ვიტამინ შოთები: ჯინჯერი & ლიმონი

ginger, lemon, ჯინჯერი, ჯანჯაფილი, ლიმონი შოთი

ჯანჯაფილი მძაფრი და ცხარე, განსაკუთრებული არომატის მქონე ფესვია, რომელიც მთელი წლის განმავლობაში არის ხელმისაწვდომი. ჯინჯერს მრავალი დადებითი თვისება აქვს და დიდი ხანია გამოიყენება, როგორც ბუნებრივი წამალი დაავადებების გრძელი სიის სამკურნალოდ. ის ანტიოქსიდანტური, ანთების საწინააღმდეგო და კიბოს საწინააღმდეგო თვისებებით არის ცნობილი.

ჯანჯაფილის მოხმარებას უამრავი სარგებელი მოაქვს - განსაკუთრებით თუ მას ყოველდღიურ რაციონში შეიყვანთ: „კოჭა გარედან ძალიან შეუმჩნევლად გამოიყურება, მაგრამ შიგნით მალავს ეფექტური სამედიცინო ინგრედიენტების ფართო სპექტრს. სწორედ ამიტომ მას ხშირად იყენებენ ნატუროპათიაში", - განმარტავს ფრაიბურგის ნატუროპათიის საუნივერსიტეტო ცენტრის ხელმძღვანელი, დოქტორი რომან ჰუბერი

ჯანჯაფილის შოთის ყოველდღიური მიღების სარგებელი:

ჯანჯაფილი აბალანსებს შაქარს სისხლში, რაც სხეულს ენერგიის მუდმივი დონის შენარჩუნებაში ეხმარება. როგორც კი თქვენს რაციონში ჯინჯერის შოთებს დაამატებთ, თავს უფრო ენერგიულად და პოზიტიურად იგრძნობთ.

ინგრედიენტები
400 გრამი ახალი ჯანჯაფილი
5 საშუალო ლიმონი
1/4 ჭიქა ცივი წყალი
1/4 ჭიქა თაფლი, ან გემოვნებით, სურვილისამებრ

სერვირება:
8-დან 10 პორცია

მომზადების წესი:

ჯანჯაფილი კარგად გარეცხეთ და გააშრეთ, შემდეგ კი წვრილად დაჭერით. ლიმონის წვენი გაწურეთ და მოაცილეთ რბილობი. ბლენდერში დაამატეთ ჯანჯაფილი, ლიმონის წვენი, წყალი და თაფლი. დაბლენდერებული მასა გადაიტანეთ წვრილ, ბადისებრ საწურში და გააჩერეთ რამდენიმე წუთის განმავლობაში. მიღებული სითხე მოათავსეთ ხელთ არსებულ თასში და ყოველ დილით, უზმოზე, მიირთვით. თუკი დაგვიჯერებთ, ერთი თვის შემდეგ აღარ მოგინდებათ დილა ჯანჯაფილის შოთის გარეშე დაიწყოთ. თქვენ შეამჩნევთ, რომ ენერგიის დონე საგრძნობლად გაიზარდა და თავს უფრო პროდუქტიულად იგრძნობთ, რადგან უკეთ კონცენტრირდებით და ნაკლებად ადვილად ღიზიანდებით. რაც ყველაზე მთავარია, თქვენი იმუნური სისტემა გაძლიერდება, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია!

ზევით