რთულია შენი ოცნების სახლის ყველა კუთხე-კუნჭული წარმოიდგინო და შემდეგ რეალობაშიც ზუსტად ისეთი შექმნა, როგორიც გონებაში იყო. სახლი, რომელიც ჯენიფერ გარნერმა ლოს-ანჯელესის მზიან ბორცვებზე ააშენა, მისი ოჯახის მყუდრო და თბილ სამოსახლოდ იქცა. სტატიაში მის ინტერიერსა თუ ექსტერიერს უკეთ გაიცნობთ და მიხვდებით, რომ ამერიკელი მსახიობის რეზიდენციაში ცხოვრებაზე არავინ ვიტყოდით უარს.
ჯენიფერის თავდაპირველი ჩანაფიქრის მიხედვით სახლი ძველი და ისტორიული უნდა ყოფილიყო, თუმცა ამავდროულად, დიდი ოჯახისთვის პრაქტიკული. დიდხნიანი წარუმატებელი ძიების შემდეგ კი “ელექტრა”-ს მსახიობმა კომპანია Giannettis-სთან თანამშრომლობით რეზიდენცია ნულიდან ააშენა. სახლი რამდენიმე წელი მსახიობის გონებაში იქმნებოდა, შემდეგ კი არქიტექტორების სტივ და ბრუკ ჯიანეტების პროექტი სისრულეში მოვიდა. რეზიდენცია ფერმერის სახლის სტილისა და თანამედროვე ინოვაციური დიზაინის ნაზავს წარმოადგენს.
გარნერის სიყვარული უბრალოებისა და ბუნებრივი სილამაზის მიმართ ნათლადაა გამოხატული სახლის ინტერიერში. სივრცეში ნეიტრალური ფერთა პალიტრა და ბუნებრივი ტექსტურები დომინირებს, რაც მშვიდ და მყუდრო გარემოს ქმნის. სამზარეულოში მარმარილოსა და სტეატიტის ქვის დახვეწილი ზედაპირები, თივთიკით დაფარული სკამები და ბუხარი დაგხვდებათ. სამზარეულოდან პირდაპირ აუზის სივრცეში გადიხარ, რომელიც ბავშვებით სავსე ოჯახისთვის საუკეთესო თავშეყრის წერტილია.
ინტერიერში ყოველ ნაბიჯზე დაგხვდებათ ისეთი ვინტაჟური ავეჯი, როგორიც სასადილო ოთახში მდებარე 1850-იანი წლების ფრანგული ფერმერული სახლის მაგიდაა. შუა საუკუნეების დეკორი მსახიობის რეზიდენციას თვითმყოფად ხასიათსა და განსაკუთრებულ ხიბლს ანიჭებს. ამაში წვლილი ლარა პორზაკის ნამუშევრებსაც შეაქვს, რომლებითაც სახლის კედლებია დაფარული.
სახლის ერთ-ერთი ყველაზე მყუდრო და ინტიმური სივრცე მეორე სართულის კითხვის კუთხეა. აქ განთავსებული ფერადი ვიტრაჟი ჯენიფერის საყვარელი საბავშვო წიგნისგან, სახელად “All the World”, იღებს ინსპირაციას. მხატვრის, რიდ ბრედლის, მიერ შექმნილ ფანჯარაზე 52 წლის მსახიობის შვილები და ძაღლია გამოსახული, რაც მას მეტად ემოციურ მნიშვნელობას სძენს.
ლანდშაფტის არქიტექტორის, ქრისტინ ლონდონის მიერ დაპროექტებული ეზო ულამაზეს მცენარეებთან ერთად გარე სამზარეულოს, ბუხარსა და აუზს აერთიანებს. ბაღი ლამაზთან ერთად დროის გასატარებლად კომფორტული და ფუნქციურია, რაც მსახიობს დასავლეთ ვირჯინიაში გატარებულ ბავშვობას ახსენებს. სახლის ექსტერიერში არსებულ ყოველ დეტალში ბუნების მიმართ პატივისცემა იგრძნობა.
სახლის შიგნით თუ გარეთ ყოველ ნაბიჯზე იგრძნობა ოჯახური ცხოვრების ელფერს. მსახიობის მიზანიც სწორედ ის იყო, რომ შეექმნა არა მხოლოდ დროებითი საცხოვრებელი, არამედ ადგილი, სადაც მისი შვილები ფესვებს გაიდგამდნენ. ხასიათისგან დაცლილი თანამედროვე მინიმალისტური სახლების შემდეგ კი, ჯენიფერ გარნერის LA-ის რეზიდენცია ნამდვილად დახვეწილი სისადავის, სითბოს, სიმყუდროვის, კომფორტისა და სილამაზის განსახიერებაა. იდეალური სივრცეა იმისთვის, რომ ოჯახმა დრო ერთად გაატაროს და სიყვარულით სავსე მოგონებები შექმნას.
ზარა 2024 წელს ყველაზე შთამბეჭდავი კოლაბორაციით ასრულებს. ეს იქნება ბრიტანელი სუპერმოდელის, მოდის აიქონად აღიარებული ქეით მოსისა და სწრაფი მოდის ბრენდის კოლაბორაცია. თუ კი უახლოეს მომავალში წვეულებაზე წასვლას გეგმავთ და გარდერობში შესაფერისი არაფერი გაქვთ, კალენდარში მოინიშნეთ 30 ნოემბერი და დაელოდეთ ქეით მოსის რჩეულ კოლექციას.
საქართველოში პირველი Skin-Bar კონცეფციის ესთეტიკური ცენტრი, La Clinique მომხმარებელს მუდმივად სიახლეებით ანებივრებს. La Clinique-ის პრემიუმ ბრენდების შეძენა უკვე ონლაინ მაღაზიაშიცაა შესაძლებელი.