#მოგზაურობა

სასტუმრო EPIC SANA MARQUES: ლისაბონის ყველაზე გლამურულ უბანში

გაზიარება:

ლისაბონში მოგზაურობა თუ უკვე გადაწყვიტეთ, ჩვენ ქალაქის ერთ-ერთ საუკეთესო სასტუმროს მიგასწავლით. EPIC SANA Marquês სასტურმოების ქსელის, SANA Hotels ჯგუფის ნაწილია, რომელიც მომხიბლავი ინტერიერითა და მაღალი ხარისხის მომსახურებით პირველობას არ თმობს.

სასტუმროში შესვლისთანავე ყურადღებას ელეგანტური დიზაინი იპყრობს და დამსვენებელს საოცარი გამოცდილებისთვის ამზადებს. სასტუმროს მდიდრული ოთახები და ინტერიერი მათ ისტორიულ საწყისებს ეხმიანება, გამორჩეული ადგილია crème de la crème - ტერასა თავისი, თვალუწვდენელი Sky Pool ლაუნჯით.

სასტუმრო ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ცოცხალი ქალაქის გლამურულ გამზირზე, Avenida Da Liberdade-ზე, კულტურულ-ისტორიულ ცენტრთან და ულამაზეს ტროპიკულ პარკებთან ახლოს მდებარეობს. EPIC SANA Marquês სასტუმროს თავისი იდეალური გარემოსა და მაღალი კლასის სამზარეულოთი, ანალოგი არ აქვს.

პორტუგალია

სასტუმროს დიდი სივრცე, თვალუწვდენელი აუზი და მდინარე ტეჟუზე რომანტიკული ხედი გამოარჩევს. ლუქსები და ოთახები ელეგანტურ, თანამედროვე დიზაინშია ჩაფლული და ხარისხისა და კომფორტის ატმოსფეროს ქმნის. ყველა მათგანს საკუთარი სააბაზანო და საშხაპე წერტილები აქვს. ლუქსი მისაღებ ოთახსა და სამუშაოდ განკუთვნილ ადგილს მოიცავს. უმრავლესობა ოთახებიდან კი გასაოცარი ხედები იშლება.

პორტუგალია

დილით, შეგიძლიათ უგემრიელესი საუზმე თქვენს ოთახში ან The Garden-ის რესტორანში მიირთვათ. ქალაქში შოპინგს, ლისაბონის კლუბებში გართობას ერთი შეხედვით არაფერი სჯობია, თუმცა EPIC SANA Marquês-ის რესტორნები თავიანთი განსაკუთრებული კონცეფციით თქვენი დღის საუკეთესო ნაწილი გახდება. სასტუმროს შეფ-მზარეულები უნიკალურ გამოცდილებას გვპირდებიან, რაც თქვენი სათავგადასავლო მოგზაურობის მეხსიერებაში სასიამოვნო მოგონებად დარჩება.

ჩინებული სამზარეულო ტრადიციების დაცვა ყველა პორტუგალიელისთვის წმინდაა, გამორჩეულ რესტორან Allora-ს კი იტალიური და ადგილობრივი კერძებით შედგენილი მენიუ აქვს. ამასთანავე, აქვე დაგხვდებათ კოქტეილის ბარი, ღია სამზარეულო, anti-pasti დახლი, ჯელატოს კუთხე თუ შიდა და გარე ტერასა. Allora ავთენტური იტალიური ბაღის მაგალითია. ბრწყინვალე ჭაღები, arabescato carrara მარმარილოს დახლები, ხელით მოხატული ფრესკები, ხეები: ყველაფერი ეს რესტორანს იტალიის კულტურისა და ბუნების პატარა მოდელად აქცევს.

პორტუგალია

Allora-ში დააგემოვნებთ სახლში მომზადებულ მადისაღმძვრელ პასტას, შემწვარი ხორცისა და თევზის კერძებს და ტრადიციულ იტალიურ დესერტებს. Allora-ში რომ შეივლით, აუცილებლად შეუკვეთეთ Tagliatelle al Tartufo, Gnocchi alla Sorrentina, შემწვარი ზღვის ბასი, ტირამისუ და პანა კოტა.

მე-12 სართულზე კი იაპონური რესტორანი დაგხვდებათ. KŌJI ავთენტური იაპონური სამზარეულოსა და ეგზოტიკური გემოს მოყვარულთათვის საუკეთესო არჩევანია. რესტორანს განსაკუთრებულს იაპონური ვისკისა და საკეს შესანიშნავი კოლექცია და მარნის ღვინოების დიდი არჩევანიც ხდის.

სასტუმრო დამსვენებელს და ვიზიტორებს სპეციალურად საუზმისთვის GARDENS-ის სადა კაფეს, ტკბილეულის კუთხესა და ბარსაც სთავაზობს.

თუ ქალაქში სამუშაო ვიზიტით მიდიხართ ან უბრალოდ ლისაბონის დათვალიერება გსურთ, დამღლელი დღის შემდეგ სასტუმროს გამაჯანსაღებელ სპაში განტვირთვა საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება. ფიტნეს ოთახი კი მთელი დღე-ღამის განმავლობაში ღიაა, მომსახურება საუნასა და აუზსაც მოიცავს. SAYANNA WELLNESS & SPA სახის კანის, სხეულისა და გონების გასაჯანსაღებლად იდეალურ გარემოს გვთავაზობს. ის ლისაბონის ერთ-ერთ საუკეთესო სპადაა აღიარებული და თავისი სტუმრებისთვის, განცალკევებული შესასვლელიც აქვს.

სასტუმრო Preferred Hotel & Resorts-ს წევრია და სტუმრებს 379 მდიდრულ, ელეგანტურ ოთახსა და ლუქს, 3 რესტორანს, ბარს, Sky Pool ლაუნჯს, ღია აუზს, გამაჯანსაღებელ სპასა და ღონისძიებებისთვის განკუთვნილ ცენტრს სთავაზობს. მეტი რაღა უნდა გვინდოდეს?! ასე, რომ თუ ეძებთ დასასვენებლად თუ სამუშაოდ იდეალურ ადგილს, უგემრიელესი საერთაშორისო სამზარეულოთი და გამაჯანსაღებელი ცენტრით, EPIC SANA Marquês-ის მისამართი აუცილებლად უნდა მოინიშნოთ.

ზევით