უჩივის, საიდუმლო არავისთვისაა. თუმცა, ისიც მოგეხსენებათ, რომ საუკეთესო ყავის მარცვლებითა და ბონუსად კომფორტული გარემოთი, რასაც ჩვენი ჯადოსნური სასმლის მოყვარულები ასე დაჟინებით დავეძებთ, ყველა მათგანი ვერ დაიკვეხნის. მათ, ვისაც კაფეში მშვიდად მოკალათება, ფინჯანი ყავის არომატით ტკბობა და პარალელურად მეცადინეობა, ან სულაც დისტანციურად მუშაობა სურს, თათა მორჩილაძის პირადი ბლოგი - My Cappuccino Mornings ტოპ 5 ყავის კაფეს წარმოუდგენს:

1. Intelligentsia Coffee Bar 

კაფე ინტელიგენციას კუს ტბაზე, სხვა უპირატესობებთან ერთად, ჩემთვის განსაკუთრებული დატვირთვაც აქვს. ამ ბლოგის იდეა, სწორედ ინტელიგენციაში დაიბადა, ეს ადგილი ჩემთვის დღემდე რჩება ერთ-ერთ საუკეთესო სამუშაო ადგილად.

2. Santino Modcoffeebar Tbilisi 

ეს გახლავთ ორ სართულიანი საკმაოდ მშვიდი და მყუდრო კაფე. სანტინოს მეორე სართული არ გახლავთ ლეპტოპით მოსარგებლეთათვის განკუთვნილი, თუმცა შაბათ დილას აქ იმდენად ცოტა ადამიანია და გარემოც ისეთი კომფორტულია, რომ სამეცადინოდ იდეალურ ლოკაციას წარმოადგენს. თუ მუშაობას გადაწყვეტთ, მაშინ თქვენი ლეპტოპით შეგიძლიათ კაფეს პირველ სართულზე განთავსდეთ.

მე აქცენტს პირად გამოცდილებაზე ვაკეთებ, თავად დავდივარ და ვარჩევ კაფეებს, სადაც შეგიძლიათ გემრიელად ისაუზმოთ და პარალელურად იმუშაოთ ან სულაც იმეცადინოთ - თათა მორჩილაძე.

3. Radisson RED Tbilisi 

მიუხედავად იმისა, რომ ეს კაფე რამდენიმე თვის წინ გაიხსნა, ის ჩემს სიაში უკვე იკავებს საპატიო ადგილს. მართალია, კაფე სასტუმროს ეკუთვნის, თუმცა ის ხალხმრავლობით არ გამოირჩევა და შეგიძლია დაჯდე და ყავა სიმშვიდეში დალიო.

4. Slink Café

ეს კაფე სულ ახლახან აღმოჩნდა ჩემს სერიაში. სლინკ კაფეს ბევრი დეტალი აქვს იმისათვის, რომ მან დისტანციურად მომუშვეთა გულები მოიგოს.

5. Puri Guliani 

არა მხოლოდ სამუშაოდ და ყავის დასალევად, ეს ადგილი განსაკუთრებულია ჩემთვის თითქმის ყველა სიტუაციაში. პური გულიანი არის ადგილი, სადაც დროს ყოველთვის გამორჩეულად ვატარებ.

ზევით