იაპონიის უძველესმა საცხობმა სიყვარული პურის ინგრედიენტად აქცია. Nec Corp-ის AI ტექნოლოგიამ კიმურაიას არტიზანულ საცხობთან ერთად სიყვარულის გემოთი გაჟღენთილი “Ren AI Pan” შექმნა. ხელოვნურმა ინტელექტმა გემოების ინსპირაცია იაპონური რეალითი შოუდან “Today I Fell In Love” აიღო. შეყვარებულთა საუბრებისა თუ იაპონური სასიყვარულო სიმღერის ტექსტების გაანალიზებით AI-მ ხუთი განსხვავებული გემო შექმნა, რაც სიყვარულის სხვადასხვა ეტაპებს წარმოადგენენ, მათ შორის, პირველ შეხვედრას, პირველ პაემანსა და ეჭვიანობას, რომლის გემოც Ren AI Pan-ის მიხედვით ტკბილი კარტოფილის, ქიშმიშისა და ტრიუფელის ზეთის არომატებისგან შედგება.
ხელოვნური ინტელექტის მიერ განსაზღვრული გემოების პალიტრის გამოყენებით კიმურაიას მცხობლები თითოეულ პურს სიყვარულით ამზადებდნენ. ყურადღებას უთმობდნენ არა მხოლოდ გემოებს, არამედ ცოცხალ ფერებს, ვიზუალურ მხარეს, რომელიც სწორედ იმ ემოციებთან ასოცირდება, რომლის გამოწვევაც ინგრედიენტებით სურთ. საცხობის მიზანია ამ ინოვაციით ახალგაზრდა აუდიტორია მიიზიდოს. საბაზრო კვლევის თანახმად, რომელიც კიმურაიას საცხობმა და ტექნოლოგიურმა კომპანიამ ერთად ჩაატარეს, Gen Z-ს თაობა უფრო და უფრო ნაკლებადაა დაინტერესებული სასიყვარულო ურთიერთობებით. ახალგაზრდებს პურის გასინჯვა შეყვარებულობის განცდას უჩენს და სურვილს აღუძრავს, რომ იგივე შეგრძნებები რეალურ ცხოვრებაშიც გადმოიტანონ.
“AI Romance Bread” კლიენტებს კულინარიულ თავგადასავალს სთავაზობს. მომხმარებლები შეიძლება გამოუსწორებელი რომანტიკოსები იყვნენ ან უბრალოდ კულინარიის მოყვარულები, რომელთაც გასტრონომიისა და ხელოვნური ინტელექტის კოლაბორაციამ დააინტერესათ. პურის გაყიდვა კიმურაიას ონლაინ მაღაზიასა და კანტოს რეგიონის სუპერმარკეტებში 1 თებერვალს დაიწყო.
“Ren AI Pan” ერთგვარი ინოვაციაა, რომელიც გვაჩვენებს, რომ ყველაზე ტკბილი მომენტები ფქვილით, შაქრითა და ტექნოლოგიების მაგიით იქმნება. კიმურაიას პურის ყველა ნაჭერი სიყვარულითაა გაჯერებული და რომანტიკული მოგზაურობა მისი ყოველი ლუკმითა და გემოს რეცეპტორების მეშვეობით იწყება.
ზარა 2024 წელს ყველაზე შთამბეჭდავი კოლაბორაციით ასრულებს. ეს იქნება ბრიტანელი სუპერმოდელის, მოდის აიქონად აღიარებული ქეით მოსისა და სწრაფი მოდის ბრენდის კოლაბორაცია. თუ კი უახლოეს მომავალში წვეულებაზე წასვლას გეგმავთ და გარდერობში შესაფერისი არაფერი გაქვთ, კალენდარში მოინიშნეთ 30 ნოემბერი და დაელოდეთ ქეით მოსის რჩეულ კოლექციას.
საქართველოში პირველი Skin-Bar კონცეფციის ესთეტიკური ცენტრი, La Clinique მომხმარებელს მუდმივად სიახლეებით ანებივრებს. La Clinique-ის პრემიუმ ბრენდების შეძენა უკვე ონლაინ მაღაზიაშიცაა შესაძლებელი.