#კულინარია

CHeeeSE: ჩიზქეიქები ჯოხზე, ინოვაციური საკონდიტრო ნაწარმი თბილისში

გაზიარება:

არსენ მამიტოვი წარმოშობით ცხინვალიდანაა, მან და მისმა ოჯახმა საქართველოში ახალი მომავლის შენება მარტში დაისახეს მიზნად და უკეთესი მომავლისკენ ყოველდღიურად დგამენ ნაბიჯებს. არსენის სახელმა ჩვენს პლატფორმაზე არა ერთხელ გაიჟღერა, თავდაპირველად მან ჩვენი ყურადღება საოკუპაციო ხაზთან მშვიდობის გზავნილით მიიპყრო, რასაც საქართველოს ისტორიაში პირველი ექსტრემალური სპორტის ფესტივალის Extreme Fest Tbilisi-ს პროექტის შემუშავება და მისი განხორციელებაც მოჰყვა, დღეს კი არსენის კიდევ ერთი წამოწყების CHeeeSE-ს შესახებ უნდა გიამბოთ, რომელიც მან ბიძაშვილთან ქრისტინასთან ერთად წამოიწყო.

სწორედ არსენისა და ქრისტინას დამსახურებით, თბილისში, ინოვაციური სახლის საკონდიტრო ნაწარმი - ჩიზქეიქები ჯოხზე გამოჩნდა. დელიკატური გემოს და უგემრიელესი არომატების დამსახურებით, CHeeeSE-მ მარტივად დაიპყრო ჩიზქეიქის მოყვარულთა გულები და არამარტო. დღეს არსენთან ერთად ჩიზქეიქის ჯოხზე შექმნის ისტორიას გაგაცნობთ და მოგიყვებით რა გამოარჩევს CHeeeSE-ს:

როგორ გაჩნდა თქვენი ბიზნესის იდეა?

ძალიან მარტივად, ჩვენ უბრალოდ გვიყვარს გემრიელი დესერტები, როგორც კი აქ გადმოვედით, მივხვდით, რომ გვინდოდა ჩვენი სიყვარული ქართველი ხალხისთვისაც გაგვეზიარებინა. ჩვენი თავდაპირველად გეგმები ოფლაინ მაღაზიის გახსნას მოიაზრებდა, მაგრამ საბოლოოდ გადავწყვიტეთ სახლის საკონდიტრო ნაწარმით დაგვეწყო ბიზნესი და წინასწარ შეკვეთებზე გვემუშავა.

როგორ აღწერთ CheeeSE-ს რა არის მასში უნიკალური?

ვფიქრობ, ჩვენი უნიკალურობა იმ ჯოხში იმალება, რომლის დახმარებითაც შეგიძლიათ პირდაპირ მიირთვათ ჩიზქეიქი. რა თქმა უნდა, CheeeSE-ს გემოვნური თვისებებიც გამოარჩევს, ახლახან ჩვენ წარვადგინეთ 4 პროდუქტი: გამონაკლისის გარეშე, Snickers-ი ყველასათვის საყვარელი გემოა; მათთვის, ვისაც სიმჟავეც და კენკრაც უყვარს, ეგზოტიკური გემოების კომბინაციით შექმნილი მანგო-მარაკუია-ჟოლო გვაქვს; პეკან-კარამელი ძალიან გემრიელი კომბინაციაა, ზოგადად, თხილი და კარამელი, ეს ერთ-ერთი უძლიერესი ტანდემია, თუმცა ამ კოლაბორაციას ელეგანტურობას სწორედ პეკანი ანიჭებს; ფორთოხალი, ჯანჯაფილი, მიხაკი და სანელებლები კი ქმნიან საახალწლო გემოს, რომელიც სპეციალურად შევიტანეთ ჩვენს სიაში და ის ხელმისაწვდომი სადღესასწაულო ჯადოქრობის არსებობამდე იქნება.

ყოველკვირეულად, ვგეგმავთ 1 ან 2 ახალი არომატის დამატებას ჩვენს ასორტიმენტში, შემდეგი ჩვენს სიაში არის ფისტა-ჟოლო.

