#კულინარია

სალათა ხრაშუნა ბადრიჯნით - შეფ დავითის რეცეპტი

გაზიარება:

დავით გამსახურდია ახალგაზრდა მზარეულია, რომელიც Thediary-ს მკითხველს ხრაშუნა ბადრიჯნის რეცეპტს გვთავაზობს.

ინგრედიენტები:

- ბადრიჯანი 80 გრ

- პომიდორი 150 გრ

- პიტნა 5 გრ

- ქინძი 10 გრ

- რეჰანი 5 გრ

- კრემ-ყველი 30 გრ

- გოგრის თესლი 3 გრ

- ტკბილ-ცხარე სოუსი 15 გრ

- სეზამის ზეთი 5 გრ

- სიმინდის სახამებელი 20 გრ

მომზადების წესი: 

პომიდორი დავჭრათ საშუალო ზომაზე, დავუმატოთ მწვანილი და მოვასხათ ტკბილ-ცხარე სოუსი და სეზამის ზეთი.

მთავარი ინგრედიენტი, ბადრიჯანი კი ამავდროულად კუბიკებად დავჭრათ, მოვაყაროთ მარილი და ცოტაოდენი მცენარეული ზეთი, შევურიოთ სიმინდის სახამებელს და დიდი რაოდენობით ზეთში მანამ ვხარშოთ, სანამ ოქროსფერ ელფერს არ მიიღებს.

ჩვენი ხრაშუნა ბადრიჯანი შევურიოთ წინასწარ მომზადებულ პომიდორს მწვანილით, ტკბილ-ცხარე სოუსითა და სეზამის ზეთი, ლამაზად მოვათავსოთ თეფშზე, დავამატოთ კრემ-ყველი და მოვაყაროთ გოგრის თესლი.

ბადრიჯნის სალათი

გაამოთ!

ზევით