ჯანჯაფილი მძაფრი და ცხარე, განსაკუთრებული არომატის მქონე ფესვია, რომელიც ხელმისაწვდომია მთელი წლის განმავლობაში. მას მრავალ თვისებას მიაწერენ, რომლის უმრავლესობა მეცნიერულად დამტკიცებული არ არის.
ჯანჯაფილი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას, რომელიც იწვევს ანთებითი პროცესის და გულისრევის შემცირებას. ეს ნივთიერება მუშაობს როგორც კუჭ-ნაწლავზე, ისე ნერვულ სისტემაზეც და ასე აკონტროლებს გულისრევას.
ჯანჯაფილი ეფექტურია მენსტრუალური ტკივილის დროს. კვლევის თანახმად, 500-2000 მგ. ჯანჯაფილის მიღება მენსტრუალური პერიოდის დაწყებამდე, ამცირებს ტკივილის შეგრძნებას. ბევრი კვლევის მიხედვით, ჯანჯაფილი ისეთივე ეფექტურია როგორც სხვადასხვა მედიკამენტი, მაგალითად იბუპროფენი.
ჯანჯაფილი თუ დრამინა?ერთ-ერთი თანამედროვე კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ ჯანჯაფილი უფრო ეფექტურია მოძრაობითი დაავადების დროს, ვიდრე დრამინა. ის უფრო ძლიერად ამცირებს ისეთ სიმპტომებს როგორიცაა თავბრუსხვევა, გულისრევა, ღებინება და ცივი ოფლიანობა.
ჯანჯაფილი ეფექტურია ორსულთა ტოქსიკოზის დროს. ასევე ეფექტური და უსაფრთხოა (დღეში ერთი გრამი) ორსულთა ტოქსიკოზის დროს. მნიშვნელოვნად ამცირებს გულისრევის შეგრძნებას და პირღებინების სიხშირეს. განსხვავებით ღებინების საწინააღმდეგო წამლებისგან, კოჭას არ აქვს გვერდითი მოვლენა ორსულებისათვის და ეფექტისათვის საჭიროა ძალიან მცირე რაოდენობა.
ჯანჯაფილს აქვს ძლიერი ანტი-ანთებითი და ანტი-ოქსიდანტური თვისებები. ჯინჯეროლი - ეს ნივთიერებაა კოჭაში, რომელიც პასუხისმგებელია ჯანჯაფილის ანტი-ანთებით თვისებებზე და ხსნის მიზეზს თუ რატომ უმცირდება ოსტეოართრიტის და რევმატოიდული ართრიტის მქონე პაციენტებს ტკივილის შეგრძნება სახსრებში ჯანჯაფილის მიღების შემდეგ. კლინიკური კვლევების შედეგად დამტკიცდა , რომ ართრიტიანი პაციენტების 75%-ს და კუნთური დისკომფორტის მქონე პაციენტების 100%-ს შემცირდა ტკივილის შეგრძნება და შეშუპება. ეს კი გამოწვეულია იმით, რომ ჯინჯეროლი ბოჭავს აზოტის ოქსიდის წარმოქმნას, რომელიც ორგანიზმში წარმოქმნის დამაზიანებელ თავისუფალ რადიკალს-პეროქსინიტრიტს. ასევე, კვლევებმა აჩვენა, რომ კოჭა თრგუნავს პრო-ანთებითი შენაერთების (ციტოკინები, ქემოკინები) წარმოქმნას.
ჯანჯაფილი სიმსივნის წინააღმდეგ. მინესოტას უნივერსიტეტში თაგვებზე ჩატარებული კვლევებით აღმოჩნდა, რომ ჯინჯეროლი ებრძვის მსხვილი ნაწლავის სიმსივნური უჯრედების გამრავლებას. ასევე, მიჩიგანის უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევების შედეგად აღმოჩნდა, რომ ჯანჯაფილი ეფექტურად ებრძვის საკვერცხის კიბოს უჯრედების გამრავლებას. ფიქრობენ, რომ სხვადასხვა მიზეზებით ორგანიზმში განვითარებული ანთებითი პროცესები დიდად განსაზღვრავს საკვერცხის სიმსივნის განვითარების ალბათობას, ჯანჯაფილი კი, როგორც აღვნიშნეთ ძლიერი ანტი-ანთებითი თვისებებით ხასიათდება. ასევე, აღსანიშნავია რომ ქიმიოთერაპიული აგენტების მიმართ სიმსივნური უჯრედები ხდება რეზისტენტული(გამძლე), ეს ეფექტი კი კოჭას არ ახასიათებს.ჯანჯაფილს აქვს ძლიერი ანტი-ანთებითი და ანტი-ოქსიდანტური თვისებები.
