#კულინარია

რეცეპტი: ისპანახისა და ფეტას ვეგეტარიანული ვრაპი

გაზიარება:

თუკი წასახემსებლად მარტივ პროდუქტს ეძებთ - ისპანახისა და ფეტას ვრაპი საუკეთესო ვარიანტია. ცილებით მდიდარი, ვეგეტარიანული და დაბალკალორიული ხემსის მომზადება სახლის პირობებშიც მარტივად არის შესაძლებელი. 

ვრეპი, ვრაპი, ისპანახისა და ფეტას ვრეპი

ინგრედეიენტები:

- ტორტილა

- ყველი ფეტა

- კრემყველი

- კვერცხის ცილა

- ისპანახი

- პომიდვრის ჩირი

- ტომატ პასტა

- ნივრის ფხვნილი

- ხახვის ფხვნილი

ვრეპი, ვრაპი, ისპანახისა და ფეტას ვრეპი

მომზადების წესი:

1. პატარა თასში მოათავსეთ კრემყველი, ტომატ პასტა, მარილი, ნივრისა და ხახვის ფხვნილი, კარგად ამოურიეთ და გადაანაწილეთ ტორტილაზე.

2. ათქვიფეთ კვერცხის ცილა მარილთან, ნივრისა და ხახვის ფხვნილთან ერთად და შეწვით ტაფაზე.

3. ტაფაზე ისპანახი მოამზადეთ, შემდეგ კი გადაიტანეთ ტორტილაზე ფეტას ყველთან და პომიდვრის ჩირთან ერთად.

4. ტორტილას შემწვარი კვერცხის ცილა დაუმატეთ და ბურიტოს სტილში მჭიდროდ გადაახვიეთ.

5. გადაიტანეთ ვრაპი ტაფაზე და შებრაწეთ ორივე მხრიდან.

გემრიელად მიირთვით!

ზევით