ყველასათვის კარგად ნაცნობი გემოების გარდა, ვგეგმავთ განსხვავებული გემოებიც დავამატოთ, მათ შორის „მოცხარი-საკურა“, „ყავა ამარეტო“ და ა.შ., რა თქმა უნდა, ყველა მათგანზე დღეს არ ვისაუბრებთ, რამდენიმე მათგანი საიდუმლოდ დავტოვოთ.

პროდუქციის ასორტიმენტი - რას სთავაზობთ მომხმარებელს?

რადგან გემოვნურ თვისებებზე უკვე ვისაუბრეთ, ჩვენს შეთავაზებასაც გავაცნობთ მკითხველს. ჩვენი ტკბილეულობების შეძენა 4 ან 3 არომატის ნაკრებში შეგიძლიათ, რომელიც სპეციალურ ბრენდირებულ ყუთში იქნება მოთავსებული. ასევე, დასაგემოვნებლად შეგიძლიათ შეუკვეთოთ მხოლოდ 1 არომატი. ყუთების შევსება შესაძლებელია ნებისმიერი არომატით, შეგიძლიათ შეუკვეთოთ 4 სნიკერსი ან 4 კარამელის პეკანი.

ყუთების ღირებულება გახლავთ:

4 არომატი - 45 ლარი
3 არომატი - 35 ლარი
1 გემოვნება - 13 ლარი

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ თუ რაღაც მიზეზის გამო ჩვენი ჩიზქეიქების დაგემოვნება ვერ მოასწარით, შეგიძლიათ ისინი გაყინოთ, საყინულეში შენახვის მაქსიმალური ვადა 7 დღეა.

როგორ და სად მზადდება თქვენი პროდუქცია?

მშვენიერი და მეგობრული გუნდი გვყავს. მე და ქრისტინა, ბიძაშვილები ვართ. ჩვენი ფესვები ცხინვალიდანაა, თითქმის 1 წელია თბილისში ვცხოვრობთ.

ყველა პროდუქტს ჩვენ თვითონ ვყიდულობთ,  სხვადასხვა ადგილას, რა თქმა უნდა, ეს ცოტათი ართულებს პროცესს, მაგრამ მოდუნების საშუალებას არ გვაძლევს.

ჩვენ გვაქვს სახლის სამზარეულო აღჭურვილობა, ყველა ჩიზქეიქი მასზე მზადდება. ჩვენ ვიცავთ ყველა სანიტარიულ სტანდარტს, ვყიდულობთ მხოლოდ საუკეთესო პროდუქტებს. ბელგიური შოკოლადი, ეგზოტიკური ხილის პიურე საფრანგეთიდან, იტალიური ფქვილი, ბელგიური კრემყველი. თუმცა, რა თქმა უნდა, პროდუქციის ძირითადი ნაწილი: ხილი, კენკრა, რძის პროდუქტები, კვერცხი ადგილობრივი ქართული წარმოებაა.

რა არის თქვენი ბიზნესის ყველაზე რთული ნაწილი ახლა?

ალბათ, ყველაზე რთული ქართველი მომხმარებლის ნდობის მოპოვებაა, ყველა ადგილობრივს აქვს ძალიან დახვეწილი გემოვნება და მაღალი მოთხოვნები პროდუქტის ხარისხზე.

ყოველდღიურად, თავს სხვა ტექნიკური ნიუანსებიც იჩენენ, მაგრამ ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მომხმარებელია, თუ ის კმაყოფილია, ყველა სხვა პრობლემა უკანა პლანზე ქრება.

რა არის თქვენი სამომავლო მიზნები?

რა თქმა უნდა, ეს არის ოფლაინ საკონდიტრო ნაწარმის გახსნა, სადაც ყველას შეეძლება მივიდეს, იყიდოს ჩიზქეიქების ნაკრები, ან უბრალოდ გაახაროს თავი საყვარელი არომატით, დალიოს ყავა ან გამაგრილებელი სასმელი და მიყვეს დღის დინებას.

ზევით