ჯამბატისტა ვალი ხმაურიანი პარიზისგან მოშორებით, სენაზე გაშენებულ კუნძულზე, სენ-ლუიზე ცხოვრობს. მისი სახლი გრანდიოზული, ვინტაჟური ნივთებით, ანტიკვარიატითა და ხელოვნების ნიმუშებითაა სავსე.
ვალის ბინა მწვანე ფერშია ჩაძირული. დიზაინერის თქმით, მილიონი ცდა დასჭირდათ, მწვანე ფერის ზუსტად ეს ტონალობა რომ მიეღოთ. საძინებელში კი ვარდისფერია გამოყენებული. "ეს არის ინდოეთის სპეციფიკური ვარდისფერი, ისეთი, რომლის სურნელის შეგრძნებაც კი შესაძლებელია, რომელიც სწორედ იმ ვარდების ნათესავია, ინდოეთის ტაძრების წინ ბაზრობაზე რომ იყიდება." ინდოეთთან ჯამბატისტას განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს. ინდოეთის კულტურა არამხოლოდ სახლის დიზაინში, არამედ დიზაინერის კოლექციებიშიც ხშირად გვევლინება ინსპირაციის წყაროდ.
სანამ ამ სახლში გადმოვიდოდა, პარიზის მე-11 უბანში ცხოვრობდა. უბანში, რომელსაც ჯერ კიდევ არ ჰქონდა ენერგია და სული, ვალის სახლი კაშკაშა ვარსკვლავივით ანათებდა და ხმაურიან, ბოჰემურ საღამოებს ხშირად მასპინძლობდა. 2 წლის წინ, დიზაინერი მოდელს, ოფელი გილერმანს ესაუბრებოდა და სენ-ლუის სოფლის-მსგავს ატმოსფეროზე გაუჩერებლივ ჰყვებოდა. ცხადი იყო, რომ ვალის გულში უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ ცხოვრების გაგრძელება სიმშვიდესა და იდილიაში სურდა. ჯამბატისტამ სენ-ლუიზე არაჩვეულებრივი ბინა სწორედ ოფელის დახმარებით იპოვა და თავისი გემოვნებით მოწყობას შეუდგა.
"როდესაც შიგნით შევედი, ვიცოდი რომ სწორ ადგილს მივაგენი."
სახლის კედლები წყლის ექოს ჯერ კიდევ გრძნობს. ეს შენობა კუნძულის უკიდურესი აღმოსავლეთის ხედით აშენდა. მე-19 საუკუნეში მას ახალი ნაწილი მიაშენეს, რომელიც სენას სამხრეთით უყურებს. თავად ჯამბატისტას სახლი ეზოში გადის და ნეოკლასიკური დეტალებითაა დამშვენებული.
ბინის განლაგება სასტუმროს ლუქსს მოგაგონებთ. ორი გრანდიოზული ოთახით გარდერობში გავდივართ, შემდეგ საძინებელში, საიდანაც აბაზანაში გასვლაა შესაძლებელი. ფარდებზე ვალის მიერ, ინდოეთის კვლევების დროს შეგროვებული მასალებია დატანილი.
დიზაინერს პიკასოს, ალბერტო ჯაკომეტეს, ჯორჯ კონდოს, დალის, შაგალის, პიკაბიას და კიდევ უამრავი დიდებული ადამიანის ნამუშევრების კოლექციები თაროებსა და იატაკზე აქვს გამოფენილი. მისაღებ ოთახში David Hicks-ის სპილენძის ჭურჭელი დგას. აქვეა Pierre Paulin-ის დაკლაკნილი დივანი და უკან, ფონად არფაზე არტემიდე უკრავს. ინტერიერის დიზაინი ჯამბატისტას ხელოვნებისადმი სიყვარულითაა გაჟღენთილი. აქ გემოვნებითაა შერწყმული დადაიზმის, სიურრეალიზმისა და თანამედროვე ხელოვნების ნიმუშები.
სასადილო ოთახს დახვეული კიბე ამშვენებს. მეორე სართულზე ჯამბატისტას ატელიეში ავდივართ, სადაც Christian Liaigre-ის შექმნილი სამუშაო მაგიდა დგას, რომელსაც პიკასოს ვაზა ამშვენებს. ატელიეში ჯამბატისტა Yves Saint Laurent-ის კოსტიუმების შესწავლაში ატარებს დროს.
მეორე სართულის ანტრესოლი თავად დიზაინერმა მიამატა და შენობის სიძველიდან გამომდინარე, ნებართვის აღება მარტივი საქმე არ ყოფილა. ატელიეს საპირისპირო მხარეს ჯამბატისტას შვილის, ადამის ოთახია. დიზაინერი ამბობს - "მეორე სართულზე საკუთარი მცურავი კუნძული მაქვს, სადაც ვხატავ, ადამსა და მის მეგობრებს კი თავიანთი სამყარო აქვთ მოწყობილი".
ზარა 2024 წელს ყველაზე შთამბეჭდავი კოლაბორაციით ასრულებს. ეს იქნება ბრიტანელი სუპერმოდელის, მოდის აიქონად აღიარებული ქეით მოსისა და სწრაფი მოდის ბრენდის კოლაბორაცია. თუ კი უახლოეს მომავალში წვეულებაზე წასვლას გეგმავთ და გარდერობში შესაფერისი არაფერი გაქვთ, კალენდარში მოინიშნეთ 30 ნოემბერი და დაელოდეთ ქეით მოსის რჩეულ კოლექციას.
საქართველოში პირველი Skin-Bar კონცეფციის ესთეტიკური ცენტრი, La Clinique მომხმარებელს მუდმივად სიახლეებით ანებივრებს. La Clinique-ის პრემიუმ ბრენდების შეძენა უკვე ონლაინ მაღაზიაშიცაა შესაძლებელი.