#STORY #COVERSTORY #მოდა

Bridal Cover Story - ქორწილის 3 მთავარი ელემენტი

გაზიარება:

იდეალური ქორწილი ინდივიდუალური, ჩვენს ქვეცნობიერში ბავშვობიდან დღემდე მოგროვილი ოცნებების მიქსია, რომელიც მეორე ნახევართან ერთად დაწყებული ცხოვრების პირველი და ყველაზე დასამახსოვრებელი დღეა, ამიტომ Make no mistakes! ქორწილისთვის სამზადისში რამდენიმე საკრალურად მნიშვნელოვანი კომპონენტი დიდი რუდუნებით უნდა შეირჩეს.

საქორწინო კაბა, საქორწილო კაბა, პატარძალი, თეთრი კაბა, maison mokosh, ti'me, time,  თაიმი, სამკაული, საქორწილო სამკაული, wedding, ფოტოსესია
მოდელები: ანნა შელია და ანასტასია ჯეირათი; სამოსი: MAISON MOKOSH; სამკაული: BLUSH Lab Diamonds by TI'ME

ამჯერად იდეალური ქორწილის მთავარ ელემენტებზე The Diary-ის Cover გოგოებთან, ანნა შელიასთან და ანასტასია ჯეირათთან ერთად ვისაუბრებთ.

ანნა შელია, მოდელი, საპატარძლო კაბა, სამკაული, თაიმი, blush
მოდელი: ანნა შელია; სამოსი: MAISON MOKOSH; სამკაული: BLUSH Lab Diamonds by TI'ME

მაშ ასე, როგორია იდეალური ქორწილი?

ანასტასია ჯეირათი: პირველ რიგში, მინდა, რომ ჩემს ქორწილში იყოს ყველა ის ადამიანი, ვინც მიყვარს და მახარებს. არ მინდა ძალიან დიდი ქორწილი, თუმცა აუცილებლად უნდა გავერთო და საყვარელ ადამიანებთან ერთად დაუვიწყარი დრო გავატარო. ძალიან მინდა, რომ ქორწილი საქართველოსთან ერთად და ინდოეთშიც გადავიხადო (აქ უფრო პატარა).

ანასტასია ჯეირათი, ქორწილი, საპატარძლო კაბა, maison mokosh, time, თაიმი, სამკაულები, blush jewelry, ბრილიანტი
მოდელი: ანასტასია ჯეირათი; სამოსი: MAISON MOKOSH; სამკაული: BLUSH Lab Diamonds by TI'ME

ანნა შელია: მე უკვე მქონდა იდეალური ქორწილი. მთავარია წყვილი იყოს ბედნიერი და მთელი ქორწილი იქნება იდეალური, ვგულისხმობ იმას რომ ყველა გაერთობა. არ აქვს მნიშვნელობა ადგილს.

ანა შელია, ანნა შელია, ქორწილი, საპატარძლო კაბა, საქორწილო კაბა, სამკაული, blush, time, თაიმი
მოდელი: ანნა შელია; სამოსი: MAISON MOKOSH; სამკაული: BLUSH Lab Diamonds by TI'ME

THE DRESS

დედის საპატარძლო კაბის გაცოცხლებას გეგმავთ, თუ თქვენი ოცნების თეთრი სამოსის პოვნას, მთავარი იმ ხასიათის მიგნებაა, რომელიც თქვენს ინდივიდუალიზმსა და პიროვნებას გაუსვამს ხაზს. “ის კაბა” ყველაზე რთული შესარჩევია, მაგრამ მასთან “პირველი შეხვედრა” დაუვიწყარი იქნება. MAISON MOKOSH ქართული Bridal shop-ია, რომელიც მომხმარებელს მსოფლიოს პრემიუმ საქორწინო კაბების ბრენდებს სთავაზობს.

