არაფერი უხდება ცივი, სუსხიანი შემოდგომის დღევანდელ ამინდს ისე, როგორც საოცრად სასარგებლო სეზონური გოგრის კრემ-სუპი. ვიტამინებითა და მინერალებით მდიდარი გოგრა, ამავდროულად ძალიან გემრიელი და მარტივად მოსამზადებელი პროდუქტია. სულ რამდენიმე ინგრედიენტი, მომზადების სწორი ტექნიკა და უგემრიელესი გოგრის კრემ-სუპიც მზადაა.
ინგრედიენტები:
• 500 გ გოგრა
• ხახვი 1 ც
• სტაფილო 3 ც
• 3 კბილი ნიორი
• 200 მლ დაბალპროცენტიანი კრემი
• 1 ჩ.კ. პაპრიკა
• 1 ჩ.კ. შავი პილპილი
• ზეითუნის ზეთი
• როზმარინი
• მარილი გემოვნებით
• 30 მლ გოგრის თესლი
მომზადების წესი:
დავჭრათ გოგრა კუბებად და მოვათავსოც საცხობ ფორმაში, დაჭრილ ხაახვთან, სტაფილოსთან, დაუჭრელ ნიორთან და როზმარინთან ერთად.
ბოსტნეულს მოვასხათ ზეითუნის ზეთი, მოვაყაროთ პაპრიკა, შავი პილპილი, მარილი გემოვნებით და გამოვაცხოთ 180 გრადუსზე, 30 წუთის განმავლობაში.
როდესაც სტაფილო და გოგრის კუბები დარბილდება, თქვენი ბოსტნეული უკვე მზადაა ბლენდერში გადასატანად. ბლენდერში მასას დაუმატეთ კრემი და დააბლენდერეთ სანამ არ მიიღებთ ერთგვაროვან მასას.
გადაიტანეთ კრემ-სუპი თეფშზე და დაასერვირეთ გოგრის თესლით.