The Diary-ის რედაქცია მიქსოლოგის სამყაროში გიწვევთ, სადაც კოქტეილების დამზადება ერთგვარი ხელოვნებაა. დარწმუნებული ვართ, ჩვენი სადღესასწაულო კოქტეილი აუცილებლად გასაოცარ შთაბეჭდილებას მოახდენს თქვენი საახალწლო სუფრის სტუმრებზე. წარმოგიდგენთ დარიჩინის სანგრიას რეცეპტს.
ინგრედიენტები:
• 1 ჭიქა შაქარი
• 2 დარიჩინის ჩხირი
• 1 ჭიქა მოცვი, ახალი ან გაყინული
• 2 ბოთლი წითელი ღვინო
• 1/2 ჭიქა ფორთოხლის ლიქიორი Cointreau
• გალა ვაშლი
• 1 ოდნავ მომწიფებული მსხალი
• 1 პატარა ფორთოხალი
• 1 მანდარინი
მომზადების წესი:
1) 1 ჭიქა შაქარი 1 ჭიქა წყალთან შეურიეთ და მაღალ ცეცხლზე ადუღებამდე მიიყვანეთ. ადუღეთ დაახლოებით 2 წუთი, სანამ შაქარი სრულად არ გადნება. ქვაბი გადმოდგით ცეცხლიდან, დაუმატეთ დარიჩინის ჩხირები და გააციეთ ოთახის ტემპერატურამდე.
2) მოცვი მოათავსეთ თასში და დაუმატეთ დარიჩინიანი სიროფი. შედგით მაცივარში მინიმუმ 2 საათით. გაციების შემდგომ მოცვი და დარიჩინის ჩხირები მოაცილეთ სითხეს.
3) მიღებულ სითხეს შეურიეთ ღვინო და ლიქიორი, ასევე მოათავსეთ ვაშლის, მსხლის, ფორთოხლის და მანდარინის ნაჭრები, მჭიდროდ დაახურეთ თავსახური და შედგით მაცივარში სუფრაზე მიტანამდე. სანამ სუფრაზე გაიტანთ მორთეთ ხილის ნაჭრებით.
გემრიელად მიირთვით!
x
TheDiary team