საპატარძლო კაბა, maison mokosh, მეისონ მოკოში, საქორწილო კაბა, თეთრი კაბა, ქართული ბრენდი, ანნა შელია
MAISON MOKOSH Bridal gown

ყიდვა

 

MAISON MOKOSH-ში თითოეული კაბა პატარძლებთან ერთად იქმნება. გუნდი პროცესის დაწყებიდან კაბის დასრულებამდე, ყველა დეტალს საკუთარ თავზე იღებს: არჩევს კონცეფციას, ქმნის ესკიზებს და მუშაობს ყველა იმ დეტალზე, რაც კაბას უნიკალურსა და ინდივიდუალურს ხდის. შედეგად, თითოეული კაბა პატარძლის ინდივიდუალურ სტილსა და ხასიათს გამოხატავს. მომხმარებლებისთვის ასევე ხელმისაწვდომია MM სამკერვალო ატელიე, რომელიც უმაღლესი ხარისხის ქსოვილებით მუშაობს და ინდივიდუალურ მომსახურებას უზრუნველყოფს.

ანასტასია: ჩემი ოცნების კაბა სადა და დახვეწილია.

anastasia jeiraTi, ანასტასია ჯეირათი, საპატარძლო კაბა, ქორწილი, სამკაულები
მოდელი: ანასტასია ჯეირათი; სამოსი: MAISON MOKOSH; სამკაული: BLUSH Lab Diamonds by TI'ME

ანნა: ვფიქრობ ქორწილში ჩაცმის სტილი ძალიან ინდივიდუალურია, ტანის აღნაგობას და გემოვნებას გააჩნია. მე პირადად ისევ ისეთივე კაბას ჩავიცვამდი, რაც ჩემს ქორწილში მეცვა, სადას და დახვეწილს.

საქორწილო კაბა, საპატარძლო კაბა, თეთრი კაბა, maison mokosh, ქართველი დიზაინერი, ბრენდი, ანნა შელია, ანასტასია ჯეირათი, the diary, დაერი
მოდელები: ანნა შელია და ანასტასია ჯეირათი; სამოსი: MAISON MOKOSH; სამკაული: BLUSH Lab Diamonds by TI'ME; ლოკაცია: Museum Hotel Tbilisi

A little Sparkle:

იდეალური ქორწილი წარმოუდგენელია ბრილიანტების გარეშე, რომელსაც პატარძალი მთელი ცხოვრება ატარებს. TI'ME მომხმარებელს Blush Lab Diamonds ოქროს  და ბრილიანტის სამკაულების ნიდერლანდურ ბრენდს სთავაზობს. "ბლაში" ელეგანტური, მარადიული და ნაზი დიზაინის სამკაულების კოლექციებს წარმოგვიდგენს. 

ანნა შელია, ანა შელია, the diary, დაერი, საპატარძლო კაბა, საქორწილო კაბა, maison mokosh, მეისონ მოკოში
მოდელი: ანნა შელია; სამოსი: MAISON MOKOSH; სამკაული: BLUSH Lab Diamonds by TI'ME

მათი უმაღლესი ხარისხის სამკაულები ხელნაკეთია და 14K ოქროთი მზადდება. მიმზიდველი ყელსაბამები, სამაჯურები, საყურეები და ბეჭდები სამ სხვადასხვა ტონშია წარმოდგენილი: თბილი ყვითელი,მგრძნობიარე წითელი და ელეგანტური თეთრი ოქრო, ცქრიალა ცირკონით და მტკნარი წყლის მარგალიტებით.

blush diamonds, time, ti'me, თაიმი, ბრილიანტის ბეჭედი, ნიშნობის ბეჭედი, ოქროს ბეჭედი
Blush Golden Necklace

ყიდვა

 

ბრილიანტი ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ ძვირფასეულობას წარმოადგენდა, თუმცა თანამედროვე მეცნიერების წყალობით უფრო ხელმისაწვდომი გახდა. "ბლაში"  სწორედ იმ ბრილიანტებს გთავაზობთ, რომელიც ლაბორატორიაში იქმნება და წარმოადგენს ბუნებრივი ბრილიანტის იდენტურ ქვას. მათი გარჩევა არათუ თვალით, არამედ მიკროსკოპითაც შეუძლებელია. გარდა ხელმისაწვდომობისა, Lab Diamond-ი  ეთიკური და მდგრადი არჩევანია. ბლაშის უნიკალური ბრილიანტების კოლექციის აღმოჩენა კი TI’ME GEORGIA-ში შეგიძლიათ. 