ჯანჯაფილი აძლიერებს იმუნიტეტს. კოჭა არა მარტო გაგათბობთ ზამთრის ცივ დღეებში, არამედ წარმოქმნის ჯანმრთელ ოფლიანობას, რაც ხშირ შემთხვევაში აუცილებელია გაციებისა და ვირუსის დროს. სინამდვილეში, კარგ ოფლიანობას იმაზე მეტი დადებითი ეფექტი აქვს ვიდრე უბრალოდ ორგანიზმის დეტოქსია. გერმანელმა მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ ოფლი შეიცავს ძლიერ ანტი-მიკრობულ აგენტს , ებრძვის ისეთ მიკრობებს როგორიცაა E.coli და Staphylococcus aureus (კანის ინფექციების ძირითადი გამომწვევი), რაც ეხმარება ორგანიზმს ინფექციების წინააღმდეგ ბრძოლაში.
ჯანჯაფილი ძალიან კონცენტრირებულია აქტიური ნივთიერებებით, ამიტომ მისი დიდი რაოდენობით მიღება არ არის აუცილებელი.
ორი ან სამი ჯანჯაფილის ნაჭერი ცხელ წყალში აბსოლუტურად საკმარისია მისი დადებითი თვისებების მისაღებად. ართრიტიან პაციენტებში კი სადილში ჩამატებული 1 სმ ჯანჯაფილის ნაჭერი საკმარისი აღმოჩნდა სიმპტომების აღმოფხვრისათვის (გაზრდილი დოზით ეფექტს უფრო მალე მიაღწიეს).
როგორ ავარჩიოთ კოჭა?
• შეარჩიეთ ახალი ჯანჯაფილი. მას მაქსიმალური რაოდენობით ჯინჯეროლი და ანტი-ანთებითი შენაერთი აქტიური პროტეაზა აქვს. არჩევისას მიაქციეთ ყურადღება, რომ იყოს მყარი და გლუვი და არ ჰქონდეს ნადები. ჯანჯაფილი იყიდება ორი სახით ახალგაზრდა და მომწიფებული. აზიის გარდა ყველა ქვეყანაში გვხვდება მომწიფებული ჯანჯაფილი, რომლის კანიც არის მაგარი და საჭიროებს გაფცქვნას.
• გაუფცქვნელი კოჭა ინახება მაცივარში 3 კვირამდე, გაუფცქვნელი კოჭა ინახება საყინულეში 6 თვემდე.
• დაფქული ჯანჯაფილი ინახება მშრალ ცივ ადგილას კარგად დახურულ შუშის კონტეინერში. თუ კი შეინახავთ მაცივარში გაძლებს ერთი წელი.
• თუ კი სადილში დასაწყისში დაამატებთ კოჭას, ის უფრო დახვეწილ არომატს მისცემს, ხოლო დასასრულს დამატებისას, სადილს მიანიჭებს უფრო მკვეთრ გემოს.
ასევე, ყურადღება მისაქცევია მათთვის ვინც სვამს სისხლის გამათხელებელს ან აქვს ეს მდგომარეობა. ასევე საფრთხილოა გულთან დაკავშირებული პრობლემების მქონე ადამიანებისთვის.
ზარა 2024 წელს ყველაზე შთამბეჭდავი კოლაბორაციით ასრულებს. ეს იქნება ბრიტანელი სუპერმოდელის, მოდის აიქონად აღიარებული ქეით მოსისა და სწრაფი მოდის ბრენდის კოლაბორაცია. თუ კი უახლოეს მომავალში წვეულებაზე წასვლას გეგმავთ და გარდერობში შესაფერისი არაფერი გაქვთ, კალენდარში მოინიშნეთ 30 ნოემბერი და დაელოდეთ ქეით მოსის რჩეულ კოლექციას.
საქართველოში პირველი Skin-Bar კონცეფციის ესთეტიკური ცენტრი, La Clinique მომხმარებელს მუდმივად სიახლეებით ანებივრებს. La Clinique-ის პრემიუმ ბრენდების შეძენა უკვე ონლაინ მაღაზიაშიცაა შესაძლებელი.