მიუხედავად იმისა, რომ სკოლის ასაკის შემდეგ საზაფხულო არდადეგები 2 კვირაზე მეტი თითქმის არავის გვიგრძელდება, ცხელი სეზონის მოყვარულები დასასვენებლად მაინც დიდი ენთუზიაზმით ვემზადებით. ხშირად 2, ან 3 კვირიანი თავისუფალი პერიოდი ზღვას, მთას და ქვეყნის საზღვრებს გარეთ მოგზაურობასაც აერთიანებს, თუმცა “ხეტიალის” მოყვარულებისთვის შვებულება რაც შეიძლება მეტ საინტერესო ლოკაციასთან ასოცირდება, რომელთა დასალაშქრადაც რამდენიმე “თანამზრახველი” და აუცილებელი აღჭურვილობის მობილიზებაა საჭირო.
CampShare უკვე ხუთი წელია არსებობს. თავდაპირველად მაღაზია მთის ენთუზიასტებს სალაშქრო აღჭურვილობების (კარავი, საძილე ტომარა, ქვეშაგი,) გაქირავების სერვისს სთავაზობდა. კომპანიის პოლიტიკა ყოველთვის მარტივი გახლდათ: სალაშქროდ წასასვლელად საჭირო აღჭურვილობა (კარავი, ქვეშაგი, საძილე ტომარა, ზურგჩანთა) საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა.
თუ ყიდვის შემთხვევაში არჩევანს ბიუჯეტურ პროდუქციაზე ვაჩერებთ, დიდია იმის ალბათობა, რომ უხარისხო აღჭურვილობა შეგვრჩეს ხელში.
ქირაობის შემთხვევაში კი ნორმალური ხარისხის აღჭურვილობაში დღიურად 30-60 ლარამდე გადახდა გვიწევს. ამასთან, CampShare-ში ნაქირავები აღჭურვილობა ყოველთვის მოვლილი, სუფთა და ხარისხიანია, ხოლო საკუთარ აღჭურვილობას საკუთარი ძალისხმევით დასუფთავება სჭირდება.
დღეისათვის CampShare საქართველოში სალაშქრო და სამთო აღჭურვილობის ყველაზე მსხვილი გამქირავებელია. ხუთწლიანი მუშაობის შემდეგ, წელს, გაზაფხულზე CampShare-მა პირველი ფიზიკური მაღაზია გახსნა, რომელშიც მომხმარებლებს უკვე ნივთების შეძენასაც სთავაზობენ. მაღაზია თბილისში, ბუდაპეშტის #38-ში მდებარეობს.
სალაშქრო ფეხსაცმელი, სალაშქრო ტანსაცმელი, კარავი, ზურგჩანთა, სხვადასხვა ტემპერატურის საძილე ტომარა, ქვეშაგი, საპიკნიკე ჭურჭელი თუ ავეჯი - ეს არასრული ჩამონათვალია იმ ნივთებისა, რომელსაც მაღაზიაში შეხვდებით. CampShare-ის კატალოგი ისეთ ბრენდებსაც აერთიანებს, რომლებიც ბაზარზე სწორედ მათი ძალისხმევით გამოჩნდა, მაგალითად: Alps Mountaineering, Trezeta, Kayland, Tenson, Thermic, Kupilka, Weedo და სხვა. ეს იმ ბრენდების ჩამონათვალია, რომელთა ოფიციალური და ზოგიერთ შემთხვევაში, საქართველოში ექსკლუზიური შემომტანიც CampShare გახლავთ.
ფიზიკური მაღაზიის გარდა, ლაშქრობისთვის საჭირო ყველა ნივთის შეძენა CampShare-ის ვებ-გვერდზეცაა შესაძლებელი. CampShare მნიშვნელოვან სიახლეს მომხმარებელს ზამთრის სეზონზეც შესთავაზებს.
კომპანია სასრიალო კომბინეზონების, ქურთუკებისა და შარვლების, როგორც გაყიდვას, ისე გაქირავებას დაიწყებს.
CampShare 2019 წლიდან მოყოლებული ცდილობს საქართველოში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობას და ლაშქრობის მაღალი კულტურის დამკვიდრებას. გარდა ამისა, ბრენდის მიზანია, რომ საქართველოს ყველაზე ლამაზი ადგილები ყველასათვის „თვალმისაწვდომი” გახდეს. ამ მიზნის მისაღწევად კი უკვე ქართველ და უცხოელ მომხმარებლებს სთავაზობენ მაღალი ხარისხის სალაშქრო აღჭურვილობის გაქირავებასა და შეძენას.
და ბოლოს, 31 ივლისს CampShare-ის დაბადების დღეა. უკვე 5 წლის კომპანია დაბადების დღის აღსანიშნავად, მომხმარებელს განსაკუთრებულ აქციას სთავაზობს. 30 და 31 ივლისს, მაღაზიაში წარმოდგენილ ყველა ნივთს 31%-იანი ფასდაკლება შეეხება.
ზარა 2024 წელს ყველაზე შთამბეჭდავი კოლაბორაციით ასრულებს. ეს იქნება ბრიტანელი სუპერმოდელის, მოდის აიქონად აღიარებული ქეით მოსისა და სწრაფი მოდის ბრენდის კოლაბორაცია. თუ კი უახლოეს მომავალში წვეულებაზე წასვლას გეგმავთ და გარდერობში შესაფერისი არაფერი გაქვთ, კალენდარში მოინიშნეთ 30 ნოემბერი და დაელოდეთ ქეით მოსის რჩეულ კოლექციას.
საქართველოში პირველი Skin-Bar კონცეფციის ესთეტიკური ცენტრი, La Clinique მომხმარებელს მუდმივად სიახლეებით ანებივრებს. La Clinique-ის პრემიუმ ბრენდების შეძენა უკვე ონლაინ მაღაზიაშიცაა შესაძლებელი.