როგორ მივიღოთ ლამაზი და ჯანსაღი რუჯი

ნებისმიერ დერმატოლოგს რომ კითხოთ მზის დამცავზე, იქნება ეს გახმაურებული ზაზა თელია, თუ სხვა ნაკლებად პოპულარული ექიმი, პასუხი იქნება ერთი - დებატების გარეშე! მზის დამცავი სახეზე სეზონის მიუხედავად სახის კანის მოვლის ყოველდღიურ რუტინაში აუცილებლად უნდა დაამატოთ და ეს განხილვასაც კი არ ექვემდებარება. თუმცა, როდესაც საუბარს ვიწყებთ რუჯზე და ჩვენი არდადეგების დაგეგმვას ვიწყებთ, ახალ საცურაო კოსტიუმთან ერთად, მზისგან დამცავი საშუალებების სწორად შერჩევაზეც უნდა დავიწყოთ ფიქრი. სამწუხაროდ, მზის UVA და UVB სხივებმა შეიძლება გამოიწვიოს არა მხოლოდ დამწვრობა, არამედ კანის ნაადრევი დაბერება და რაც ყველაზე საშინელია, კანის კიბოც კი.

დღეს, რედაქციის მიერ გამოცდილ მზისგან დამცავ პროდუქტებს წარმოგიდგენთ, რომლებიც ლამაზი რუჯის  მიღებაში დაგეხმარებათ და თან თქვენს კანსა თუ თმებს მზის მავნე სხივებისგან დაიცავს.

1. მზისგან დაცვა ტუჩებით დაიწყეთ. ხშირად გექერცლებათ და გისკდებათ ტუჩები ზაფხულშიც კი? იცოდეთ, ეს მზის მავნე სხივების ბრალია. ტუჩებს ერთ-ერთი ყველაზე სათუთი საფარი აქვს და მას განსაკუთრებული დაცვა სჭირდება. 

BABE SPF50+

ყიდვა

ესპანური წარმოების ტუჩის ბალმს მზისგან დამცავი ფაქტორით, დამატენიანებელი და აღმდგენი თვისებები აქვს. ეს ბრენდი ანტიალერგიულია და რეკომენდებულია ნებისმიერი ტიპის კანისთვის. 

2. სანამ აუზზე ან სანაპიროზე გასარუჯად გახვალთ, არც თმის დაცვა დაგავიწყდეთ. ულტრაიისფერი სხივების მოქმედებისგან თმაც არანაკლებ ზიანდება. სტრუქტურა უხეშდება, ფერი ხუნდება და მეტად მიდრეკილი ხდება მტვრევადობისკენ.

მზისგან დაცვა, profbeauty, გამოწერა, შამპუნი, ბალზამი
MILKSHAKE Incredible milk

ყიდვა

ამ პროდუქტს არაერთი ჯადოსნური თვისება აქვს: პირველ რიგში იცავს ულტრაიისფერი სხივებისგან, აღადგენს თმის სტრუქტურას, აფერხებს ბოლოების გაყოფას, ანიჭებს ბზინვარებას, იცავს და ინარჩუნებს თმის ფერს.

3. ჯერი სახის კანზე მიდგა. ზამთარ-ზაფხულ, ნებისმიერ ამინდში, მზის დამცავი თქვენს საუკეთესო მეგობრად აქციეთ. ჩვენი აღმოჩენა კორეული ბრენდი Mizon გახდა. ეს საცხი SPF-ით სტრუქტურულად მსუბუქია, თანაბრად ნაწილდება და კანის მიერ სრულად ხდება ათვისება. 

Mizon Spf, საცხი, კანის დავცა, მზისგან დამცავი, კორეული კოსმეტიკა, მიზონი
Mizon CICALURONIC SPF50+ 

ყიდვა

რაც ყველაზე მეტად გვიყვარს, ის ჰიპოალერგიულია. შეიცავს 5 ტიპის ჰიალურონის მჟავას, ალოეს, მწვანე ჩაისა და კიტრის ექსტრაქტებს. SPF 50+ PA+++ ბლოკავს UVA/UVB სხივებს და უზრუნველყოფს მაღალ დაცვას. წყალგამძლეა.

4. ახლა კი სხეულის დაცვაზეც ვიზრუნოთ. აუზზე გადიხართ თუ ზღვის/ოკეანის სანაპიროზე, წესი ერთია - მზის დამცავი თან უნდა იქონიოთ. სხეული აუცილებლად დაიცავით ულტრაიისფერი სხივებისგან და გაითვალისწინეთ, ჯანმრთელობა უპირველეს ყოვლისა!

Nuxe, მზისგან დაცვა, spf
Nuxe მზის სერიის ნაკრები SPF 30

ყიდვა

ამ დრომდე Nuxe ჩვენი რედაქციისთვის უცვლელი ფავორიტია. პირველ რიგში მისი სურნელის გამო. თუმცა, რაც უმთავრესია, ეს ზეთი, რომელიც განკუთვნილია როგორც სახის, ასევე სხეულის კანისთვის, უმაღლეს დონეზე იცავს მას და ხელს უწყობს ლამაზი რუჯის მიღებას. არაკომედოგენურია, რაც ნიშნავს რომ არ ახშობს ფორებს და ცხიმიანი კანისთვის მავნე არ არის. რაც შეეხება ლოსიონს, რუჯის შემდეგ ის ატენიანებს და კვებავს კანს და ახანგრძლივებს რუჯს. მისი ნაზი ტექსტურა კი, თუკი მზეზე ოდნავ დიდ ხანს მოგიწიათ დარჩენა, კანს დაამშვიდებს და საოცარ სურნელსაც შესძენს. 

ზევით