#ჯანსაღი ცხოვრება #სალზამთრო

რომელი ზეთია საშიში ჯანმრთელობისთვის?

გაზიარება:

შემწვარ საკვებს ძალიან ცუდი რეპუტაცია აქვს, რადგან ასოცირდება დიდი რაოდენობით გაცხელებულ ცხიმთან და ზედმეტ კილოგრამებთან. თუმცა, ცხიმი არა მარტო საჭიროა ჩვენი ორგანიზმისთვის, არამედ აუცილებელიც კი არის! რაც შეეხება საკვების შეწვას, არც ეს წარმოადგენს დანაშაულს, თუ ვიცით რომელი ცხიმი გამოვიყენოთ, რამდენი და  როგორ.

სანამ გადავალთ რჩევებზე თუ რომელი ზეთი გამოიყენოთ, აგიხსნით თუ რას წარმოადგენს ცხიმი. სწორედ ამაზეა დამოკიდებული თუ როგორ გამოვიყენოთ მისი სხვადასხვა სახეობა.

საქმე იმაშია, რომ ყველანაირი ცხიმი რომელსაც ვხვდებით ცხოველური იქნება ეს  და მცენარეული, შეიცავს სხვადასხვანაირი თანაფარდობის ცხიმოვან მჟავებს. ცხიმოვანი მჟავები კი სამ ტიპად იყოფა: ნაჯერი, მონოუჯერი, პოლიუჯერი და არის ცხიმის საშენი მასალა. სწორედ ამ სამი ტიპის სხვადასხვა თანაფარდობითაა განპირობებული ცხიმის სიმკვრივე.

მაგალითად, კარაქი, ღორის ქონი, ქოქოსის ზეთი, პალმის ზეთი, შედგება ძირითადად ნაჯერი ცხიმოვანი მჟავებისგან, რაც იმას ნიშნავს, რომ ნახშირბადის ჩონჩხს წყალბადის მაქსიმალური რაოდენობა უკავშირდება. ასეთ დროს ცხიმის მოლეკულები სწორხაზოვნად განლაგდება და ცხიმი მყარია.

რაც შეეხება მცენარეულ თხევად ცხიმებს, მათში ვხვდებით ორმაგ ერთ ბმას (მონოუჯერი) ან ორმაგ მრავალ ბმას (პოლიუჯერი), რაც  მოლეკულას აძლევს კლაკნილ ფორმას და თხევად კონსისტენციას. სწორედ მოლეკულური სტრუქტურა განსაზღვრავს ტემპერატურის მიმართ გამძლეობას.

ტემპერატურის მიმართ ყველაზე გამძლე უჯერი ცხიმოვანი მჟავებია.

თუმცა, აღსანიშნავია, რომ ცხოველური წარმოშობის ცხიმები, დაკავშირებულია სხვადასხვა ქრონიკული არაგადამდები დაავადებების განვითარებასთან, როგორიცაა გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და დიაბეტი. ამიტომ არ არის რეკომენდირებული მათი შესაწვავად გამოყენება.

მოერიდეთ კარაქის, ღორის ქონის და პალმის ცხიმის საკვებად გამოყენებას

ხოლო , რაც შეეხება ქოქოსის კარაქს, ცხოველური ნაჯერი ცხიმებისგან განსხვავებით, ზრდის ორგანიზმში კარგ ქოლესტერინსაც, თუმცა მისი ხშირი გამოყენება მაინც არ არის რეკომენდირებული.

მონოუჯერი და პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავები.

ტემპერატურის მიმართ გამძლეობის მიხედვით, ზეთები, რომელიც მაღალი მონოუჯერი ცხიმოვანი მჟავების შემცველობით ხასიათდება - საუკეთესოა.

იმის გამო, რომ აქვთ მხოლოდ ერთი ორმაგი ბმა, ოქსიდაციის ხარისხი დაბალია და აქვთ მაღალი შებოლვის ხარისხი, რაც ნიშნავს იმას, რომ უძლებს მაღალ ტემპერატურას საშიში ნივთიერებების გამოყოფის გარეშე. თუმცა, აქვე გასათვალისწინებელია, რომ ხანგრძლივი მაღალი ტემპერატურის ზემოქმედებით და მრავალჯერადად გამოყენებით, ოქსიდაციის ხარისხი იზრდება და ზეთი ხდება საშიში ჯანმრთელობისთვის.

ყველაზე ჯანსაღი მაგალითებია ზეითუნის ზეთი და ავოკადოს ზეთი

ზეითუნის ზეთის სარგებელზე უკვე მოგიყევით, დააკლიკეთ ფოტოზე, რათა გაიგოთ მეტი ზეითუნის ზეთის დადებით თვისებებზე.

რაც შეეხება ზეთებს პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავების მაღალი შემცველობით, ბევრი ორმაგი ბმის გამო, მეტად შედიან რეაქციაში ჟანგბადთან (მაღალია ოქსიდაციის ხარისხი), შესაბამისად მათი წვის ტემპერატურა ნაკლებია.

პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავების მაგალითებია: სიმინდის ზეთი, მზესუმზირის ზეთი, ყურძნის წიპწის ზეთი.

ნებისმიერი ზეთის დიდი ხნით სინათლეზე ან სითბოში გაჩერებისას, იზრდებს მისი ოქსიდაციის ხარისხი, შესაბამისად უფრო მარტივად გამოყოფს ორგანიზმისთვის საშიშ ნივთიერებებს. ამიტომ შეინახეთ ზეთი მუქ ბოთლში, სიგრილეში და სიბნელეში.

ასევე არსებობს  ცხიმის ყველაზე ცუდი ვარიანტი სახელად ტრანს-ცხიმები. ისინი მიიღება ჯანმრთელი მცენარეული ზეთების ჰიდროგენიზაციით, რაც მათ ამყარებს და ზრდის გამოყენების ვადას. ასეთი ცხიმების მინიმალური გამოყენებაც კი კავშირშია გულის დაავადებების, დიაბეტის და ანთებითი პროცესების განვითარებასთან ერთ-ერთი კვლევის თანახმად, ყოველდღიური კალორიებიდან 2 % ტრანს-ცხიმების მიღება გულის დაავადებების განვითარების რისკს ზრდის 23%-ით.

ტრანს-ცხიმების მაგალითები: მარგარინი, სპრედი.

მარგარინი
მინიმუმადე დაიყვანეთ კერძებში მარგარინის გამოყენება

სწორედ ცხიმის ტიპზე და და ხარისხზეა დამოკიდებული თუ რა ეფექტი ექნება შემწვარ საკვებს ადამიანის ჯანმრთელობაზე. ამიტომ ცხიმის ტიპის შერჩევისას ყურადღებით იყავით!

ზევით