ჯადოსნური საზამთროს დადებითი თვისებები

უარს ამბობთ საზამთროზე, რადგან ფიქრობთ, რომ მასში შემავალი გლუკოზა და კალორიები უარყოფითად აისახება თქვენს წონასა და ჯანმრთელობაზე? მაშინ აუცილებლად უნდა გაეცნოთ სტატიაში მოყვანილ ბოლოდროინდელ კვლევებს, რომლის მიხედვით ამ პროდუქტზე უარის თქმით, შესაძლოა მოიკლოთ ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ნივთიერებები.

საზამთრო

მაშ ასე, ფლორიდის უნივერსიტეტის მკვლევრები 12 კვირის განმავლობაში იკვლევდნენ 13 ჭარბწონიან ქალსა და მამაკაცს, რომლებიც ჰიპერტენზიით იტანჯებოდნენ. ჯგუფი ორ ნაწილად გაყვეს. ერთ ნაწილს მთელი კვლევის განმავლობაში, ყოველდღიურად აძლევდნენ საზამთროს ექსტრაქტს, ხოლო მეორეს – პლაცებოს. 6 კვირის შემდეგ კი ჯგუფებს წამლები შეუნაცვლეს. მონაწილეები მკაცრი რეჟიმით იღებდნენ მკვლევრების მიერ დანიშნულ აბებს. კვლევის პერიოდში მონაწილეებს ყოველდღიურად უმოწმებდნენ წნევას შემდეგი წესით: ერთ ჯგუფს პლაცებოს მიღებისას – ოთახის ტემპერატურაზე ჩვეული წესით, ხოლო მეორეს, რომელიც საზამთროს ექსტრაქტს იღებდა, ცალ ხელს აყოფინებდნენ ცივ წყალში (ცივი წყალი ავიწროებს სისხლძარღვებს და ჰიპერტონიკებისთვის გულის შეტევის რისკფაქტორია). შედეგად კვლევებმა დაადასტურა, რომ საზამთროს ექსტრაქტი ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს იმ შემთხვევაშიც კი, როცა რისკი ძალიან მაღალია. მაგალითად, ჭარბი წონისა და ჰიპერტენზიისკენ მიდრეკილების დროს.

უარს ნუ იტყვით საზამთროზე მაშინაც, თუკი მაღალი წნევა გაწუხებთ

საზამთრო

დასკვნა ასეთია: არ ღირს იმ საკვების რაციონიდან ამოღება, რომელსაც მიიჩნევთ, რომ არაჯანსაღია. თავდაპირველად დარწმუნდით – იქნებ მას სწორედ ის სასარგებლო თვისებები აქვს, რომლებიც შესაძლოა თქვენი ორგანიზმისთვის სასიცოცხლოდ ძალზე მნიშვნელოვანია. ასე რომ, სანამ ეს უგემრიელესი და ჯადოსნური ხილი სეზონურია, გემრიელად მიირთვით! 

ზევით