აჩქარებული რიტმის მქონე, გადატვირთულ სამყაროში სიმშვიდეზე მნიშვნელოვანი არაფერია. ყოველდღიურობაში ისეთი დეტალების აღმოჩენა, რომლებიც ჩვენს სულიერ სიჯანსაღეზე იზრუნებენ, კრიტიკულად მნიშვნელოვანია. უამრავი კვლევა არსებობს იმის შესახებ, რომ სუფთა ჰაერზე სეირნობა თუ მეგობრებთან ერთად ფილმების ყურება ცხოვრების ხარისხს მაღლა სწევს.
მაგრამ თქვენ თუ იცოდით, რომ უახლესი კვლევების მიხედვით, ის, რაც დადებით ემოციებს ზრდის და სილამაზის პროცედურას განტვირთვისა და დასვენების შესაძლებლობად აქცევს, ფრჩხილების მოვლის რიტუალია?
კაშკაშა თუ სადა ფერების, დიზაინისა და ფორმების მიღმა, ღრმა შინაარსი დგას. იაპონელი მეცნიერების მიერ ჩატარებულმა კვლევამ დაადგინა, რომ ის ქალები, რომლებიც Nail სალონებს ხშირად სტუმრობდნენ, მნიშვნელოვან ფსიქოლოგიურ სარგებელსაც იღებდნენ. გამოკითხული ქალებისთვის ფრჩხილის მოვლის რუტინა ყოველდღიურობის გახალისების, განტვირთვისა და პოზიტიური მუხტის შეძენის იდეალური საშუალება გახლდათ. Nail არტისტთან სტუმრობა მხოლოდ ფრჩხილის მოვლას არ მოიაზრებს, ამ დროს ქალები თავისუფალ გარემოში ერთმანეთს პრობლემებს, ემოციებს, სურვილებს უზიარებენ. ყველა ასეთი ინტერაქცია კი პიროვნების განვითარებისა და რელაქსაციის ისედაც დადასტურებული ხერხია.
თბილი და მზიანი ამინდების დროს, იზრდება მოტივაციაც, რომ სახლიდან გავიდეთ და თავის მოვლას მეტი დრო დავუთმოთ. შეგიძლიათ, შეარჩიოთ 2024 წლის Nail Art-ის ტრენდული დიზაინი, რომელიც მზის შუქის მსგავსად, სასიამოვნო განწყობას აირეკლავს და სახეზე ღიმილის მოგგვრით. TheDiary-ს რედაქციამ თქვენთვის ამ სეზონის ყველაზე მოდური დიზაინები რა თქმა უნდა Nail Bar #1-ში აღმოაჩინა.
Nude Manicure
კლასიკური, გამჭვირვალე, ე.წ. Nude მანიკიური აქტუალობას არასდროს კარგავს. დიზაინი, რომელსაც ვარდისფერი, კანისფერი თუ რძისფერი ფერების ტონები ოდნავ დაჰკრავს, იდეალურია როგორც მოკლე, ასევე გრძელი ფრჩხილებისთვის. თუ სადა დიზაინი გსურთ, მაგრამ ცოტა ხალისის შემოტანაზეც არ იტყოდით უარს, შეგიძლიათ ნეილ არტისტს რაიმე საინტერესო დეტალის დახატვა ან დიზაინში პატარა კრისტალის ჩართვა სთხოვოთ. ზაფხულს ალბათ ყველაზე მეტად ყვავილები და მზე მოუხდება.
თუ გსურთ გაღვიძებისთანავე სადღესასწაულო განწყობაზე დადგეთ, IT გოგოს, Hailey Bieber-ის ინსპირაციით შექმნილი დიზაინი თქვენთვის ყოფილა. თავად ჰეილი ტრენდის ინსპირაციად მოჭიქულ დონატებს აღიქვამს. ნეილ არტისტები კი ამ დიზაინს ხშირად Champagne Chrome-ს უწოდებენ. ეს დიზაინი იდეალურია, თუ სადა და თანაც განსხვავებული ესთეტიკის შექმნა გსურთ.
მოდის სამყაროს ციკლურობისა და დინამიკურობის წყალობით, ბევრისთვის საყვარელი ტრენდი - ცხოველების პრინტი დაბრუნდა. განსაკუთრებით აქტუალური კი ლეოპარდის ინსპირაციით შექმნილი სამოსი და აქსესუარებია. ეს დიზაინი ფრჩხილებსაც ძალიან უხდება. შეგიძლიათ ლეოპარდის პრინტი როგორც French სტილში, ასევე მთლიან ფრჩხილზე გაიკეთოთ.
ფრჩხილების დიზაინზე საუბრისას, French მანიკიურს გვერდს ვერასდროს ავუვლით, რადგან მისი დახვეწილობა და სისადავე არასოდეს კარგავს აქტუალობას. თუ ამ დიზაინის მოყვარული ხართ და ოდნავი ცვლილებების შეტანა გსურთ, ამჟამად ტრენდული, ფერადი, ზოგჯერ რამდენიმე ფენის მქონე French მანიკიურია.
თუ კაშკაშა ფერების კომბინაცია არ გიყვართ, ამ ზაფხულის ორი ტრენდული ფერის, ნარინჯისფრისა და ვარდისფრის ნარევით სადა ტონების მიღება შეგიძლიათ. ნეილ არტისტის დახმარებით ამ ორი ფერის გამოყენებით საინტერესო დიზაინის შექმნაა შესაძლებელი.
ზარა 2024 წელს ყველაზე შთამბეჭდავი კოლაბორაციით ასრულებს. ეს იქნება ბრიტანელი სუპერმოდელის, მოდის აიქონად აღიარებული ქეით მოსისა და სწრაფი მოდის ბრენდის კოლაბორაცია. თუ კი უახლოეს მომავალში წვეულებაზე წასვლას გეგმავთ და გარდერობში შესაფერისი არაფერი გაქვთ, კალენდარში მოინიშნეთ 30 ნოემბერი და დაელოდეთ ქეით მოსის რჩეულ კოლექციას.
საქართველოში პირველი Skin-Bar კონცეფციის ესთეტიკური ცენტრი, La Clinique მომხმარებელს მუდმივად სიახლეებით ანებივრებს. La Clinique-ის პრემიუმ ბრენდების შეძენა უკვე ონლაინ მაღაზიაშიცაა შესაძლებელი.