#კულინარია

რეცეპტი: სააღდგომო პასკა

გაზიარება:

სააღდგომოდ პასკის ცხობის ტრადიცია საუკუნეებს ითვლის. თავდაპირველად სააღდგომო პური ძალიან მარტივად ცხვებოდა, თუმცა თანამედროვე მზარეულები მის სხვადასხვა ვარიაციებს გვთავაზობენ. დღეს უგემრიელეს პასკას ელისო გოჩავას რეცეპტით წარმოგიდგენთ, რომელიც ამ წელს თქვენს სუფრას ნამდვილად დაამშვენებს.

"პურის დედას" ინგრედიენტები:

- ნოტიო საფუარი 50 გრ

- შაქარი 30 გრ

- რძე 70 გრ

- ფქვილი 50 გრ

თავდაპირველად ვამზადებთ "პურის დედას", რომელმაც უნდა ამოიყვანოს ჩვენი პასკის ცომი. ერთმანეთს დავუმატოთ 50 გრ ნედლი საფუარი, 30 გრამი შაქარი, 70 გრ რძე, და 50 გრ ფქვილი. თბილ ადგილას დავდგათ მასა რათა აფუვდეს.

პასკის ინგრედიენტები:

- ფქვილი 1100 გრ

- მარილი 8 გრ

- ვანილი 40 გრ

- კვერცხი 5 ც

- კონიაკი 40 გრ

- ფორთოხლის წვენი 30 გრ

- 1 ფორთოხლის კანი

- მუსკატი 3 გრ

- რძე 530

- არაჟანი 200 გრ

- სოდა 3 გრ

- კარაქი 200 გრ

- ქიშმიში 150

- ალუბლის ჩირი 150 გრ

კვერცხი შაქართან ერთად ავთქვიფოთ, დავამატოთ თბილი რძე, "პურის დედა", ფქვილი, არაჟანი და სოდა, ვანილი, მარილი, მუსკატი, ფორთოხლის ცედრა, კონიაკი, ფორთოხლის წვენი. მიღებული მასა მოვზილოთ. შემდგომ კი თბილ ადგილას გადავდგათ და ვადროოთ რომ აფუვდეს. მოგვიანებით, აფუმფულებული ცომი კარგად მოვზილოთ და შევურიოთ ქიშმიში, მე ასევე ვუმატებ ალუბლის ჩირს, რის შემდეგაც ფორმებში ვდებ და ღუმელში ვუშვებ გამოსაცხობად. გამოვაცხოთ 160 გრადუსზე 35-40 წუთის განმავლობაში.

პასკა, პასკის რეცეპტი, ელისოს გოჩავა, მზარეული, შეფი, რეცეპტი, paska, eliso gochava

პასკა შიგთავსით

შეგიძლიათ თქვენი სააღდგომო პასკა გაამრავალფეროვნოთ. მაგალითად, მე ვიღებ 600 გრ ცომს, ვაბრტყელებ და შიგთავსად ვუკეთებ ნიგვზის, შაქრისა და რძისგან შექმნილი მასას, ვაძლევ რულეტის ფორმას,, ფორმაში ვათავსებ და ღუმელში ვუშვებ გამოსაცხობად.

შიგთავსის ინგრედიენტები:

- ნიგოზი 100 გრ

- შქარი 30 გრ

- რძე 50 გრ

პასკის რეცეპტი, ელისოს გოჩავა, მზარეული, შეფი, რეცეპტი, paska, eliso gochava

პასკა კრემით

მრავალფეროვნებისთვის, ვიღებ მზა პასკის, ვაცლი შიგთავს და ვავსებ კარამელისა და ნაღების კრემით.

ზევით