„ჩემთვის, ფოტოგრაფია ყოველთვის ორმხრივი სარკე იყო. მისი ერთი ნაწილი საგანს ასახავდა, მეორე ნაწილი კი - მე“ - მოდის საკულტო ფოტოგრაფის და ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პორტრეტების ავტორის, რიჩარდ ავედონის დაბადებიდან 100 წლის აღსანიშნად, პარიზში, Gagosian Gallery-ში ავედონის გამოფენა ეწყობა. ადამიანი, რომელმაც პოპ კულტურის ისტორია ფირზე შემოგვინახა და რომლის ნეგატივებიც პარიზის მაღალი მოდის კვირეულების ოქროს ხანის ეპოქას ასახავენ, ახლა ფართო აუდიტორიისთვის ხელმისაწვდომია.
რიჩარდ ავედონის მემკვიდრეობაში უდიდესი ადგილი უკავია მის შავ-თეთრ პორტრეტებს. ფოტოგრაფის უნიკალური უნარი, აღებეჭდა ადამიანები მძაფრ ემოციურ მდგომარეობაში, ცნობილ ადამიანებზეც გავრცელდა. მეტიც, მარიან ანდერსონის (1955), მერილინ მონროს (1957), ბობ დილანის (1965) და Beatles-ის (1967) პორტრეტები ისეთივე წარუშლელი და მარადიულია, როგორც თავად რიჩარდ ავედონი.
ჰაროლდ ბროდკიმ, ავედონის მიერ გადაღებული პორტრეტის ნახვის შემდეგ თქვა „ამ ფოტოსურათზე ის კი არ არის ასახული თუ როგორ გამოვიყურები, არამედ ის, ვინც შინაგანად ვარ“
რიჩარდ ავედონის მოდური სურათები კი თანამედროვეობის პარადიგმას წარმოადგენს, რომელიც აერთიანებს ამ ინდუსტრიის ყველაზე უჩვეულო სურვილებსა და ოცნებებს. უშეცდომო თვალითა და წინასწარმეტყველური გრძნობით გამორჩეულმა ფოტოგრაფმა, საკუთარი კარიერის განმავლობაში აღმოაჩინა დოვიმა, ჩაინა მაჩადო და პენელოპე ტრი.
გამოფენა სახელწოდებით Avedon 100, Gagosian Gallery-სა და რიჩარდ ავედონის ფონდის თანამშრომლობით იმართება. ფოტოგრაფის სამოცწლიანი მემკვიდრეობის სიღრმეების გამოსაკვლევად და მისი შემოქმედების სრული ასპექტების საჩვენებლად, ექსპოზიციების აღწერაში მონაწილეობა მიიღეს ავედონის ფოტო-ობიექტებმაც. მათ შორის დონატელა ვერსაჩემ, ქელვინ ქლეინმა, ნაომი კემპბელმა, სინდრი კროუფორდმა, კარლი კლოსმა და სხვა ცნობილმა ადამიანებმა.