18 სექტემბერს კაფე ლიტერაში ისი პარიმ, Carolina Herrera-ს ახალი სუნამოს პრეზენტაცია გამართა. Carolina Herrera-ს ახალი სურნელი მეტია, ვიდრე უბრალოდ სუნამო - ეს არის ოდა მიძღვნილი თანამედროვე ქალისადმი. დამოუკიდებელი, თამამი, თვითკმარი Good Girl Blush Elixir-ი ქალის არსს განასახიერებს. იმ ქალის, რომელმაც იცის თავისი ფასი და არ ეშინია, სამყაროში კუთვნილი ადგილისთვის იბრძოლოს.
ახალი სურნელის წარსადგენად და ქალების პატივსაცემად, ისი პარიმ დახურულ ვახშამზე მედიის წარმომადგენლები, ბლოგერები და ინფლუენსერები მიიწვია. საღამო დადებითი ემოციებით, მაღალი ამბიციებითა და, რაღა თქმა უნდა, კაროლინა ჰერერას სურნელით იყო გაჟღენთილი.
Carolina Herrera Good Girl Blush Elixir-ი ქალების სიძლიერისა და თანადგომის სიმბოლოა.
საღამოზე მთავარი კითხვაც გაჟღერდა - “როგორია ქალი?”, სტუმრებს ფურცლებზე მხოლოდ ერთი სიტყვა უნდა დაეწერათ.
სუნამოს თავბრუდამხვევმა სურნელმა სტუმრები საზიარო ემოციებით დაათრო. იყო ქალი, ნიშნავს სხვა ქალებს ყოველთვის გვერდით დაუდგე, გააძლიერო და დაეხმარო, მათი უნიკალურობა მსოფლიოს თამამად აჩვენონ.
საღამოზე ისი პარის წარმომადგენელმა ქალების მნიშვნელობაზე, როლზე, შეხედულებებსა და დამოუკიდებლობაზე ისაუბრეს.