CHICOS-სა და INTOVIEW-ის კოლაბორაცია ვალენტინობის დღისთვის

როგორც წესია, სიყვარულის დღე ბევრი საინტერესო იდეის დასაბამი ბუნებრივად იქცევა ხოლმე, არც კარს მომდგარი 14 თებერვალია გამონაკლისი. ვალენტინობის დღის აღსანიშნად, თბილისის ახალი გასტრონომიული გამოცდილება CHICOS-ს და სილამაზის სალონი INTOVIEW გაერთიანდნენ და მაგიური კოლებორაცია გამოაცხვეს.

CHICOS , ჩიკოს, INTOVIEW, ვალენტინობის დღე
ეთერი - შეფ-მზარეული

თანამშრომლობის მიზანი იყო CHICOS-ს, საკუთარი გუნდის წევრების მიმართ პატივისცემა, სიყვარული და მადლიერება გამოეხატა. 

CHICOS , ჩიკოს, INTOVIEW, ვალენტინობის დღე
ნათია - მიმტანი

INTOVIEW-ის დახმარებით, CHICOS-ის გუნდის წევრებმა, შეფ-მზარეულისთ დაწყებული, მიმტანებით, დასუფთავების პერსონალითა და მენეჯერებით დამთავრებული, სრული ვიზუალური გარდასახვა მიიღეს. კოლაბორაციის მისია იყო CHICOS-ის თანამშრომლების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა, იმ ადამიანების ინდივიდუალურობისა და ბუნებრივი ხიბლის ხაზგასმა, რომლებსაც ხშირად უნიფორმის მიღმა ვხედავთ ხოლმე.

CHICOS , ჩიკოს, INTOVIEW, ვალენტინობის დღე
გიორგი - მზარეული

INTOVIEW-ის პროფესიონალი გუნდის წევრების დამსახურებით ჩანაფიქრი რეალობად იქცა და გარდასახვაც შედგა. მიღებული შედეგის აღსაბეჭდად რესტორნის სივრცეში ფოტოგადაღებაც მოეწყო, რომელიც სპეციალურად ამ პროექტისთვის მოწვეულმა მოდის ფოტოგრაფმა ჟენია ფილატოვამ აღბეჭდა კამერაზე. 

უნიკალური პროექტის ვიზუალები რამდენიმე საათის წინ CHICOS-სა და INTOVIEW-ის სოციალურ ქსელებში გავრცელდა. The Diary კი რამდენიმე უცნობ ფოტოსურათსაც წარმოგიდგენთ:

CHICOS , ჩიკოს, INTOVIEW, ვალენტინობის დღე
ნინჩო - პიარის სპეციალისტი
CHICOS , ჩიკოს, INTOVIEW, ვალენტინობის დღე
თოკო - ბარმენი
CHICOS , ჩიკოს, INTOVIEW, ვალენტინობის დღე
შორენა - დიასახლისი
CHICOS , ჩიკოს, INTOVIEW, ვალენტინობის დღე
ანი - მიმტანი
CHICOS , ჩიკოს, INTOVIEW, ვალენტინობის დღე
მერი - მზარეული
CHICOS , ჩიკოს, INTOVIEW, ვალენტინობის დღე
ჯუნა - მენეჯერი
CHICOS , ჩიკოს, INTOVIEW, ვალენტინობის დღე
ანა - მზარეული
ზევით