სამკაული ქალებს არა მხოლოდ ესთეტიკურ სიამოვნებას, არამედ თავდაჯერებულობასაც ანიჭებს. სულ მცირე ზომის საყურე, ბეჭედი ან ყელსაბამიც კი ჩვენს ლუქს განსაკუთრებულ სილამაზეს ანიჭებს, შედეგად კი ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი ხდება. დღეს მინდა, სამკაულის ქართული ბრენდი გაგაცნოთ, რომელიც 2023 წლიდან მომხმარებლების სილამაზესა და ბედნიერებაზე ერთგულად ზრუნავს.
Muason-ი ორი სამკაულზე შეყვარებული ქალის ბრენდია. როგორც თავად დამფუძნებლები აღნიშნავენ, არაერთ პროფესიაში სცადეს ბედი, თუმცა მათი სურვილი ყოველთვის ისეთი საქმე კეთება იყო, რომელიც სილამაზესთან, ბედნიერებასთან და სიახლეებთან ასოცირდებოდა. მუასონის მთავარი იდეა და კონცეფციაც სწორედ ქალების გახარებასა და მათი ცხოვრების გალამაზებასთანაა დაკავშირებული.
ბრენდი მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის 925 სინჯის ვერცხლისა და სხვადასხვა ძვირფასი ქვებისგან დამზადებულ სამკაულს სთავაზობს. მათ შორის მუასონიტსა და ნახშირბადის ბრილიანტს, რომელსაც დაკვირვებული თვალიც კი ვერ არჩევს ნამდვილი ბრილიანტისგან. სწორედ მუასონიტიდან მოდის ბრენდის სახელწოდებაც.
მუასონის პროდუქცია კორეის დედაქალაქ სეულში იქმნება ბრენდის დამფუძნებლებისა და იქაური დიზაინერების ჩართულობით, ქართულ ბაზარზე კი ის კონკრეტული მოდელები შემოდის, რომლებიც ყველაზე მოთხოვნადია. კოლექციის დათვალიერება ჯერ-ჯერობით მხოლოდ მუასონის ინსტაგრამ გვერდზე შეგიძლიათ, თუმცა, როგორც დამფუძნებლები ამბობენ, სულ მალე ბრენდის სტენდები სავაჭრო ცენტრებშიც დაგხვდებათ.
“ვმუშაობთ სტენდის დიზაინზე, რომელიც სავაჭრო ცენტრებში განთავსდება და მომხმარებლებისთვის სამკაულის არჩევა და შეძენა ადგილზე გახდება შესაძლებელი”
მუასონი აგრეთვე რამდენიმე ქარხანასთან აწარმოებს მოლაპარაკებას და სამომავლოდ ოქროსა და ბრილიანტის ნაკეთობების წარმოებას აპირებს. მანამდე კი ერთგული მომხმარებლების განებივრებას ძვირფასი ქვებით მორთული უმშვენიერესი ვერცხლის ბეჭდებით, საყურეებით, სამაჯურებითა თუ ყელსაბამებით გეგმავს.