ადამიანები, ძალიან ვგავართ იმ საკვებს, რასაც მივირთმევთ. საკვები პირდაპირპროპორციულად აისახება ჩვენს გარეგნობაზე და ზემოქმედებს მთლიანად ორგანიზმზე. ბოლო ტენდენციებით, უფრო მეტი ყურადღება ექცევა კვების რაციონს. ადამიანებმა გავაანალიზეთ და მივედით იმ დასკვნამდე, რომ ჯანსაღი კვება და ჯანსაღი ცხოვრების სტილი აუცილებელია, როგორც სხეულის ლამაზი ფორმების, ასევე ხანგრძლივი ცხოვრების მისაღწევად.
გთავაზობთ კოქტეილების მარტივ რეცეპტებს:
წითელი კოქტეილი
ამ სასმელის მოსამზადებლად, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო ანტიოქსიდანტია, საჭიროა, მარწყვი, სტაფილო და ვაშლი ერთმანეთში აურიოთ და გამოწუროთ წვენი.
• 350 მგ-იანი ბოთლის შესავსებად დაგჭირდებათ:
• 4 ვაშლი
• 1 სტაფილო
• 5 ცალი მარწყვი.
სპეციალისტების რეკომენდაციით, სასურველია დღის განმავლობაში აღნიშნული კოქტეილის 750 მგ პორცია 5 რაციონად მიიღოთ.
მწვანე კოქტეილი (გამწმენდი, დეტოქსი)
ორგანიზმის გამწმენდი კოქტეილის მოსამზადებლად საჭიროა:
• ერთი კონა ისპანახი
• 6 ფურცელი კომბოსტო
• 2 ნაჭერი ანანასი
• ნახევარი ვაშლი
ამ სასმელს ახასიათებს ორგანიზმის ტოქსინებისგან გაწმენდის თვისება და არაჩვეულებრივად აწესრიგებს საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას. კოქტეილი შეიცავს რკინას და არის უჯრედების აღდგენის მასტიმულირებელი საშუალება.
სტაფილოსფერი კოქტეილი
თუ გნებავთ, რომ გქონდეთ გლუვი და მბზინავი კანი, შეიტანეთ ყოველდღიურ რაციონში სტაფილოსფერი კოქტეილი, რომელიც უზრუნველყოფს სახის კანის ბრწყინვალებას.
დაგჭირდებათ:
• ატამი
• სტაფილო
• ვაშლი
• ყაბაყი
ეს ჯანსაღი სასმელი კანს მნიშვნელოვნად გაგიჯანსაღებთ, ხოლო ცოტა ჯინჯერსაც თუ დაუმატებთ, თქვენს შინაგან გრძნობებსა და განწყობასაც გააღვიძებს და სასიამოვნოდ აამაღლებს, სტაფილოსფერი კოქტეილი მეტაბოლიზმის მოწესრიგების და იმუნიტეტის გაძლიერების არაჩვეულებრივი საშუალებაცაა.