ანასტასია ჯეირათი, საპატარძლო კაბა, ქორწილი, სამკაული, blush, time, თაიმი, ბრილიანტი
მოდელი: ანასტასია ჯეირათი; სამოსი: MAISON MOKOSH; სამკაული: BLUSH Lab Diamonds by TI'ME; ლოკაცია: Museum Hotel Tbilisi

Where?

ლოკაცია ქორწილის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ძირითადი სტილის განმსაზღვრელი ელემენტია. არც ის დაგვავიწყდეს, რომ აქ გადაღებული ფოტოებით თქვენს შვილიშვილებთანაც უნდა იტრაბახოთ, რომ აღარაფერი ვთქვათ კრიტიკულად განწყობილ Instagram გამომწერებზე.

ანა შელია, ანნა შელია, პატარძალი, ქორწილი, საპატარძლო კაბა, სამკაული, სასტუმრო მუზეუმი
მოდელი: ანნა შელია; სამოსი: MAISON MOKOSH; სამკაული: BLUSH Lab Diamonds by TI'ME; ლოკაცია: Museum Hotel Tbilisi; Drinks: Aperol Spritz

შემოდგომის სეზონისთვის კომპლექსურ ლოკაციას გირჩევდით, ღია და დახურული სივრცით, რომლის ტრანსფორმაციაც თქვენთვის სასურველ ფერებში მოხდება.

ანასტასია ჯეირათი, ტელეწამყვანი, ინდოელი, the diary, დაერი, საპატარძლო კაბა, maison mokosh, hotel museum, museum hotel, სასტუმრო მუზეუმი, კაფე მუზეუმი
მოდელი: ანასტასია ჯეირათი; სამოსი: MAISON MOKOSH; სამკაული: BLUSH Lab Diamonds by TI'ME, ლოკაცია: Museum Hotel Tbilisi; Drinks: Aperol Spritz, Cinzano.

ანასტასია: ქორწილი წარმომიდგენია ღია და დიდ ტერიტორიაზე, რომელიც სულ ყვავილებით იქნება გაფორმებული, სადაც იქნება ბევრ ცეკვა და სიმღერა. არ მიყვარს თანამედროვე, მინიმალისტური ქორწილები. უფრო ძველებური და კლასიკური სტილი მომწონს.

ანნა შელია, ანასტასია ჯეირათი, საპატარძლო კაბა, ქორწილი, ბრილიანტის სამკაული, blush, თაიმი, საქორწილო ბეჭედი
მოდელები: ანნა შელია და ანასტასია ჯეირათი; სამოსი: MAISON MOKOSH; სამკაული: BLUSH Lab Diamonds by TI'ME; ლოკაცია: Museum Hotel Tbilisi; Drinks: Aperol Spritz.

მეორე ვერსია კი ფოტოსესიისთვის ცალკე ლოკაციის შერჩევაა, რაც იდეალური ფოტოების გადაღების საშუალებას მშვიდ გარემოში, ზედმეტი მაყურებლების გარეშე მოგცემთ. ერთ-ერთ ვერსიად კი კაფე “მუზეუმს” გირჩევთ, რომელიც ბოჰემური სტილისა და კლასიკური ელემენტების წყალობით, ნებისმიერი გემოვნების პატარძლის ალბომს დაამშვენებს.

ფოტო: იკა პირველი

სამოსი: MAISON MOKOSH

სამკაული: BLUSH Lab Diamonds by TI'ME

ლოკაცია: Museum Hotel Tbilisi

Drinks: Aperol Spritz; Cinzano

მაკიაჟი: Nail bar #1 Elizaveta Kozhina; Darya Trukhava

ზევით