"ემილი პარიზში" მე-4 სეზონით 15 აგვისტოს დაგვიბრუნდა. კამილ რაზატისა და ლილი კოლინზის პერსონაჟების ცხოვრება კვლავ სასიყვარულო დრამებითაა სავსე. მაგრამ კიდევ უფრო საინტერესოა, თუ როგორ გამოიყურება მსახიობების ყოველდღიურობა ემილის პარიზული თავგადასავლის მიღმა. მოდით, ერთად დავათვალიეროთ ფრანგი მსახიობისა და მოდელის, კამილ რაზატის პარიზული ბინა.
30 წლის კამილი დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი ფრანგი მსახიობია. თავისი პერსონაჟისგან განსხვავებით, ის მშვიდ სასიყვარულო ურთიერთობაშია და პარტნიორთან, ფოტოგრაფ ეტიენ ბარეტთან ერთად პარიზის გულში, ულამაზეს ლოფტს იზიარებს.
საცხოვრებელი სახლის არჩევანი ადამიანის გემოვნებასა და სტილზე მეტყველებს. ამ შემთხვევაშიც აშკარაა, რომ მსახიობს მინიმალიზმი და ვინტაჟური დეტალები უყვარს, ამასთანავე ის კომფორტს გაშლილ სივრცეებში პოულობს.
კამილის თქმით, გაშლილი სივრცე ფანტაზიის უშრეტი წყაროა. სახლს ინდუსტრიული წარსული აქვს. სიმწვანეში ჩაფლული შენობა მე-19 საუკუნეში ლუდის ქარხანას ესაზღვრებოდა. დღესაც კი, ბინის ერთ-ერთ კედელზე ძველი კიბის კვალია შემორჩენილი. კამილამდე სახლი არქიტექტორს ეკუთვნოდა, რომელმაც ინტერიერის შექმნისას წარსული ისტორიის შენარჩუნება პრიორიტეტად აქცია. კამილის თქმით, სახლი ახლაც ისტორიულ წარსულს გვიყვება და იქ ცხოვრებას კიდევ უფრო საინტერესოს ხდის.
სახლის მოწყობისას ყველაზე დიდი გამოწვევა ინდუსტრიული სულის შენარჩუნება და თან სახლისთვის სითბოსა და სიმყუდროვის შექმნა იყო.
"სრულყოფილი ბალანსის საპოვნელად რამდენიმე რამაა გასათვალისწინებელი: მასალებისა და ფერების გულისყურით შერჩევა და ოთახების სწორი განლაგება"
ნეტფლიქსის სერიალის ვარსკვლავი აღნიშნავს, რომ დეტალებისთვის ყურადღების მიქცევა გადამწყვეტია, რათა ბინა არა სამუშაო ოფისს, არამედ მყუდრო სახლს დაემსგავსოს. მნიშვნელოვანია, თითოეულ კუთხეს იდენტობა ჰქონდეს და შესაბამისი დეკორაცია შევურჩიოთ. კამილის ბინის ყოველი ნაწილი საგულდაგულოდ გაფორმებულია ისე, რომ ინდუსტრიულ იერსახეს ინარჩუნებდეს, თან სითბოს ასხივებდეს და სტუმარს იმაზე უქმნიდეს წარმოდგენას, თუ ვინ ცხოვრობს ამ სახლში.
სახლი ეტიენისა და კამილის გემოვნების ნაზავია. წყვილმა თავიანთი ხედვისა და სტილის გაერთიანებით შექმნეს ზუსტად ისეთი ინტერიერი, როგორიც მათ ფანტაზიაში არსებობდა. კომფორტის შესაქმნელად რბილი და ხავერდოვანი მასალები შეარჩიეს, ბეტონის ცივი ტონების დასაბალანსებლად ხის ავეჯი და გამწვანება გამოიყენეს.
სახლში მრავლადაა გამოყენებული სხვადასხვა ზომისა და დანიშნულების სარკე, რომელიც სივრცეს კიდევ უფრო ზრდის და სინათლეს ირეკლავს. როგორც ყველა პარიზელს, კამილსაც უამრავი ყვავილი აქვს. ქვის ვინტაჟურ კიბესა და მეტალის ჭაღებს მზესუმზირების შავი და ყვითელი ფერები იდეალურად ერწყმის. კამილისა და ეტიენის სახლს სიმყუდროვეს სხვადასხვა დიზაინისა და ფორმის სანათებიც უქმნის.
მეორე სართულზე წყვილს საყვარელი კუთხე აქვს მოწყობილი. იქ უსმენენ სიმღერებს, უყურებენ ფილმებს და ხშირად თამაშობენ ვიდეო თამაშებს. ბინა ულამაზეს ბაღში გადის, სადაც კამილი ყვავილებს უვლის და მარწყვებს ზრდის.
ზარა 2024 წელს ყველაზე შთამბეჭდავი კოლაბორაციით ასრულებს. ეს იქნება ბრიტანელი სუპერმოდელის, მოდის აიქონად აღიარებული ქეით მოსისა და სწრაფი მოდის ბრენდის კოლაბორაცია. თუ კი უახლოეს მომავალში წვეულებაზე წასვლას გეგმავთ და გარდერობში შესაფერისი არაფერი გაქვთ, კალენდარში მოინიშნეთ 30 ნოემბერი და დაელოდეთ ქეით მოსის რჩეულ კოლექციას.
საქართველოში პირველი Skin-Bar კონცეფციის ესთეტიკური ცენტრი, La Clinique მომხმარებელს მუდმივად სიახლეებით ანებივრებს. La Clinique-ის პრემიუმ ბრენდების შეძენა უკვე ონლაინ მაღაზიაშიცაა შესაძლებელი.